|
ჩუტყვავილა
ჩუტყვავილა
მაღალკონტაგიოზური
ვირუსული
ინფექციაა
,
რომელსაც
იწვევს
varicella-zoster virus
(
VZV
)
ჰერპესვირუსთა
ოჯახიდან
.
ახსიათებს
კანსა
და
ლორწოვან
გარსებზე
მრავლობითი
პაპულო
-
ვეზიკულური
გამონაყარის
გაჩენა
რომელსაც
თან
ახლავს
ცხელება
37,8-38,9
გრადუს
ცელსიუსამდე
.
გამონაყარი
ჩნდება
თავზე
ან
ტორსზე
და
ვრცელდება
ცენტრიდეანულად
-
კიდურებისკენ
.
ამ
ვირუსით
პირველადი
დასნებოვნება
მანიფესტირდება
,
როგორც
ჩუტყვავილა
,
ხოლო
შემდეგ
ვითარდება
სენსორული
განგლიების
ნეირონების
ლატენტური
ინფექცია
,
რომლის
რეაქტივაციაც
ვლინდება
როგორც
ჰერპეს
ზოსტერი
.
ჩუტყვავილა
ძირითადად
ბავშვთა
ინფექციაა
90%
ავადობის
A
მოდის
13
წლამდე
ასაკში
,
გამოვლენის
პიკია
5-9
წელი
.
დაავადების
გადაეცემის
გზა
ძირითადად
ჰაერწვეთოვანია
.
შესაძლოა
გადაცემა
გამონაყართან
უშუალო
კონტაქტით
,
ან
დაავადებულის
ტანსაცმლითა
და
თეთრეულით
გადაცემა
.
იშვიათი
მიზეზია
ზოსტერით
დაავადებულ
პაციენტთან
კონტაქტი
.
ინკუბაციური
პერიოდი
დაახლოებით
2
კვირაა
და
მერყეობს
9-
დან
-21
დღემდე
.
პაციენტი
გადამდებია
გამონაყარის
გაჩენამდე
48
სთ
და
გამოყრის
მთელი
პერიოდი
,
ვიდრე
ყველა
გამონაყარი
ფუფხით
არ
დაიფარება
,
საშუალოდ
გამონაყარის
გაჩენიდან
3-7
დღე
.
კლინიკური
მანიფესტაცია
გამონაყარს
წინ
უსწრებს
მაღალი
ცხელება
და
კონსტიტუციური
სიმპტომები
:
დაღლილობა
,
ანორექსია
,
თავის
ან
მუცლის
ტკივილი
.
ცხელება
100-102
ფ
,
შეიძლება
იყოს
106.
ცხელება
და
სხვა
სისტემური
გამოვლინებანი
პერსისტირებს
1-2-4
დღე
გამონაყარის
გაჩენიდან
.
კონსტიტუციური
სიმპტომები
პრევალირებს
მოზრდილებში
.
2
წლამდე
ასაკში
ნაცვლად
ვეზიკულური
გამონაყარისა
შეიძლება
იყოს
ბულური
გამონაყარი
.
გამონაყარი
ჩნდება
სკალპის
,
სახის
ან
სხეულის
არეში
და
ვრცელდება
კიდურებისკენ
.
საწყის
ეტაპზე
წააგავს
,,
ნამის
წვეთს
”.
შემდგომ
განიცდის
ევოლუციას
მაკულა
-
პაპულა
-
ვეზიკულა
-
პუსტულა
და
ბოლოს
იფარება
ფუფხით
.
გამონაყარი
გარდა
კანისა
შეიძლება
გაჩნდეს
ლორწოვან
გარსებზეც
,
მაგ
(
პირ
-
ხახა
,
ვაგინა
).
მაგრამ
ნაკლები
ინტენსივობით
.
გამოყრის
პროცესი
გრძელდება
2-4
დღე
.
დაავადების
ადრეულ
სტადიზე
შესაძლოა
ინახოს
ევოლუციის
სხვადასხვა
ეტაპზე
მყოფი
გამონაყარი
.
გამონაყარი
სრულად
ალაგდება
1-2
კვირაში
და
ტოვებს
უმნიშვნელო
კვალს
.
საშუალოდ
კანზე
ჩნდება
გამონაყარის
300
ერთეული
.
თუმცა
პრაქტიკულად
ჯანმრთელ
ბავშვებში
შეიძლ
;
ება
იყოს
10
ერთეულზე
ნაკლები
ან
1500-
ზე
მეტი
.
ჩუტყვავილას
სხვა
გამონაყრით
მიმდინარე
დაავადებებისაგან
განსხვავდება
შემდეგი
ნიშნებით
:
განვითარების
სხვადასხვა
სტადიაზე
მყოფი
ვეზიკულური
გამონაყარი
.
ტკივილი
,
ქავილი
და
ცხელება
.
ჩუტყვავილას
ვეზიკულები
იფარება
ფუფხით
.
რაც
შეეხება
ყვავილს
ის
ჩუტყვავილისაგან
განსხვავდება
:
სინქრონიზებული
გამონაყრით
გამონაყარი
ვრცელდება
ცენტრისკენულად
,
ჩუტყვავილას
დროს
ცენტრიდანულად
ჩუტყვავილას
ვეზიკულა
ერთკამერიანია
,
ჭიპისებრი
ჩაზნექვა
იშვიათია
.
გართულებები
კანის
ინფექცია
( II-
ადი
ბაქტერიული
ინფექცია
გრ
+
ორგანიზმებით
)
ნევროლოგიური
გართულება
ნატხემისმიერი
ატაქსია
- 1 : 4000
შემთხვევაზე
ვლინდება
უპირატესად
15
წლამდე
,
გამონაყარის
გაჩენიდან
1
კვირაში
,
შემდეგი
ნიშნებით
:
ატაქსია
,
ღებინება
,
თავბრუ
,
მეტყველების
შეცვლა
,
ტრემორი
,
თავის
ტკივილი
და
ცხელება
ენცეფალიტი
ვითარდება
შემხვევათა
0,1-0,2 %
ახასიათებს
მგრძნობელობის
მოშლა
,
კრუნჩხვები
,
ღებინება
.
variccela
-
პნევმონიტი
–
ვლინდება
იმუნოკომპრომორებულ
პაციენტებსა
და
მოზარდებში
მე
-3-5
დღეს
.
ხასიათდებაცხელებით
,
სუნთქვის
შემოკლებითა
და
ხველით
.
variccela
იშვიათი
გართულებაა
,
მანიფესტირდება
სიყვითლითა
და
მუცლის
ტკივილით
.
დიაგნოსტიკა
ჩუტყვავილა
კლინიკური
დიაგნოზია
და
ეფუძნება
ანამნეზს
და
ფიზიკალურ
კვლევას
.
საეჭვო
შემთხვევებში
შეიძლება
ვეზიკულის
შიგთავსიდან
ვირუსის
გამოყოფა
ან
ანტისხეულების
დეტექცია
.
გამოკვლევები
ვირუსის
ანტიგენის
სწრაფი
დეტექცია
-
იმუნური
ჰემაგლუტინაციის
,
მემბრანული
ანტისხეულების
ფლუორესცენციის
ან
ფერმენტ
-
შემბოჭავი
იმუნოსორბციის
მეთოდით
..
ვირუსის
კულტურა
სერელოგიური
კვლევა
PCR
სისხილის
საერთო
ანალიზი
-
ლეიკოპენია
და
თრომბოციტოპენია
გულმკედის
RO
Tzanck
-
ის
ნაცხი
(
აღარ
მიმართავენ
რადგან
ვარიცელა
-
ზოსტერის
და
სხვა
ჰერპესვირუსების
დიფერენცირება
არ
ხდება
).
მკურნალობა
გაურთულებული
ჩუტყვავილის
სამკურნალოდ
სიმპტომური
თერაპია
სავსებით
საკმარისია
ჯანმრთელ
ბავ
შ
ვებში
,
რომელიც
გულისხმობს
:
ქავილის
შესამცირებლად
ანტიპრურიტული
ლოსიონებისა
და
ანტიჰისტამინური
საშუალებების
მაგ
:
ჰიდროქსიზინის
გამოყენება
.
თუ
საჭიროა
ანალგეტიკებისა
და
ანტიპირეტიკების
გამოყენებას
.
ნაკაწრებისაგან
დასაცავად
მეორადი
ინფექციის
პრევენციის
მიზნით
რეკომენდირებულია
ხშირი
ხელების
დაბანა
,
ფრჩხილების
მოკლედ
დაჭრა
და
ნატრიუმის
ბიკარბონტიანი
(
საკვები
სოდა
)
აბაზანები
,
იმ
სიხშირით
,
რითაც
საჭიროა
.
აციკლოვირი
გამოიყენება
განსაკუთრებით
მწვავე
შემტხვევების
ან
გართულებების
არსებობისას
.
არასოდეს
გამოიყენოთ
ასპირინი
,
რეის
სინდრომის
განვითარების
მაღალი
რისკის
გამო
.
ორალური
აციკლოვირი
ნაჩვენებია
იმუნოკომპრომირებულ
პაციენტებში
ასევე
პაციენტებში
,
როლებსაც
აღენიშნებათ
კანის
ქრონიკული
ან
ფილტვის
დაავადების
,
სალიცილატებით
მკურნალობის
,
სისტემური
თუ
საინჰალაციო
კორტიკოსტეროიდების
გამოყენებისას
.
I/v
აციკლოვირი
გამოიყენება
მხოლოდ
სასიცოცხლო
ჩვენებისას
.
ორალური
ანტიბიოტიკები
მხოლოდ
მეორადი
ინფექციით
გართულებისას
გამოიყენება
.
ფოსკარნეტი
პარენტერალური
ანტივირუსული
პრეპარატია
,
რომელიც
თავისი
ტოქსიურობის
გამო
გამოიყენება
მხოლოდ
აციკლოვირ
-
რეზისტენტულ
შემტხვევებში
,
იმუნოკომპრომირებულ
პირებში
.
დაუყოვნებელი
ქმედება
ახალშობილს
რომლის
დედასაც
გამოუვლინდა
ჩუტყვავილა
დაბადებამდე
5
დღით
ადრე
,
ან
დაბადებიდან
2
დღის
მანძილზე
აქვთ
დასნებოვნების
მაღალი
რისკი
,
ამიტომაც
დაუყოვნებლივ
ეძლევათ
VZIG
.
იმუნოკომპრომორებული
პაციენტები
,
ორსულები
და
პირები
რესპირატორული
გართულებებით
,
პროცესში
რქოვანასჩართვით
და
ნევროლოგიური
გართულებებით
დაუყოვნებლივ
უნდა
ჰოსპიტალიზდნენ
.
პროგნოზი
ჩუტყვავილა
ჩვეულებრივ
კეთილთვისებიანი
გამოსავლით
ხასიათდება
,
როგორც
ბავშვებში
ასევე
მოზრდილებში
.
გამონაყარის
ახალი
ელემენტების
გაჩენა
4
დღე
გრძელდება
.
ფუფხით
იფარება
დაახლოებით
6
დღეში
და
სრულებით
ალაგდება
5-14
დღეში
.
ახალშობილებს
და
იმუნოკომპრომირებული
ინდივიდებს
აქვთ
გართულების
მაღალი
რისკი
.
დაავადების
გადატანის
შემდეგ
ვირუსი
რჩება
ე
.
წ
.
მთვლემარე
მდგომარეობაში
ნერვულ
უჯრედებში
და
მისმა
რეაქტივაციამ
შეიძლება
გამოიწვიოს
ჰერპეს
-
ზოსტერი
.
გადატანილი
ჩუტყვავილა
ტოვებს
იმუნიტეტს
სიცოცხლის
ბოლომდე
.
განმეორებით
დასნებოვნება
ძალზედ
იშვიათია
.
პრევენცია
პირველადი
პრევენცია
ტარდება
ცოცხალი
ატენუირებული
ვაქცინით
მგრძნობიარე
მოზრდილებსა
და
ბავშვებში
12
თვის
ასაკიდან
.
არსებობს
მონოვალენტური
ვაქცინა
და
კომბინაციაში
წითელა
,
წითურა
,
ყბაყურასთან
ერთად
.
(
MMRV)
VZV
-
ვაქცინა
რეკომენდირებულია
რუტინული
გამოყენებისთვის
ბავშვებში
12-18
თვის
და
4-6
წლის
ასაკში
.
ის
უკუნაჩვენები
უჯრედ
-
გაშუალებული
იმუნური
დეფიციტისდროს
,
თუმცა
ლიმფობლასტური
ლეიკემიის
დროს
,
რემისიის
ფაზაში
,
ასევე
შიდსის
დროს
თუ
CD
4
>15 %
მიიღება
ვაქცინის
ორივე
დოზა
3
თვიანი
შუალედით
.
ქემოპროფილაქტიკა
CDC
-
ის
რეკომენდაციით
VZVIG
გამოიყენება
იმ
შემთხვევაში
თუ
პაციენტი
აკმაყოფილებს
შემდეგ
კრიტერიუმებს
:
არაიმუნიზირებული
13
წ
-
მდე
ასაკის
ბავშვები
,
ან
13
წლის
შემდგომ
იმუნოკომპრომირებული
პირები
,
ხანდაზმულები
,
ორსულები
.
ან
ქვემოთჩამოთვლილთაგან
თუ
არის
სახეზე
ე
/
ე
მდგომარეობა
:
ლეიკემია
,
ლიმფომა
,
ძვლის
ტვინის
ტრანსპლანტაცია
,
თანდაყოლილი
ამ
შეძენილი
იმუნო
-
დეფიციტი
.
მედიკამენტური
ან
რადიაციული
,
იმუნისუპრესია
,
დღენაკლულობა
<
გესტაციის
28
კვირაზე
.
ან
დაბადების
წონა
< 1000
გრ
.
ახალშობილები
რომელთა
დედასაც
გამოუვლინდა
ჩუტყვავილა
მშობიარობამდე
5
დღით
ადრე
,
ან
მშობიარობიდან
2
დღის
შემდეგ
.
VZV
რეკომენდირებული
დოზაა
12,5
ერთ
/
კგ
/
i/m
,
მაქსიმალური
დოზაა
625
ერთ
.
შეიძლება
გამეორება
3
კვირაში
თუ
ჩუტყვავილის
ექსპოზიცია
გრძელდება
.
|