ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: პერსისტიული და ქრონიკული დიაერა

სხვა არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი K52
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ფაღარათით K58,0

1. დაავადების/სინდრომის დეფინიცია: დიარეა (ნაწლავთა აშლილობა, ფაღარათი) ეწოდება დეფეკაციის გახშირებას 3 ან მეტ-ჯერ 24 საათში თხელი, სითხის შემცველი განავლით. 
დიარეა, რომელიც გრძელდება 14 დღემდე - მწვავეა, ხოლო თუ იგი გრძელდება 14 დღეზე მეტ ხანს – პერსისტირებადი (გახანგრძლივებული). თუ დიარეის ხანგრძლიობა აღემატება 6 კვირას, ამას ქრონიკული დიარეა ეწოდება.
   გასტროენტერიტის დროს განავლის კონსისტენციის შეცვლა უფრო მნიშვნელოვანი მახასიათებელია, ვიდრე დეფეკაციის სიხშირე, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ თვეებში.
ადრეული ასაკის ჩვილებში, მით უმეტეს ექსკლუზიური ძუძუთი კვების შემთხვევაში, დეფეკაციის სიხშირე ჩვეულებრივ მაღალია, ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ასაკი, კვების ტიპი და დეფეკაციის ინდივიდუალური თავისებურებები.
ვინაიდან განავლის მოცულობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ ზოგიერთ დაწესებულებაში, ამიტომ ამ კომპონენტს რუტინულად არ ვითვალისწინებთ. გაზრდილ მოცულობად ითვლება ახალშობილებსა და ჩვილებში >10გ/კგ/24სთ-ში, ნებისმიერ ასაკში >200გ/24სთ-ში. 
დამადასტურებელი კრიტერიუმები:
დიარეის ხანგრძლიობა >14 დღეზე
დეფეკაციის სიხშირე 3 და მეტი დღეღამეში
განავლის კონსისტენცია უფრო თხელი სითხის მომატებული შემცველობის გამო
ფეკალიების გაზრდილი მოცულობა 
დიარეას ახლავს წონის კარგვა, ზრდის შეფერხება, დეჰიდრატაცია, სისხლიანი განავალი, ანემია

გამომრიცხავი კრიტერიუმები:
დიარეის  ხანგრძლიობა არ აღემატება 14 დღეს
დიარეის დისკრეტული ეპიზოდები

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი _ ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ქვედა ნახევარში, რომელსაც ახლავს ორი ან რამდენიმე ქვემოთჩამოთვლილი ნიშნიდან: 
მდგომარეობის გაუმჯობესება დეფეკაციის შემდეგ; 
დეფეკაციის სიხშირის ცვლილება;
ფეკალიების ფორმის (კონსისტენციის) შეცვლა. 
  შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ლორწოს გამოყოფას განავალთან ერთად,
  არასრული დაცლის შეგრძნებას, დეფეკაციის შეუკავებელი სურვილს, მუცლის შებერვასა 
  და მეტეორიზმს. 
დეფეკაციის სიხშირის მიხედვით განასხვავებენ 
გ.ნ.ს. დიარეითD 
გ.ნ.ს.  ყაბზობით  
გ.ნ.ს. შერეული (პერიოდები მკვრივი და თხიერი განავლის მონაცვლეობით) 
გ.ნ.ს. არასპეციფიური U 

გახანგრძლივებული დიარეის მიზეზები. დიარეის გახანგრძლივების მიზეზია ენტეროპათია ლორწოვანის დაზიანებით, მონელებისა და შეწოვის დარღვევით. ენტეროპათიის მიზეზებია: 
ინფექციური დაავადებები: 
ინტესტინალური (ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტული ინფექცია).  პერსისტიული დიარეების წამყვანი ეტიოლოგიური აგენტებია: როტავირუსი, ნოროვირუსი, ასტროვირუსი, EAგგEჩ (ენტეროაგრეგაციული ნაწლავის ჩხირი), ატიპიური ნაწლავის ჩხირი.
ექსტრაინტესტინალური (საშარდე გზების, რესპირაციული ტრაქტის დაავადებები)
ნაწლავის დაავადებები (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ცელიაკია)
ნაწლავის ფუნქციური დარღვევები (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი)
პანკრეასის დაავადებები (ცისტოფიბროზი, პანკრეასის უკმარისობა)
ენზიმოპათიები (თანდაყოლილი, მეორადი ტრანზიტორული), საკვების აუტანლობა (ძროხის რძის/სოიის ცილის აუტანლობა),  კვებითი  ალერგია (ეოზინოფილური გასტროენტერიტი)
მედიკამენტები (ანტიბიოტიკი, ციტოსტატიური პრეპარატები, ანტაციდების ხანგრძლივი კურსი)
პოსტოპერაციული დიარეა (მოკლე ნაწლავის სინდრომი)
ენდოკრინოპათია (ჰიპერთირეოიდიზმი, ადისონის დაავადება, ადრენოგენიტალური სინდრომი)
მალნუტრიცია (არასრულფასოვანი კვების გამო მიკროელემეტების და ვიტამინების ნაკლებობა იწვევს ნაწლავში აღდგენითი პროცესების შენელებას, რის გამოც დიარეა ხდება პერსისტირებადი)
აივ ინფექცია (ხასიათდება გახანგრძლივებული დიარეით, რისი მიზეზიც არის რკინისა და ლაქტოზის მალაბსორბცია)
ჰორმონპროდუცირებადი სიმსივნეები (სომატოსტატინომა, გასტრინომა, ნეირობლასტომა)
არადიფერენცირებული დიარეა (მაგ. თოდლერების დიარეა - დღის განმავლობაში კონსისტენცია თანდათან თხელდება, არ აისახება ზრდაზე და წონაზე)
დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული ტესტები და სპეციალისტთა კონსულტაციები
პერსისტიული და ქრონიკული დიარეის დიაგნოსტიკა იწყება ანამნეზის სკრუპულოზური შეკრებით:
ნამდვილად დიარეას აქვს თუ არა ადგილი (იხ. გახანგრძლივებულიDდიარეის კრიტერიუმები) 
მანიფესტაციის ზუსტი დრო. თუ დიარეა სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, თვეებიდან იწყება, ეს დიდი ალბათობით თანდაყოლილ პათოლოგიაზე მიუთითებს. თუ მსგავსი სიმპტომები აღენიშნება ოჯახის წევრებს, მით უმეტეს სიბსებს, ეს თანდაყოლილი დაავადების სასარგებლოდ მეტყველებს ზოგჯერ მანიფესტაცია ინტერკურენტული დაავადებების, პროფილაქტიკური აცრების, ახალი საკვების რაციონში ჩართვის ან კვების წესის შეცვლას უკავშირდება, ეს ახასიათებს როგორც გენეტიკურად დეტერმინირებულ ისე შეძენილ პათოლოგიას გამორიცხული. 
სიმპტომების კავშირი რომელიმე საკვებ პროდუქტთან (რძე და რძის პროდუქტები, შაქარი, ხილი, გლუტენის შემცველი საკვები, ცხიმიანი საკვები, ანტიბიოტიკები, ნახშირწყლების ჭარბად შემცველი წვენები და სასმელები)
განავლის თავისებურებები (ფერი, სუნი, ცხიმიანობა, მინარევები მაგ. ჩირქი, სისხლი, ლორწო)
სიმპტომების კომბინაცია მაგ. ყაბზობის და დიარეის მონაცვლეობა, მუცლის მოვლითი ტკივილი დეფეკაციის წინ, ვეგეტაციური მოვლენების და კლინიკური ნიშნების გაძლიერება სტრესულ სიტუაციაში - გაღიზიანებულ ნაწლავის სინდრომს ახასიათებს. 
მედიკამენტების მიღების ფაქტი (ანტიბიოტიკები, ლაქტოზის, სორბიტოლის, კოფეინის შემცველი ამოსახველებლები, რკინის პრეპარატები, საფაღარათო საშუალებების და ანტაციდების ხანგრძლივი მიღება) 
მოგზაურობის ფაქტი, პიკნიკები, თევზაობა, საცურაო აუზები, კონტაქტი თოდლერის ასაკის ბავშვებთან (ლამბლიოზის რეზერვუარი)

პირველ 4 საათში:
პერიფერიული სისხლის გამოკვლევა
განავლის მიკროსკოპული კვლევა
შარდის გამოკვლევა
პანკრეასის ფერმენტები
ულტრასონოგრაფია
საჭიროების მიხედვით: 
შარდოვანა და კრეატინინი
ელექტროლიტური ბალანსი (Nა, K)
პირველ 24 საათში:
გასტროენტეროლოგის კონსულტაცია
განავლის კულტურა
განავლის კვლევა ჰელმინთებსა და პარაზიტებზე
განავლის ტესტი ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილლე-ს ტოქსინზე
განავლის ღრმა კვლევა (ლიპიდოგრამა, ოსმოლარობა, ფოსფატების შემცველობა)
ბარიუმით რენტგენოკონტრასტული კვლევა
პირველ 3 დღეში:
ენდოსკოპია (კოლონოსკოპია, გასტროსკოპია  ბიოფსიით)
კვლევა ცისტოფიბროზზე
კვლევა ცელიაკიაზე
კვლევა აივ-ინფექციაზე
 P, Mგ, ძნ
D-ქსილოზას ტესტი 
ბენედიქტის ტესტი
საჭიროების შემთხვევაში:
კომპიუტერული ტომოგრაფია
ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
ჰორმონალური კვლევა

ყველა კვლევის რუტინული გამოყენება აუცილებელი არ არის და დამოკიდებულია ანამნეზურ მონაცემებზე, ასაკზე, კლინიკურ მახასიათებლებზე, ჩატარებული კვლევის შედეგებზე
მკურნალობა.  მართვა ხდება კვლევის შედეგად დასმული დიაგნოზის მიხედვით შესაბამისი პროტოკოლების დაფუძველზე. 
პროგრესის/რეგრესის მაჩვენებლები. მონიტორინგის სამიზნეები. 
მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად ტარდება მონიტორინგი:  
სხეულის მასის კონტროლი ყოველ 3 დღეში 
სხეულის ტემპერატურის კონტროლი 
კვების (წონის) კონტროლი  
დეფეკაციის სიხშირის კონტროლი
გაიდლაინი, რომელსაც ეყრდნობა აღნიშნული პროტოკოლი. 
Bჰუტტა ძA, Gჰისჰან F, Lინდლეყ K, ეტ ალ. Pერსისტენტ ანდ ცჰრონიც დიარრჰეა ანდ მალაბსორპტიონ: ჭორკინგ Gროუპ რეპორტ ოფ ტჰე სეცონდ ჭორლდ ჩონგრესს ოფ Pედიატრიც Gასტროენტეროლოგყ, Hეპატოლოგყ, ანდ Nუტრიტიონ. ჟ Pედიატრ Gასტროენტეროლ Nუტრ 2004; 39 შუპპლ 2:შ711.
. Eუროპეან შოციეტყ ფორ Pაედიატრიც Gასტროენტეროლოგყ, Hეპატოლოგყ, ანდ Nუტრიტიონ. Eუროპეან შოციეტყ ფორ Pაედიატრიც Iნფეცტიოუს Dისეასეს Eვიდენცე-ბასედ Gუიდელინეს ფორ ტჰე Mანაგემენტ ოფ Aცუტე Gასტროენტერიტის ინ ჩჰილდრენ ინ Eუროპე. ჟოურნალ ოფ Pედიატრიც Gასტროენტეროლოგყ ანდ Nუტრიტიონ 46:619–621 # 2008 
ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი: პედიატრი, გასტროენტეროლოგი, ექთანი, რადიოლოგიის და ენდოსკოპიური კაბინეტები, კლინიკური, ბაქტერიოლოგიური და ბიოქიმიური ლაბორატორიები. 

   
შენიშვნა:  ! 1 კვირიდან 2 თვემდე ასაკის ბავშვებში თუ დიარეა გრძელდება 14 და მეტი დღის განმავლობაში, იგი კლასიფიცირდება, როგორც მძიმე გახანგრძლივებული დიარეა.

       დეჰიდრატაციის მართვა მძიმე მალნუტრიციის დროს
ასეთი ბავშვების მართვა ხდება  ბავშვთა სტაციონარში და უპირატესობა ენიჭება პერორალურ რეჰიდრატაციას. თუ პაციენტი ვერ სვამს სითხეს, რეჰიდრატაცია უნდა ჩატარდეს ნაზოგასტრალური ზონდით. ინტრავენური რეჰიდრატაცია ტარდება მხოლოდ შოკის დროს.
მალნუტრიციის მქონე ბავშვებში რეკომენდებული არ არის სტანდარტული ოსმ-ის გამოყენება. სასურველია ორალური ხსნარის ინდივიდუალურად დამზადება: ოსმ-ის პაკეტი გახსნილი 2 ლიტრ წყალში + 45 მლ. კალიუმის ქლორიდის ხსნარი + 50 გ. საქაროზა. ჟანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს დაბალი ოსმოლარობის ოსმ-ის გამოყენებას ყველა ტიპის დიარეის დროს, გარდა ქოლერით გამოწვეული დიარეისა. 
ორალური რეჰიდრატაცია უნდა ჩატარდეს ნელა, 70-100 მლ/კგ-ზე 12 სთ-ის განმავლობაში. პირველი 2 სთ-ის განმავლობაში ეძლევა 10 მლ/კგ ანგარიშით, შემდეგ შედარებით ნელი ტემპით. ტემპის ინტენსივობა დამოკიდებულია წყურვილის შეგრძნებაზე და დეფეკაციის სიხშირეზე. შეშუპების განვითარება ზედმეტი ჰიდრატაციის ნიშანია. 
კვების მენეჯმენტი – მალნუტრიციის დროს დიეტა ინიშნება იმ რაციონის მიხედვით რომელ რეგიონშიც ცხოვრობს ბავშვი. საჭიროა დღეში 150 კკალ/კგ-ზე მიღება და აქედან კალორიების 10% უნდა შეადგინოს ცილებმა. Pროტეინები უნდა იყოს ცხიმოვანი საკვებიდან მიღებული, როგორიცაა რძე, კვერცხი და ხორცი. Dისაქარიდოზულიდეფიციტის შემთხვევაში ხშIრად დაზიანებულია ნაწლავის ეპითელიუმი, ამიტომ აუცილებელია ლაქტოზის შემცველი პროდუქტების გამორიცხვა (რძე) 
მიკროელემენტები და ვიტამინები- დიარეის დროს დიდი რაოდენობით იკარგება მიკროელემენტები და ვიტამინები, კერძოდ: თუთია, სელნიუმი, ფოლის მჟავა, “ა” ვიტამინი და რკინა. თუთიის პრეპარატი ინიშნება 6 თვემდე ასაკში 10 მგ/დღეში და 6 თვის ზემოთ 20 მგ დღეში 14 დღის მანძილზე. 

მძიმე გახანგრძლივებული დიარეის მართვა
აუცილებელია განისაზღვროს დეჰიდრატაციის ხარისხი და ჩატარდეს სათანადო “ბ” ან “გ”Gგეგმით რეჰიდრატაცია. 
გახანგრძლივებული დიარეის დროს ანტიბიოტიკოთერაპია არ არის ეფექტური და მისი რუტინულად ჩატარება არ არის მიზანშეწონილი.
ანტიბიოტიკოთერაპიის ჩვენებაა:
სისხლის შემცველი განავლით მიმდინარე გახანგრძლივებული დიარეა
დიარეასთან თანარსებული ინფექციები: პნევმონია, სეფსისი, საშარდე გზების
            ინფექციები, შუა ყურის ანთება.
რიგ შემთხვევებში გახანგრძლივებულ დიარეას იწვევს Eნტამება ჰისტოლყტიცა , Gიარდია ლამბლია, რის გამოც საჭირო ხდება ეტიოტროპული მკურნალობა.
მძიმე გახანგრძლივებული დიარეის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი კვება. წაახალისეთ ექსკლუზიური ძუძუთი კვება. ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვს მიეცით დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევი ლაქტოზის დაბალი შემცველობით. კვების პროცესში გამოიყენეთ კოვზი ან ჭიქა და არა ბოთლი საწოვარით. კვებეთ ბავშვი 6-ჯერ დღეში დღიური რაციონის 110 კკალ/კგ გადაანგარიშებით, გააგრძელეთ აღნიშნული რეჟიმით კვება დაავადების დასრულებიდან კიდევ 2 კვირის მანძილზე, ყოველდღიურად დამატებით მიეცით ახალი ხილის წვენი, მოხარშული ან მოთუშული ბოსტნეული, პოლივიტამინები და მარილები.
თუთიის პრეპარატი დოზით 6 თვემდე 10 მგ დღეში და 6-თვის ზემოთ 20 მგ დღეში.
მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად ტარდება მონიტორინგი:  
სხეულის მასის კონტროლი ყოველ 3 დღეში 
სხეულის ტემპერატურის კონტროლი 
კვების კონტროლი  
დეფეკაციის სიხშირის კონტროლი

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close