ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: H1N1-ის დროს რეკომენდირებული ანტივირუსული საშუალებები


აშშ-ის CDC-ის  (დაავადებისა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი) მიერ რეკომენდირებულია რომ დადასტურებული ან საეჭვო N1N1 დროს მკურნალობა მოხდეს ანიტივირუსული აგენტებით. განსაკუთრებოთ საყურადღებოა მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები:
ორსულები
ბავშვები 5 წლამდე ასაკის ან ხანდაზმულები 65 წელზე მეტი
იმუნოსუპრესორული პირები
ანტივირუსული აგენტებიდან გამოიყენება ნეირამიდაზას ინჰიბიტორები - ოსელტამივირი (სავაჭო დასახელება: ტამიფლუ) და ზანამივირი (სავაჭრო დასახელება : რელენზა)
ტამიფლუ
გამოშვების ფორმა : 75 მგ კაფსულა; ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის
დოზირება და გამოყენება: 
ტამიფლუს მიღება შესაძლებელია საკვებთან ან მის გარეშე; თუმცა ზოგიერთ პაციენტებში საკვებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს მისი ამტანობა.
თუ კომერციულად წარმოებული ტამიფლუს სუსპენზია პერორალური მიღებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, რეკომენდირებულია კაფსულირებული ფორმისგან ტამიფლუს მიქსტურის მომზადება
1. ფრთხილად გახსენით ტამიფულს ერთი 75 მგ კაფსულა და მთელი ფხვნილი ჩაყარეთ ჯამში
2. ნიშნულიანი შპრიცით ჩაასხით 5 მლ წყალი და მოურიეთ 2 წუთის განმავლობაში
3. ჯამიდან ამოიღეთ მიქსტურის საჭირო რაოდენობა, პაციენტის წონის მიხედვით.არ არის საჭირო გაუხსნელი თეთრი ფხვნილის ამოღება, ვინაიდან იგი ინერტული მასაა. გადაღვარეთ დარჩენილი მიქსტურის ნარჩენი

15 კგ-მდე 30 მგ 2 მლ
15-23 კგ         45 მგ 3 მლ
23-40 კგ         60 მგ 4 მლ
40 კგ და მეტი 75 მგ 5 მლ

4. რეკომენდირებული დოზა ინიშნება დღეში 2 ჯერ 5 დღის განმავლობაში


რელენზა
რელენზა შეიცავს ზანამივირს , რომელიც მიეკუთვნება ანტივირუსული პრეპარატების ჯგუფს.
რელენზა გამოიყენება გრიპის სამკურნალოდ ( გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ). ის ამცირებს გრიპის სიმპტომებს და ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას. რელენზა ასევე ახდენს გრიპის პრევენციას გრიპის ეპიდემიის პერიოდში .
რელენზა შეიძლება დაინიშნოს მოზრდილებში და 5 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში .
ბავშვებსა (5 წლის და უფროსი ) და მოზრდილებში : ჩვეული დოზა შეადგენს 2 ინჰალაციას (2 ბლისტერს ) 2- ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში .
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის დროს :
•  საჭიროა ექიმის კონსულტაცია რელენზათი მკურნალობის დაწყებამდე .
არსებობს შეზღუდული მონაცემები რელენზას უსაფრთხოების შესახებ ორსულობის პერიოდში . თუმცა არ არის მტკიცებულება , რომ რელენზა უარყოფითად მოქმედებს ნაყოფზე . არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება რელენზას მიღების დროს . აქტიური ინგრედიენტი ( ზანამივირი ) შეიძლება მოხვდეს დედის რძეში .

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close