ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: არტერიული ჰიპერტენზიის პირველადი მართვა ბავშვთა ასაკში

არტერიული ჰიპერტენზია ( HTN) წარმოადგენს სისხლის წნევის მაღალ მაჩვენებელს, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სქესზე და წონაზე. (ცხრილი 1)

ნორმალური არტერიული წნევა - სისტოლური და დიასტოლური წნევა ნაკლებია 90 პერცენტილზე

პრეჰიპერტენზია - სისტოლური და დისატოლური წნევის მაჩვენებელი მერყეობს 90-95 პერცენტილს შორის

ჰიპერტენზია - სისტოლური და დიასტოლური წნევის მაჩვენებელი მეტია 95 პერცენტილზე

ბავშვებში ჰიპერტენზიის მართვა მოიცავს არაფარმაკოლოგიურ და ფარმაკოლოგიურ მეთოდებს

არაფარმაკოლოგიური მეთოდებია:

სიმსუქნის პრევენცია

ფიზიკური აქტოვობა

ჯანსღი კვება (საკვებ რაციონში მარილის შეზღუდვა)


ფარმაკოლოგიური თერაპია ნაჩვენებია:

სიმპტომური ჰიპერტეზია (თავის ტკივილი, გულყრა, მენტალური სტატუსის ცვლილება, კარდიოვასკულარული ჩივილები: ტკივილი გულმკერდის მიდამოში, პალპიტაცია, ხველა, სუნთქვის გაძნელება)

პირველი ხარისხის HTN - არტერიული წნევის მაჩვენებელი მერყეობს 95-99 პერცენტილს შორის; აღნიშნული ჩივილი გრძელდება უკანასკნელი 4-6 თვის განმავლობაში

მეორე ხარისხის HTN – არტერიული წნევის მაჩვენებელი 99 პერცენტილს აღემატება 5 mm Hg-ით

ვენტრიკული ჰიპერტროფია, რეტინას დაზიანება, შაქრიანი დიაბეტი

პრეჰიპერტენიზია ფონურ დაავადებებეთან ერთად (თირკმლის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი)


ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებიდან ბავშვთა ასაკში ნაჩვენებია აგფ ინჰიბიტორები; ანგიოტენზინ რეცეპტორების ბლოკერები, ბეტა ბლოკერები, ცალციუმის არხების ბლოკერები

კაპტოპრილი - აგფ ინჰიბიტორი

ფარმაკოლოგიური თვისებები - სისხძარღვების გაფართოებოთ აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს პერიფერიული სისხლძარღვების საერთო წინაღობას (პოსტდატვირთვას), აძლიერებს კორონარულ და თირკმელების სისხლის მიმოქცევას.

დოზირება: 0,3-0,5 მგ/კგ-ზე, მაქსიმალური დოზაა 6მგ/კგ/დღეში

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა კაპტოპრილისა და სხვა აგფ ინჰიბიტორების მიმართ

ანგიოედემა

ასაკი 6 წლამდე

თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, აზოტემია, ჰიპერკალემია, თირკმლის არტერიების სტენოზი

ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები

ორსულობა და ლაქტაცია


This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close