ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ანტიბიოტიკოთერაპიის ზოგადი რეკომენდაციები

  • ინფექციის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე ან დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპიის შეცვლამდე მიზანშეწონილია მასალის აღება ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის (მათ შორის ღამის საათებში, უქმე დღეებში. იხ. „მძიმე სეფსისის და სეპტიური შოკის მართვის პროტოკოლი“). 
ინფექციის ცნობილი ან ხილული კერის არსებობისას მასალის აღება უნდა მოხდეს ინფექციის არსებული კერიდან ან წყაროდან.
არაიდენტიფიცირებული ინფექციის ან ინფექციაზე ეჭვის არსებობისას მასალის აღება საჭიროა ყველა შესაძლო კერიდან (ნახველი, სისხლი, შარდი, ლიქვორი, ჭრილობა, პლევრის ღრუს პუნქტატი, კანი და ა.შ). 
მასალის აღება საჭიროა ყველა აუცილებელი წესის ზედმიწევნით დაცვით.
იხილეთ დანართი 3 და “მძიმე სეფსისის და სეპტიური შოკის მართვის საერთაშორისო გაიდლაინების კრებული” 2012
   •         ინფექციის  სპეციფიური  ანატომიური კერა,  რომელიც მოითხოვს ინფექციის წყაროს კონტროლის გადაუდებელი ღონისძიებებს (რბილი ქსოვილების ნეკროზული ინფექცია,  პერიტონიტი, ქოლანგიტი, ნაწლავის ინფარქტი და სხვა) - აღმოჩენილი და დიაგნოზირებული უნდა იქნას  ან გამოირიცხოს რაც შეიძლება სწრაფად, შესაბამისი ინტერვენცია  (თუ ასეთი ნაჩვენებია) უნდა განხორციელდეს დიაგნოზის დასმიდან არაუგვიანეს პირველ 12 საათში.( იხ. „მძიმე სეფსისის და სეპტიური შოკის მართვის პროტოკოლი“).

ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების შესაძლო ვარიანტები

პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება ინფექციის პრევენციისა მიზნით, როდესაც ავადმყოფის ინფიცირების ნიშნები არ არის, მაგალითად: ქირურგიული ოპერაციის ან ზოგიერთი ინვაზიური პროცედურის დროს. 
ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება ავადმყოფის ინფიცირების კლინიკური და პარაკლინიკური ნიშნების არსებობის შემთხვევაში, თუმცა ინფექციის კერისა და გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება (ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია)
ანტიბიოტიკები ინიშნება ინფექციის კლინიკური სურათის ფონზე, როდესაც იდენტიფიცირებულია გამომწვევი მიკრობი და დადგენილია ანტიბიოტიკებისადმი მისი მგრძნობელობა (დადასტურებული ინფექციის ანტიბიოტიკოთერაპია)
ანტიბაქტერიული მკურნალობის უახლოეს საათებში დაწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი პათოლოგიებისა და მდგომარეობების დროს, როგორიცაა: მძიმე სეფსისი/სეპტიური შოკი, ბაქტერიული მენინგიტი, ოსტეომიელიტი, ბაქტერიული პნევმონია, პერიტონიტი, მწვავე ეპიგლოტიტი, ხახის უკანა აბსცესი, მწვავე პიელონეფრიტი, მენინგოკოკცემია და სხვა. 


ინფექციის კლინიკური ნიშნები

ცხელება (ცენტრალური ტემპერატურა > 38,50C) ან ჰიპოთერმია (ცენტრალური ტემპერატურა < 360C). ინფექციაზე ეჭვის დროს ტემპერატურა უნდა გაისინჯოს რექტალურად, პირის ღრუში ან შარდის ბუშტში. 
აუხსნელი ტაქიკარდია
აუხსნელი ტაქიპნეა
პერიფერიული ვაზოდილატაციის ნიშნები
შოკი დაუდგენელი მიზეზით
მენტალური სტატუსის შეცვლა დაუდგენელი მიზეზით
ორგანოთა  უკმარისობა დაუდგენელი მიზეზით (თირკმლის, ღვიძლის და ა.შ.)


ინფექციის ლაბორატორული პარამეტრები

ლეიკოციტოზი ან ლეიკოპენია. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ვლინდება მძიმე სეფსისის დროს ან იმუნოსუპრესიულ პაციენტებში (მაგ. შიდსი, ორგანოთა ტრანსპლანტაცია). (ნორმები იხ. ცხრილში uptodate.)
შენიშვნა: ლეიკოციტოზი უნდა განიხილებოდეს ასაკობრივ ნორმებთან მიმართებაში იხილეთ “რეანიმატოლოგიის, ანესთეზიოლოგიის და გადაუდებელი მედიცინის მოკლე ცნობარი”
ლეიკოციტების ახალგაზრდა ფორმების მატება (გადახრა), ან აბსოლუტური რაოდენობა > 1000-1500
დამხმარე ტესტები:
C რეაქტიული ცილის მომატება –( სეკრეცია იწყება 4-6 სთ-ის განმავლობაში, ორმაგდება ყოველ 8 სთ-ში და პიკს აღწევს 36-50 სთ-ის განმავლობაში. ინფექციური აგენტის ლიკვიდაციის შემდეგ, C რეაქტიული ცილის მაჩვენებელი სწრაფად კლებულობს, რადგანაც მისი ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 19 სთ. 50 მგ/ლ ან C რეაქტიული ცილის უფრო მაღალი მაჩვენებელი ხასიათდება 98.5% სენსიტიურობით და 75% სპეციფიურობით სავარაუდო ან სარწმუნო ბაქტერიული ინფექციის (სეფსისის) იდენტიფიცირებისას).
პროკალციტონინის მომატება – (ინფექციური აგენტის მოქმედების შემდეგ მისი აღმოჩენა შესაძლებელია 3-4 სთ-ში, პიკს აღწევს 14 სთ-ში, მაჩვენებელი რჩება მომატებული 24 სთ-ის განმავლობაში, ხოლო ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 22-35 სთ. 1.5 ნგ/მლ ან პროკალციტონინის უფრო მაღალი მაჩვენებელი გამოირჩევა 100% სენსიტიურობით და 72% სპეციფიურობით ბაქტერიული ინფექციის (სეფსისი) დიაგნოსტიკაში).
აუხსნელი ლაქტატ აციდოზი
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციური ტესტების აუხსნელი დარღვევები
თრომბოციტოპენია/დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close