ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: მწვავე ურტიკარია

მწვავე ურტიკარია
   ურტიკარია, ჭინჭრის ციება, მწვავე პათოლოგია, რომელსაც ახასიათებს კანზე ლოკალური ან გენერალიზებული ხასითის გამონაყარი-ძალზედ ქავანა, ჰიპერემიული, კანის ზედაპირიდან ამობურცული, ოვალური, მრგვალი ან სერპიგინოზული ფორმის ელემენტები, რომელთა დიამეტრი მერყეობს ერთიდან რამოდენიმე სანტიმეტრამდე, ცენტრში შედარებით ფემკრთალია,კიდეები ჰიპერემიული და შეშუპებული. შეიძლება მოიცავდეს სხეულის ნებისმიერ უბანს განსაკუთრებით, ქამრის ზეწოლის ან კანის კანთან ხახუნის მიდამოებს. ურტიკარიას ხშირად თან ახლავს ანგიოედემა-კანის სიღრმეში წასული შეშუპება. მწვავე ურტიკარიის დროს გამონაყარის ხანგრძლივობა 6 კვირამდეა
ურტიკარიის დამადასტურებელი კლინიკური სიმპტომები:
ეტიოლოგიური ფაქტორის ზემოქმედებიდან რამოდენიმე წუთსა ან საათში მოულოდნელად აღმოცემებული ურტიკარიული გამონაყარი,ქავილი,რომელიც ძლიერდება ღამით
ანამნეზური მონაცამები:გამონაყარის გამოვლენის დრო, სიხშირე,ოჯახურ ანამნეზში ატოპიის ან ურტიკარიის არსებობა,ალერგენებთან კონტაქტი,გამოყენებული მედიკამენტები, საკვები, ცხოველებთან კონტაქტი,მწერის ნაკბენი
გამონაყარის ხანგრძლივობა-6 კვირაზე ნაკლები პერიოდი
გამონაყარი ძირითადად ლაგდება 24 საათში ან მიგრირებს,იცვლის ფერსა და ინტენსივობა
გამონაყარი ლაგდება უკვალოდ 9არ ტოვებს ექხიმოზებსა და ფერშეცვლილ უბნებს0. არ შეიცავს მტკივნეულ ელემენტებს
გამომრიცხავი კრიტერიუმები:
24 საათზე მეტი დროის განმავლობაში სტაბილური გამონყარი,რომელიც არ იცვლის ინტენსივობა,ფერს.არ მიგრირებს, მოიცავს პეტექიებსა და ექხიმოზებს,ასევე მტკივნეულ ელემენტებს
ახლავს სისტემური დაავადების ნიშნებიЖდაუდგენელი გენეზის ცხელება,ოფლიანობა, სახსრების შეშუპება,სახსრებისა და ძვლების ტკივილი,ლიმფადენოპათია,წონის კარგვა
გამონაყარის ხანგრძლივობა- 6 და მეტი კვირა (ქრონიკული ურტიკარია)
 დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული ტესტები
 მწვავე ურტიკარიის შემთხვევაში რუტინული კვლევების ჩატარება არ არის საჭირო. კვლევები ტარდება იმ შემთხვევაში,თუ ვლინდება სისტემური დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები.  კლასიკური მიმდინარეობის დროს ასევე არ არის საჭირო ალერგოლოგის კონსუიტაცია პირველ 24 საათში.   
მკურნალობა  
პირველი რიგის თერაპია- მეორე თაობის H1 რეცეპტორების ანტაგონისტები- დღეში 1-ჯერ.მძიმე შემთხვევებში შეიძლება დოზის 4-ჯერადად გაზრდა.  

  1.  ცეტირიზინი-ხასიათდება სწრაფი მოქმედებით,იწვევს პოხიერი უჯრედების სტაბილიზაციას, შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ძილიანობა.დოზა 10მგ 1-ჯერ დღეში 6წლიდან ზემოთ;  2-5წელი- 5მგ 1-ჯერ დღეში, 6თვე-2წელი-2,5 მგ დღეში.შიძლება საჭიროების დროს 1წლის ზემოთ გაიზარდოს დოზა-2,5მგ 2-ჯერ დღეში.•    
  2. ლევოცეტირიზინი-ბავშვებში 12წლიდან სტანდარტული დოზა-5მგ 1-ჯერ დღეში საღამოს საათებში, 6-11წელი- 2,5მგ დღეში 1-ჯერ ასევე საღამოს საათებში. დოზა იცვლება თირკმლის უკმარისობის დროს.•   
  3.  ლორატადინი-ხანგრძლივად მოქმედი ანტიჰისტამინური პრეპარატი. 6წ და ზემოთ- 10მგ 1-ჯერ, 2-5წელი- 5მგ 1-ჯერ დღეში. ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის დროს ასაკობრივი დოზა ინიშნება დღეგამოშვებით.ძლიერი ქავილის შემთხვევაში მეორე თაობის ანტიჰისტამინურ პრეპარატებს ემატება ძილის წინ ერთჯერადად დღის განმავლობაში პირველი თაობის პრეპარატები.აღსანიშნავია,რომ მეორე თაობის პრეპარატებს გააჩნიათ მხოლოდ პერორალური ფორმა.
იმ შემთხვევაში,თუ ბავშვი ვერ ღებულობს პრეპარატს per os,ინიშნება პირველი თაობის პრეპარატები-პარენტერალური ფორმა •  
  1.   დიმედროლი-0.5-1.25 მგ/კგ 9მაქს. 50 მგ0 ი/ვ ან ი/მ ყოველ 6საათში,საჭიროების მიხედვით.•   
  2.  ჰიდროქსიზინი- 0.5- 1მგ 9მაქს. 50 მგ0 მხოლოდ ინტრამუსკულარულად  ყოველ 6 საათში ერთხელ საჭიროების მიხედვით    
  ბევრად ეფექტურია H1 პრეპარატებთან კომბინაციაში H2 პრეპარატების დანიშვნა (რანიტიდინი,ნიზატიდინი,ფამოტედინი,ციმეტიდინი). ამ უკანასკნელის დანიშვნისას არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ მას შეუძლია სხვა პრეპარატების დონის გაზრდა სისხლში.     აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად მძიმე შემთხვევებში შეიძლება დაინიშნოს გლუკოკორტიკოიდები (ქვინკეს შეშუპება, ანტიჰისტამინების ფონზე ურტიკარიის მძიმე მიმდინარეობა).ოპტიმალური დოზა- 0,5- 1მგ/კგ /დღე-ღამეში 9მაქსიმუმ 60 მგ0 დოძის შემცირებით 5-7 დღის განმავლობაში.     ანტიჰისტამინური პრეპარატები ინიშნება გლუკოკორტიკოიდებამდე და გრძელდება მათი მოხსნის შემდგომ რამოდენიმე დღე.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close