ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: კრონის დაავადება


რა არის კრონის დაავადება? _ეს არის დაავადება, რომელიც იწვევს დიარეას, მუცლის ტკივილს, და სხვა სიმპტომებს. ძირითადად გავლენას ახდნს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე. კუჭ-ნაწლავის სიტემა არის სხეულის ნაწილი,რომლითაც ხდება საკვების მიღება,მისი დამუშავება და გამოყოფა.ის მოიცავს პირის ღრუს,კუჭს და ნაწლავებს.
       კრონის დაავადება ვითარდება სხეულის ინფექციის დროს,ინფექციასთან ბრძოლა ეს არის ,,იმუნური სისტემა’’.როდესაც ხდება ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედებზე  თავდასხმა ეს არის ,,აუტოიმუნური პასუხი’’.ეს ხდება კრონის დაავადების დროს.აუტოიმუნური პასუხის შედეგად ვითარდება ანთება,რამაც შეიძლება გამოიწვიოს წყლულების წარმოქმნა,სისხლდენა ნაწლავებიდან და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ნაწილებიდან.
რა სიმპტომები ახასიათებს კრონის დაავადებას ბავშვებში?-ეს სიმპტომებია:
მუცლის ტკივილი
წონაში კლება
დიარეა,სისხლდენა ნაწლავებიდან ან ორივე ერთად
ზრდაში  შეფერხება.
 
ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვებს კრონის დაავადებით აღენიშნებათ პირის ღრუს დაავადებები,გამონაყარი კანზე,საერთო სისუსტე და თვალების სიწითლე.კრონის დაავადების დროს სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს ან გაუმჯობესდეს. ჯერჯერობით კრონის დაავადების განკურნება ვერ ხერხდება,მაგრამ მედიკამენტებისა და მუდმივი მეთვალყურეობის შედეგად შეიძლება მოხდეს მდგომარეობის შემსუბუქება.
რა ტესტები არსებობს კრონის დაავადების სადიაგნოსტიკოდ?-ექიმებს შეუძლიათ შემდეგი ტესტების ჩატარება.
სისხლის საერთო ანალიზი
შემდეგი კვლევის მეთოდები როგორიცაა: რენტგენოლოგიური კვლევა,კომპიუტერული ტომოგრაფია,მაგნიტო-რეზონანსული კვლევა.
კოლონოსკოპია (მილი შედის მსხვილ ნაწლავში და ხდება ნაწლავის შიგნიდან დათვალიერება).
ენდოსკოპია (როდესაც ხდება კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება).
 
ყველა ეს ტესტი ჭირდება ექიმს,რომ დარწმუნდეს აქვს თუ არა ბავშვს კრონის დაავადება.
როგორია კრონის დაავადების მკურნალობა ბავშვებში?-არსებობს ბევრი სხვადასხვა მედიკამენტი კრონის დაავადების სამკურნალოდ.არსებობს მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება კრონის დაავადების საწყის სტადიაში ან სიმპტომების გამეორების შემთხვევაში.ბავშვებში უნდა გამოვიყენოთ მცირედ განსხვავებული ან სხვადასხვა მედიკამენტები რომ ვაკონტროლოთ სიმპტომები.კრონით დაავადებულებს ესაჭიროებათ თხევადი დიეტა მცირე ხნით.ეს შეიძლება დაეხმაროს საჭმლის მომნელებელ სისტემას მოშუშებაში,რათა მიიღოს ბავშვმა ის ნუტრიენტები,რომელიც ესაჭიროება მას ზრდისთვის.ექიმი შეაფასებს თქვენი ბავშვის სიმაღლეს და წონას,რომ დარწმუნდეს იზრდება თუ არა ნორმალურად.კრონის დაავადებსი დროს გაძნელებულია საჭირო ნუტრიენტების ათვისება საკვებიდან.ამიტომ ბავშვს შესაძლოა სჭირდებოდეს დამატებითი ვიტამინების მიღება აბების,კაფსულის ან სითხის სახით.
       დასჭირდება ჩემს შვილს ქირურგიული ჩარევა კრონის დაავადების დროს? -შესაძლოა დასჭირდეს,თუ მედიკამენტური მკურნალობა უეფექტოა ან დაავადება იწვევს გარკვეულ პრობლემებს.ექიმს შეუძლია:
ამოიღოს დაავადებული ქსოვილი
გახსნას საჭმლის მომნელებელი სისტემის ის ნაწილი,რომელიც არ არის გამავალი.
 
როგორი იქნება ჩემი ბავშვის ცხოვრება? -პაციენტებს კრონის დაავადებით სჭირდებათ მკურნალობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.თუმცა მკურნალობის ფონზე შეუძლიათ იცხოვრონ საკმაოდ ნორმალური ცხოვრებით.
კრონით დაავადებულები ასაკთან შედარებით ზრდაში  ჩამორჩებიან,თქვენი ბავშვი შესაძლოა იყოს შეწუხებული,რადგან ის იქნება განსხვავებული.ამის გამო თქვენ უნდა გამოხატოთ მხარდაჭერა თქვენი ბავშვის მიმართ.
კრონის დაავადება ზრდის რისკს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების.ამიტომ კოლონოსკოპია ტარდება კრონის დაავადების აღმოჩენიდან რამოდენიმე წლის განმავლობაში,ერთხელ წელიწადში.ექიმებს შეუძლიათ იპოვონ მსხვილი ნაწლავის კიბოს ნიშნები და აღმოჩენის შემთხვევაში უმკურნალონ.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close