ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ჰემანგიომა


რა არის ჰემანგიომა?-ეს არის კანიდან ამოწეული წარმონაქმნი , რომელიც ფორმირდება სისხვძარღვების არანორმალური ზრდის შედეგად. ხშირად გვხვდება კანზე წითელი ან ვარდისფერი ლაქების სახით. ზოგჯერ აღნიშნული წარმონაქმნები მიჩნეულია სიმსივნედ თუმცა კიბოსთნ კავშირი არ აქვს, ჰემანგიომა კეთილთვისებიანია. 
ჰემანგიომა ხშირია ბავშვებში.დაბადებისას როგორც წესი არ ჩანს,ხილვადი ხდება დაბადებიდან რამდენიმე დღეში ან რამდენიმე თვეში.ჰემანგიომა შეიძლება ლოკალიზებული იყოს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე უფრო ხშირად გვხვდება თვსა და სახეზე. თავდაპირველად ჰემანგიომის ზრდის ტემპი სწრაფია, მოგვიანებით ზომაში იკლებს და შეიძლება უკუგანვითარდეს.
მტკივნეულია თუ არა ჰემანგიომა? როგორც წესი არა.ჰემანგიომას შეიძლება ქონდეს ცუდი, საზარელი შესახედაობა,მაგრამ ის კეთილთვისებიანია და საშიში არაა. იშვიათდ შიძლება დაინფიცირდეს, დაჩირქდეს და სისხლმდენი გახდეს.თუ ჰემანგიომა შინაგან ორგანოებზეა მათ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნან ჯანმრთლობას.
საჭოროა თუ არა ექიმთნ ვიზიტი? საჭიროა. თუ თქვენს შვილს სხეულის რომელიმე ადგილას განუვითრდა ახალი წარმონაქმნი აუცილებლად აჩვენეთ ექიმს. 
როგორია ჰემანგიომის მკურნალობა?უმრავლეს შემთხვევაში ჰემანგიომას მკურნალობა არ სჭირდება. მკურნალობა საჭიროა თუ ჰემანგიომა 
ძალიან დიდი ზომისაა ან ლოკალიზებულია ისეთ ადგილას რომელიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის 
დაჩირქდა , დაინფიცირდა ,გახდა სისხლმდენი
თუ მკურნალობა საჭიროა ექიმი გამოწერს მედიკამენტს რომელიც წარმონაქმნს ამცირებს ზომაში ან ხელს უშლის მის ზრდას.ზოგ შემთხვევაში ექიმი რეკომენდაციას უწევს პაციენტს ქირურგიული გზით ჰემანგიომის მოშორების  შესახებ . იშვიათად ექიმი ურჩევს პაციენტს ჩაიტაროს ე.წ.“ემბოლიზაცია“ . ამ დროს ხდება ჰემანგიომის მკვებავი სისხლძარღვებში სისხლის მიდინების დაბლოკვა რის გამოც ზომაში მცირდება.
როდის ხდება ჰემანგიომის უკუგანვითრება?-ამის  პროგნოზირება რთულია .არსებობს შემდეგი მონაცემები:
50% ჰემანგიომებისა უკუგანვითრებას განიცდის 5წლის ასაკში, 70% ჰემანგიომების უკუგანვითარდება 7 წლის ასაკში,  ხოლო 90% ჰემანგიომების უკუგანვითარდება 9 წლის ასაკში

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close