ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ხელის, ფეხის და პირის დაავადება

                                             
      რა არის ხელის, ფეხის და პირის დაავადება? ეს არის ინფექცია, რომელიც იწვევს მტკივნეულ წყლულებს პირის ღრუში, ხელებზე, ტერფებზე, დუნდულებსა და ზოგჯერ სასქესო ორგანოებზეც. მსგავსი ინფექციური დაავადებაა „ჰერპანგინა“, რომლის დროსაც წყლულები პირის ღრუში ვითარდება. ორივე ეს ინფექცია ხშირია ბავშვებში, თუმცა მოზრდილებიც შესაძლოა დაავადნენ. ეს სტატია ეხება ხელის, ფეხის და პირის დაავადებას, თუმცა ამ დაავადების და ჰერპანგინის მკურნალობის პრინციპები ერთნაირია.
ხელის, ფეხის და პირის დაავადება, როგორც წესი, თავისით გაივლის 2-3 დღეში. მისი მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურია.
  რა სიმპტომები ახასიათებს ხელის, ფეხის და პირის დაავადებას? მთავარი სიმპტომია წყლულები პირის ღრუში, ხელებზე, ტერფებზე, დუნდულებსა და ზოგჯერ სასქესო ორგანოებზე.  ეს წყლულები შეიძლება იყოს მტკივნეული. პირის ღრუში არსებულმა წყლულება შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება. ინფექციას, როგორც წესი, თან ახლავს ცხელება.
   როგორ ვრცელდება ხელის, ფეხისა და პირის დაავადება? გამომწვევი არის ვირუსი, რომელსაც გარემოში ინფიცირებული ადამიანი გამოყოფს. ვირუსი შეიძლება გამოიყოს:
-ცხვირის სეკრეტით;
-ნერწყვით;
-წყლულიდან გამოყოფილი სითხით;
-განავლით.
დაავადებული ადამიანი ვირუსს გარემოში გამოყოფს დაავადებიდან 1 კვირის განმავლობაში, თუმცა ვირუსი ორგანიზმში შესაძლოა დარჩეს სიმპტომების გაქრობის შემდეგაც.
  არსებობს თუ არა გამოკვლევა ხელის, ფეხის და პირის დაავადების დიაგნოსტიკისთვის? დიახ, მაგრამ ის ყოველთვის არ არის საჭირო. თქვენი ექიმი ბავშვის სიმპტომების მიხედვით გადაწყვიტავს მისი საჭიროების საკითხს.
  უნდა დავურეკო თუ არა ექიმს? თქვენ უნდა დაურეკოთ ექიმს, თუ ბავშვი სვამს ცოტა სითხეს და პამპერსი არ არის სველი 4-6 საათის განმავლობაში (ახალშობილები და მცირე ასაკის ბავშვები) ან არ მოუშარდავს 6-8 საათის განმავლობაში. ასევე, თუ ბავშვის მდგომარეობა უარესდება ან არ უმჯობესდება რამდენიმე დღის განმავლობაში. 
  როგორ ხდება ხელის, ფეხის და პირის დაავადების მკურნალობა? ინფექცია, როგორც წესი,  თავისთავად ინკურნება რამდენიმე დღეში. ხშირად საჭიროა სიმპტომური დახმარება ტკივილის შესამსუბუქებლად, მაგ. აცეტამინოფენით ან იბუპროფენით. არასოდეს არ მისცეთ ასპირინი 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგანაც მან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა „რეის სინდრომი“.
პირის ღრუში არსებულმა წყლულებმა, შეიძლება გამოიწვიოს მტკივნეული ყლაპვა, რის გამოც ბავშვები უარს ამბობენ საკვების და სითხის მიღებაზე. აუცილებელია, რომ ბავშვებმა მიიღონ საკმარისი რაოდენობის სითხე გაუწყლოვნების თავიდან ასაცილებლად. ცივი საჭმელი, მაგ. ნაყინი ეხმარება ტკივილის შემსუბუქებაში. რბილი საკვები, როგორიცაა პუდინგი ან ჟელატინი, უფრო ადვილია გადასაყლაპად.
  შეიძლება თუ არა მოვახდინოთ ხელის, ფეხის და პირის დაავადების პრევენცია? დიახ. ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია ხელების ხშირად დაბანა საპნით. აგრეთვე, უნდა ასწავლოთ ბავშვებს ხელის დაბანა განსაკუთრებით ტუალეტის შემდეგ. მნიშვნელოვანია, ასევე, სახლის სისუფთავე და იმ საგნების დეზინფექცია, რასაც ბავშვი ეხება.
თუ თქვენს ბავშვს აქვს ხელის, ფეხის და პირის დაავადება, დატოვეთ სახლში და მოარიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს პირველი კვირის განმავლობაში. 

 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close