ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: დაჟეჟილობა

    რა არის სისხლჩაქცევები - დაჟეჟილობა? - დაჟეჟილობა შეიძლება განვითარდეს, როდესაც  კანქვეშა სისხლძარღვების განვლადობა ირღვევა, მაგრამ კანის მთლიანობა დაზიანებული არ არის. კანქვეშა ქსოვილებში იღვრება სისხლი. სისხლჩაქცევები დაიწყისში წითელი ფერისაა, ხოლო შემდეგ ხდება ლურჯი ან შინდისფერი. განკურნების ეტაპზე სისხლჩაქცევები შეიძლება გახდეს  მწვანე და ყვითელი. დაჟეჟილობების ალაგებას დაახლოებით  1 ან 2 კვირა ესაჭიროება, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება უფრო ხანგრძლივი დროც დასჭირდეს. სისხლჩაქცევები შეიძლება განვითარდეს, როდესაც ადამიანი დაეცემა, დაშავდება, დარტყმის ან შეჯახების დროს. როგორც წესი დაჟეჟილობის ადგილზე დაშავებულებს აღენიშნებათ ტკივილი და შეშუპება. ზოგჯერ შეშუპება ვითარდება დაუყოვნებლივ, ზოგჯერ კი   იწყება 1 ან 2 დღის შემდეგ.
ზოგიერთ ადამიანში სისხლჩაქცევები ვითარდება უფრო სწრაფად, ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ თავისებურებებზე და ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენებაზე. (არსებობს პრეპარატები რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას)
როგორ ხდება სისხლჩაქცევების მკურნალობა? - სისხლნაჟღენთი ზოგჯერ თავისით გაიწოვება, მაგრამ თავი უკეთ, რომ იგრძნოთ სილურჯეებს შეგიძლიათ უმკურნალოთ შემდეგნაირად:
 დაადეთ დაზიანებულ ადგილს ცივი პაკეტი, ტომარა ყინულით, ყოველ 1 ან 2 საათში, 15 წუთის განმავლობაში ყოველ ჯერზე. თხელი პირსახოცი მოათავსეთ ყინულებს  (ან სხვა ცივი ობიექტი) და კანს შორის. ყინული გამოიყენოთ  (ან სხვა ცივი ნივთი) მინიმუმ 6 საათის განმავლობაში. ზოგიერთი ადამიანი დაზიანებულ ადგილზე ყუნულს ათავსებს სარგებლობს 2 დღის შემდეგ რაც უშედეგოა.
 გამოიყენეთ მედიკამენტები, რათა შეამციროთ ტკივილი და შეშუპება -  ტკივილის მოსახსნელად , თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ აცეტამინოფენი ( ბრენდის სახელი: ტაილენოლი).  იბუპროფენი  ( ბრენდის სახელები: ადვილი, მოტრინი). მაგრამ პაციენტებს, რომელსაც აქვს გარკვეული მედიკამენტების მიმართ უკუჩვენება, მათ არ უნდა მიიღონ იბუპროფენი. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ ექიმს, შეგიძლიათ თუ არა იბუპროფენის გამოყენება.
გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
 სილურჯეებზე არ უნდა მოათავსოთ თბილი პაკეტი ან გასათბობი სათბურა.
  არ უნდა მოახდინოთ დაჟეჟილობის ნემსით ან სხვა საგნით დრენირება (გახსნა)

მიმართეთ ექიმს თუ:
 თქვენ გაქვთ ცხელება
  დაჟეჟილობა იწვევს სახსრების შეშუპებას
 თქვენ არ შეგიძლიათ მოძრაობა ან გადაადგილება დაჟეჟილობის გამო
 თქვენ  უმიზეზოდ აგეღნიშნებათ სილურჯეები ან გაქვთ უჩვეულო სისხლდენა, მაგალითად, განავალში ან შარდში.



This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close