ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ვაქცინაცია ბავშვებში


რატომ უნდა ავცრათ ბავშვი?
 
იმუნური სისტემის ფუნქციას წარმოადგენს ორგანიზმის დაცვა სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისგან. როდესაც ბაქტერია ან ვირუსი არის უცხო ორგანიზმისთვის, იმუნური სისტემა იწყებს მის წინააღმდეგ ბრძოლას და საპასუხოდ ხდება ცილების, ანტისხეულების გამომუშავება. ანტისხეულები მონაწილეობენ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხელს უწყობენ ადამიანის ორგანიზმის გამოჯანმრთელებას.
ანტისხეულები ასევე უზრინველყოფენ  იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ზოგიერთი გადატანილი ინფექციური დაავადებების საწინააღმდეფოდ. მაგ: თუ ადამიანს გადატანილი აქვს ჩუტყვავილა, ნაკლებად მოსალოდნელია მას დაემართოს აღნიშნული დაავადება, მიუხედავად იმისა ჰქონდა თუ არა კონტაქტი დაავადებულ პირთან.
იმუნური სისტემის სტიმულაციაში და ანტისხეულების გამომუშავებაში დიდ როლს ასრულებენ ვაქცინები. არსებობს  ვაქცინის ორი ძირითადი ტიპი: აქტიური და პასიური ფორმა.
აქტიური ტიპის ვაქცინები დასუსტებული ბაქტერიით ან ვირუსით, რომლებიც იწვევენ იმუნიტეტის სტიმულაციას. მათ მიეკუთვნება პოლიოს, წითელას, წითურას, ყბაყურას, ყივანახველლას საწინააღმდეგო ვაქცინები. ხოლი პასიური ტიპის ვაქცინები უზრუნველლყოფენ იმუნიტეტის დროებით ჩამოყალიბებას ორგანიზმში ანტისხეულების შეყვანით. პასიური ვაქცინის მაგალითს წარმოადგენს ბ ჰეპატიტის იმუნოგლობულინი (HBIG),.
ბევრ მშობელს ვაქცინებთან დაკავშირებით აქვს უარყოფითი დამოკიდებულება. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, ბავშვის ჯანმრთელობისთვის ვაქცინაციას აქვს ბევრად მეტი დადებითი მხარე ვიდრე  უარყოფითი . აშშ-ში დიფტერიის ბევრი შემთხვევა იყო, სამან დაიწყებოდა ამ დაავადების საწინააღმდეგო იმუნიზაცია. თუმცა ეს დაავადება რჩება მნიშვნელოვან პრობლემად ბევრ განვითარებად ქვეყანაში. მიზეზი არის ის რომ არ ხდება მასიური იმუნიზაცია. ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენა ყვავილი, რომელიც კლავდა მილიონობით ადამიანს ყოველწლიურად. 1970 წლიდან კი ეს დაავადება დამარცხდა,  გამოიგონეს ყვავილის ვაქცინა და მოხდა პოპულაციის მასიური იმუნიზაცია.
რა ფორმით არის ვაქცინები?  უმრავლესი ვაქცინა კეთდება ინექციის სახით, თუმცა არსებობს დასალევი სითხის ფორმით (როტავირუსის ვაქცინა) და ნაზალური სპრეის სახითაც.
ვაქცინაციის გვერდითი ეფექტები
ვაქცინების უმრავლესობა არის უსაფრთხო და იწვევს ძალიან მცირე სერიოზულ გვერდით ეფექტებს. თუ ბავშვს პირველი აცრის შემდგომ განუვითარდა ისეთი რექციები როგორიცაა გამონაყარი მთელს სხეულზე, სუნთქვის გაძნელება, ჰიპერთერმია (მეტი 390 C-ზე), გულყრა ან გონების დაკარგვა, აუცილებლად უნდა შეფასდეს კლინიცისტის მიერ, რადგან ზოგჯერ ხდება იმუნიზაციის პროგრამის შეწყვეტა.
 ვაქცინაციის მსუბუქ გვერდით ეფექტებია: დაბალი ცხედლება 380 C-მდე, ლოკალურად ინექციის ადგილას კანის გაწითლება და გამაგრება.
ვაქცინაციის საშუალო სიმძიმის გვერდით ეფექტებია: ტემპერატურულ რექციასთან ერთად კანზე გამონაყარი, ლუმფური კვანძების გადიდება და/ან სახსრების ტკივილი. ეს რეაქციები ნაკლებ საშიშია და როგორც წესი მკურნალობის გარეშე რამოდენიმე დღეში თავისთავად გაივლის.
ვაქცინაციის მძიმე გვერდითი ეფექტებია: მძიმე გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია. მათ რიცხვს მიეკუთვნება გულყრა, მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია). ანაფილაქსიური რეაქცია ძირითადად ვლინდება ვაქცინაციიდან რამოდენიმე წუთში, რომელიც დაუყოვნებლივ მოითხოვს გადაუდებელ დახმარებას.
ვაქცინაციის უკუჩვენებები: ვაქცინაცია არ არის რეკომენდირებული იმ ბავშვებში , ვისაც აღენიშნებათ მწვავე ალერგიული რექცია:
კვერცხზე ან კვერცხის ცილაზე (რადგან ზოგიერთი ვაქცინა შეიცავს კვერცხის ცილას. ესეთია გრიპის ვაქცინა, ყვითელი ცხელების ვაქცინა). მსუბუქი ალერგიული რეაქცია კვერცხზე აცრის უკუჩვენებას არ წარმოადგენს
ნეომიცინზე ან სტრეპტომიცინზე
ჟელატინზე
ზოგჯერ მშობლებმა არ იციან რომ ბავშვს აქვს ალერგია ზემოთ აღნიშნულ რომელიმე კომპონენტზე, ამიტომ ვაქცინაციის შემდგომ ვლინდება რექცია.
გარდა ამისა, ცოცხალი ვურუსების შემცველი ვაქცინები (წითელას, წითურას, ყბაყურას ვაქცინები), არ არის რეკომენდირებული დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ბავშვებში, რადგან იზრდება ვაქცინასთან ასოცირებული ინფექციის განვითარების რისკი. წითელა-წითურა-ყბაყურას და ჩუტყვავილას აცრის უკუჩვენებას წარმოადგენს ასევე სისხლისა და სისხლის შემცველი პროდუქტების ტრანსფუზია უკანასკნელ ახლო პერიოდში (იწვევენ ვაქცინის ეფექტურობის შემცირებას).
 
იმუნიზაციის შემდეგ განვითარებული არასასურველი მოვლენები იმდენად უმნიშვნელოა დაავადებისა და მისგან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან შედარებით, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტურობა უდავოა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დროულად ჩატარების შემთხვევაში მცირდება  აცრის შემდგომი არასასურველი მოვლენების განვითარების რისკი.
 
ტდ – შემდეგ ყოველ მე-10 წელს, 55 წლის ასაკამდე;

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close