ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ნასიცხი


რა არის ნასიცხი ?-  კანზე ნასიცხი ჩნდება   როდესაც ცხელა  და გაძლიერებულია ოფლის გამოყოფა.  გამონაყარი შეიძლება იყოს სითხის შემცველი ბუშტუკების გროვის, ან კანქვეშა ხორკლიანი გამონაყარის  სახით.   ნასიცხი შესაძლოა გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უფრო ხშირად უვითარდებათ  ბავშვებს.  გამონაყარი  ყველაზე  ხშირია თავის , კისრის, გულმკერდის ან  ბუნებრივი ნაოჭების არეში ( მაგ. იღლიის ფოსოში).  ნასიცხს სხვაგვარად   ნაოფლარსაც უწოდებენ. 
როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ  ნასიცხი ? -  ყველაზე  მნიშვნელოვანია შევამციროთ ოფლიანობა . შეძლებისდაგვარად შეიქმენით  მშრალი , გრილი გარემო.  .მიიღეთ გრილი აბაზანები , ჩაიცვით  გრილი, ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული  სამოსი  , რათა კანმა შეძლოს სუნთქვა . 
საჭიროა თუ არა ექიმის კონსულტაცია ნასიცხის დროს? - ნასიცხის დროს ყოველთვის არ არის საჭირო ექიმთან ვიზიტი , მაგრამ თუ გაქვთ ტემპერატურა , ან ეჭვი კანის ინფექციაზე ,  აუცილებელია მიმართოთ  ექიმს.  კანის ინფექციაზე მიანიშნებს: 
ლოკალურად ტკივილი,წვა, შეშუპება
სიწითლე
ჩირქოვანი გამონადენი, ან ფუფხით დაფარული გამონაყარი
არსებობს  თუ არა  ნასიცხისთვის სპეციფიური მკურნალობა? - არა საუკეთესო მეთოდია გაგრილება და  ოფლიანობასთან  ბრძოლა. 
როგორ მოვიქცეთ თუ  ბავშვს გაუჩნდა  ნასიცხი?  ნასიცხი ძირითადად          ჩნდება ბავშვთა ასაკში, განსაკუთრებით  ჩვილობისას. 
თუ თქვენ შვილს უვითარდება ნასიცხი: 
*     მოათავსეთ ბავშვი გრილ გარემოში 
* ჩააცვით გრილად
* მიაღებინეთ გრილი წყლის აბაზანა




This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close