ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: დღისით შარდვის შეუკავებლობა ბავშვებში

არის თუ არა დღისით შარდვის შეუკავებლობა ნორმა? - დიახ, შესაძლოა იყოს ნორმა. 4 წლის ასაკიდან ბავშვების უმრავლესობას შეუძლია შარდის ბუშტის კონტროლი და შეუძლიათ დარჩნენ მშრალად მთელი დღის განმავლობაში, თუმცა 4-დან 6 წლამდე ასაკში და ზოგჯერ უფრო ასაკოვნებშიც შესაძლოა გამოვლინდეს შარდვის შეუკავებლობის ეპიზოდები.
დღისით შარდვის შეუკავებლობა შესაძლოა ცუდ ხასითზე აყენებდეს ბავშვს და იწვევდეს სტრესული მდგომარეობის განვითარებას, განსაკუთრებით, სკოლაში ან ბაღში წასვლისას.
რა იწვევს დღისით შარდვის შეუკავებლობას? - არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დღისით შარდვის შეუკავებლობა:
 ბავშვის ქცევა ან ხასიათი - მაგალითად, ბავშვებში, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან, უფრო ხშირადაა გამოხატული დღისით შარდვის შეუკავებლობა, რადგან ყურადღების გაფანტვის გამო ისინი ტუალეტს უფრო შეზღუდულად გამოიყენებენ. 
 შეკრულობა, რომელიც გამოწვეულია ნაწლავთა მოქმედების გაძნელებით; 
 საშარდე გზების პრობლემები ან ინფექციები;
 ნერვული სისტემის პრობლემები.
როდის უნდა ნახოს ბავშვი ექიმმა ან მედდამ? - ბავშვი უნდა გაისინჯოს შემდეგი მდგომარეობების დროს:
 ბავშვი ცუდ ხასიათზე დგება ან სტრესულ მდგომარეობაში ვარდება დღისით შარდვის შეუკავებლობის გამო;
 ბავშვს დღისით შარდვის შეუკავებლობა აღენიშნება მას შემდეგ, რაც ახერხებდა მთელი დღის განმავლობაში მშრალად დარჩენას;
 ბავშვს აღენიშნება მტკივნეულობა შარდვის დროს ან გამოხატულია შარდვის მოთხოვნილების გახშირება;
 გამოხატულია შარდის ჟონვა მოშარდვის დამთავრების შემდეგ;
 ბავშვს აღენიშნება საშარდე გზების ინფექციები, შეკრულობა ან სხვა მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დღისით შარდვის შეუკავებლობა.
ბავშვის გასინჯვისას ექიმი ან მედდა გამოგკითხავთ ბავშვის სიმპტომების შესახებ, შეიძლება გაკეთდეს შარდის ანალიზიც. საბოლოო დანიშნულების დანიშვნამდე, მან შეიძლება გთხოვოთ რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოოთ ჩანაწერები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
 რა რაოდენობით სითხეებს იღებს ბავშვი;
 რა სიხშირით აღენიშნება ბავშვს შარდვა და ნაწლავთა მოქმედება;
 დროის რა მონაკვეთში აღინიშნება დღისით შარდვის შეუკავებლობა.
უმრავლეს შემთხვევაში დღისით შარდვის გახშირება სამედიცინო პრობლემით არ არის განპირობებული. როდესაც ექიმი აღმოაჩენს ამა თუ იმ სამედიცინო პრობლემას, ის უმკურნალებს მას, დანიშნავს შესაბამის გამოკვლევებს ან გაგზავნის ბავშვს შესაბამის სპეციალისტთან.
რა შემიძლია გავაკეთო ჩემი შვილის დღისით შარდვის შეუკავებლობის შესაჩერებლად? - ამ პრობლემის მოსაგვარებლად თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ხერხს მიმართოთ სახლის პირობებში:
 შექმენით სქემა, რომ ბავშვმა დღის განმავლობაში მოშარდოს ყოველ 2-3 საათში ერთხელ. მიეცით ბავშვს ჯილდო სქემის წარმატებით შესრულების შემდეგ;
 მისდიეთ ექიმის რჩევას, თუ როგორ უნდა დასვათ ბავშვი მოშარდვის დროს;
 შეახსენეთ ბავშვს, რომ არ შეიკავოს შარდი და მოშარდოს მანამდე, სანამ შარდვის მოთხოვნილება მოუთმენელი არ გახდება;
 მოშარდვიდან რამოდენიმე წუთის განმავლობაში ბავშვი დატოვეთ დამჯდარ მდგომარეობაში, რომ შარდი სრულად გამოვიდეს ორგანიზმიდან.
 მოერიდეთ საპნის გამოყენებას სასქესო ორგანოების მიდამოში (გოგონებში). მან შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ორგანოების გაღიზიანება და დღისით შარდვის შეუკავებლობის ეპიზოდების გახშირება.
 უმკურნალეთ შეკრულობის პრობლემას, თუ შეკრულობა გამოხატულია. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან მედდას, თუ როგორ გააკეთოთ ეს.
ყველა ამ გეგმის შესასრულებლად თქვენც და თქვენს შვილსაც უნდა გაგაჩნდეთ მოტივაცია, რომ შეაჩეროთ დღისით შარდვის შეუკავებლობის ეპიზოდები. შარდვის შეუკავებლობის შეჩერება შეიძლება ძალიან ძნელი აღმოჩნდეს და მოითხოვოს ხანგრძლივი პერიოდი მის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად.
გახსოვდეთ, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ დღისით შარდვის შეუკავებლობის მართვა. არ შეიძლება დასჯა, გაბრაზება ან დატუქსვა ბავშვის ამ ქცევის პასუხად.
არსებობს თუ არა სხვა სამკურნალო საშუალებები დღისით შარდვის შეუკავებლობის შესაჩერებლად? - თუ თქვენ ბავშვს ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიების ჩატარების შემდეგ კვლავ აღენიშნება დღისით შარდვის შეუკავებლობის ეპიზოდები, მიმართეთ ექიმს ან მედდას. შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა გამოკვლევები ან სამკურნალო ღონისძიებები პრობლემის აღმოსაფხვრელად.
 
 
თარგმნა მარიკა მახარაშვილმა...

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close