ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: გაციება

რა იწვევს ხველას, სურდოს და გაციების სხვა სიმპტომებს? –აღნიშნული სიმპტომები ახასიათებს ვირუსულ ინფექციას. ვირუსები შეძლება მოხვდნენ ცხვირში, ყელში, პირში, სასუნთქ გზებში და გამოიწვიონ გაციება.
გაციების სიმპტომები შეძლება გახანგრძლივდეს და პაციენტს შეუქმნას დისკომფორტი. თუ თქვენი შვილი არის გაციებული მიმართეთ თქვენს პედიატრს.
რა არის გაციების სიმპტომeბი?– ესენია:
ცემინება;
ხველა;
ცხირის გაჭედვა ან გამონადენი ცხვირიდან;
ყელის ტკივილი;
მოჭერილობის შეგრძნება გულმკერდის არეში;
ბავშვებში გაციებას შეიძლება ახლდეს ცხელება. თუმცა მოზრდილებში გაციების სიმპტომებს არ ახლავს ცხელება.
რა შემთხვევაში შემიძლია ვთქვა რომ ვარ გაციებული ან მაქვს გრიპი?–გაციებასაც და გრიპსაც ახასიათებს საერთო სიმპტომები, თუმცა მათ აქვთ განმასხვავებელი ნიშნები.
რა შემთხვევაში მივმართო ექიმს?–პაციენტების უმრავლესობა არ საჭიროებს ექიმთან ვიზიტს. თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:
ცხელება მეტია  38C, აღინიშნება მადის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება;
ცხელება და ფილტვების ისეთი თანმხლები დაავადება როგორიც არის ემფიზემა;
ცხელება , რომელიც გრძელედება 10დღე და მეტი;
ტკივილი გულმკერდის არეში ხველის დროს, გაძნელებული სუნთქვა, სისხლიანი ნახველი;
თუ თქვენ ხართ 75წლის ასაკის ზევით , თქვენ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ხველის გახანგრძლივებისას.
მიიყვანეთ თქვენი შვილის ემერჯენსის განყოფილებაში, თუ:
მივარდნილია და ძნელად შემოდის კონტაქტში;
აქვს სუნთქვის პრობლემები ან გაძნელებული სუნთქვა;
დაურეკეთ თქვენს ექიმს, თუ ბავშვი:
უარს ამბობს სითხის მიღებაზე 
არის 3თვეზე ნაკლები ასაკის;
აქვს ცხელება, რომელიც თავისთავად არ იკლებს;
აქვს ცხვირიდან გამონადენი და ცხვირით სუნთქვის გაძნელება, რომელიც გრძელდება 2 კვირა და მეტი;
თვალების სიწითლე ან მოყვითალო გამონადენი თვალებიდან;
ყურის ტკივილი ან ყურის ინფექციის სხვა ნიშნები.
როგორ ვიგრძნო თავი უკეთ? - თვენ თუ შეეცდებით თვითნებურად მიიღოთ პრეპარატები, აუცილებლად ყურადღებით გაეცანით წამლის ანოტაციას. არ მიიღოთ ერთდროულად 2ან მეტი პრეპარატი , რომლებშიც შედის აცეტამინოფენი, რადგან ამ წამლის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება დააზიანოს ღვიძლი. თუ თქვენ გაქვთ გულის პრობლემები აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ან წამლის მიღებამდე მიმართეთ ფარმაცევტს.
რა უნდა ვიცოდე თუ ჩემი შვილი გაცივდა? - ბავშვებში გაციება უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში, ასევე უფრო ხანგრძლივად, ზოგჯერ  ცხელება გრძელდება 3დღე და მეტი.
არსებობს თუ არა ბავშვებისთვის უსაფრთხო ხველის და გაციების საშუალებები?  არ მისცეთ ხველის და  გაციების საშუალებები თქვენს შვილს, რადგან ეს მედიკამენტები არ არის უსაფრთხო. არასოდეს მისცეთ თქვენ შვილს ასპირინი 18წლამდე ასაკში, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. რეის სინდრომი. როდესაც თქვენ შვილს აძლევთ აცეტამინოფენს და სხვა არასარეცეპტო პრეპარატებს, არასოდეს გადაჭარბოთ დოზას.
რამდენ ხანს შეძლება გაგრძელდეს ჩემი ავადობა?–როგორც წესი გაციება გრძელდება 3–7დღე, 10 დღემდე ბავშვებში, ზოგჯერ შეძლება სიმპტომები გახანგრძლივდეს 2 კვირამდე.
შეიძლება გაცეიებამ სერიოზული პრობლემები შემიქმნას?–იშვიათ შემთხვევებში დიახ. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გართულებები:
პნევმონია ან ბრონქიტი(სასუნთქი გზების ინფექცია);
ყურის ინფექცია(ბავშვებში);
სხვა ინფექციები.
როგორ ავიცილო თავიდან გაციება?–ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით; ანტისეპტიკებით ხელების დამუშავება ასევე კარგი თავდაცვის საშუალებაა. გაციების გამომწვევი მიკრობები 2სთ ცოცხლობენ მაგიდაზე, კარის სახელურებზე. თქვენ არასდროს იცით როდის ეხებით მიკრობებს , ამიტომ ხშირად დაიბანეთ ხელები.


ხუსკივაძე; გაბაძე

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close