ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: არაკვებითი წოვითი მავნე ჩვევები


ახალშობილობის პერიოდში შეძენილმა  ორალურმა ჩვევებმა  (არაკვებითი წოვითი მოძრაობები) შესაძლებელია გამოიწვიოს  ჯანმრთელობისთვის მავნე შედეგი. ამ ჩვევების დროული იდენტიფიკაცია და შეფასება საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ თანკბილვისა და ოროფაციალური განვითარების დარღვევის დეფექტები.
არაკვებითი წოვითი მავნე ჩვევები
არაკვებითი წოვითი მოძრაობა (მატყუარას, ცერის ან სხვა თითის წოვა) წარმოადგენს ახალშობილების ნორმალურ, ფიზიოლოგიურ მოვლენას, რომელიც შემდგომ შესაძლებელია მავნე ჩვევაში გადაიზარდოს. ის არის ბავშვის თვით დამამშვიდებელი ქცევა, რომელიც ვლინდება ახალშობილთა პოპულაციის 70-90%-ში. ასაკის ზრდასთან ერთად მატყუარას ან თითის წოვის სიხშირე მცირდება, თუმცა თითის წოვის ჩვევა შეიძლება გაგრძელდეს 4-5 წლის ასაკისთვის, რაც მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხს ქმნის. ის შეიძლება გახდეს მალოკლუზიის (ზედა და ქვედა ყბის კბილებს შორის არსაწორი თანკბილვა) მიზეზი თუ მავნე ჩვევა გაგრძელდა მუდმივი კბილების ამოსვლის პერიოდშიც, ასევე იზრდება ზედა წინა კბილიების დაზიანების რისკი.
თითის წოვასა და სარძევე კბილების თანკბილვის დარღვევებს შორის კავშირი პირველად აღწერეს 1870 წლებში. შესწავლია სხვადასხვა რეტროსპექტული კვლევები, იყენებდნენ კითხვარებს და აფასებდნენ წოვით ჩვევებს. მალოკლუზიის განვითარების რისკი პირდაპირ კავშირში იყო მავნე  წოვითი ჩვევების სიხშირესთან, ხანგრძლივობასთან და ინტენსიურობასთან, არ მცირდებოდა ორთოდონტული მატყუარას გამოყენების შემდეგ.
წოვითმა ჩვევებმა შეიძლება გამოიწვიოს მალოკუზიის შემდეგი ტიპები
აპერტოგნატია - ხასიათდება თავისუფალი სივრცის არსებობით ზედა და ქვედა ყბის წინა კბილებს შორის

 


უკანა ჯვარედინი თანკბილვა  - გამოხატულია ზედა ყბის კბილებით ქვედა ყბის კბილების დაფარვა 



მასიური რეტროგნატია
 


აღსანიშნავია რომ, ჯვარდენი შერჩევის მეთოდით შეისწავლეს 9 წლის ასაკის 320 ბავშვი. გამოვლინდა კავშირი წოვით მავნე ჩვევასა და თანკბილვის დარღვევებს შორის. კერძოდ  თითის წოვა მატყუარას წოვასთან  შედარებით უფრო ხშირად იწვევს რეტროგნათიას და ზედა წინა კბილების ტრამვულ დაზიანებას.
კავშირი მატყუარას წოვის სიხშირესთან და მწვავე შუა ყურის ანთებასთან აღწერილია სხვადასხვა კვლევებში. ძუძუთი კვების ნაადრევი შეწყვეტა და ბოთლით კვება ასევე ზრდის მაწვავე ოტიტის სიხშირის რისკს, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ მატყუარას გამოყენება ძილის პერიოდში ამცირებს ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის შემთხვევებს. ამიტომ ამერიკის პედიატრთა ასოციაცია რეკომენდაციას უწევს: რომ მატყუარის გამოყენება უნდა ხდებოდეს  მხოლოდ ძილის პერიოდში, და არა მუდმივად მთელი დღის განმავლობაში და სწორი თანკბილვისთვის წოვითი ჩვევის მოშორება უნდა მოხდეს წლამდე პერიოდში, ამისთვის მოწოდებულია შემდეგი სტრატეგიული მიდგომები
მაქსიმალურად ავარიდოთ ბავშვს სტრესი და შევუქმნათ კომფორტული გარემო
მშობლებმა უნდა შეწყვიტონ შენიშვნების და კომენტარების მიცემა თითის წოვასთან დაკავშირებით,  რადგან მათი გადაჭარბებული ყურადღება და შენიშვნები იწვევს მავნე ჩვევის გაძლიერებას
დადებითად მოქმედებს პატარაზე სიურპრიზები, წახალისებები სათამაშოთი ან ტკბილეულით და ე.წ. სტიკერების დაფა


პირით სუნთქვა
მიზეზი -  ქრონიკული პირით სუნთქვს მიზეზი შეიძლება იყოს ნაზალური ობსტრუქცია (ალერგიის ან ასთმის დროს), ადენოიდების ჰიპერტროფია, ანატომიური დეფექტები ან შეიძლება იგი წარმოადგენდეს  შეძენილ  მავნე ჩვევას. ქრონიკულმა პირით სუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს ოროფაციალური განვითარების დეფექტები. 
კვლევებით დადგენილია რომ პირით სუნთქვის დროს ყალიბდება გრძელი, ვიწრო სახე. ადგილი აქვს ზედა ყბის მორჩის დავიწროვებას, აღინიშნება  ქვედა ყბის ქვემოთა მიმართულებით როტაცია. არ არის დადგენილი სიხშირე აღნიშნულ დისმორფოლოგიასა და პირით სუნთქვის სიხშირეს შორის. პირით სუნთქვის დროს ზედა ყბის მორჩის დავიწროების მიზეზია ენის პოზიციის (მდებარეობის)  შეცვლა. კერძოდ ცხვირით სუნთქვის დროს ენა მდებარეობს სასის საპირისპიროდ, ხოლო პირით სუნთქვის დროს ენა იცვლის პოზიციას და თავსდება პირის ღუს უკანა ნაწილში. 
კვლევებით დადგენილია პირდაპირი კავშირი ქვედა ყბის როტაციასა და ნაზალურ ობსტრუქციას შორის. ნაზალური ობსტრუქციის მკურნალობა აუმჯობესებს ქვედა ყბის პოზიციას. ამიტომ ამერიკის აკადემიის პედიატრთა ასოციაციის მიერ მკაცრად რეკომენდირებულია ოტოლარინგოლოგთან კონსულტაცია და ნაზალური ობსტრუქციის ადრეული მკურნალობა
ბრუქსიზმი
ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი) წარმოადგენს მავნე ჩვევას, რომელიც ძირითადად ვლინდება ძილის პერიოდში. გვხვდება ბავშვთა 15-24%-ში, შემთხვევების სიხშირე პიკს აღწევს 7-10 წლის ასაკში, იშვიათად აღინიშნება მოზარდებში. მისი მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა სტრესული ფაქტორი ან  პარასომნია. ბრუქსიზმი თვითგანკურნებადი პრობლემაა და იშვიათად მოითხოვს ჩარევას. მოზრდილებში ბრუქსიზმი შეიძლება გახდეს კბილების დაზიანებისა და თავის კუნთების ტკივილის მიზეზი.
მოკლე მიმოხილვა და რეკომენდაციები
არაკვებითი წოვითი მოძრაობები არის ბავშვის თვით დამამშვიდებელი ქცევა, რომელიც ფიზიოლოგიური მოვლენაა ახალშობილობის პერიოდში, ხოლო შემდგომ გადაიზრდება მავნე ჩვევაში.
არაკვებითი წოვითი მოძრაობები იწვევს მალოკლუზიის რისკის  გაზრდას და ზედა წინა კბილების ტრამვულ დაზიანებას.
მატყუარას გამოყენება და ბოთლით კვება ზრდის შუა ყურის ანთების რისკს, მაგრამ ამცირებს ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის შემთხვევებს.
ქრონიკული პირით სუნთქვა შეიძლება იყოს მავნე ჩვევა (გამორიცხეთ ნაზალური ობსტრუქცია, ადენოიდების ჰიპერტროფია, ანატომიური ანომალიები)
ქრონიკული პირით სუნთქვა შეიძლება გახდეს ორაფაციალური დეფექტების მიზეზი
ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი) წარმოადგენს მავნე ჩვევას, რომელიც ძირითადად ვლინდება ძილის პერიოდში, იგი თვითგანკურნებადი პრობლემაა და იშვიათად მოითხოვს ჩარევას.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close