ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: დღენაკლული ახალშობილი

რას ნიშნავს როდესაც ახალშობილი იბადება დღენაკლული?

გესტაციის 37 კვირამდე დაბადებულ ახალშობილს ეწოდება უმწიფარი ანუ დღენაკლული. ორსულობა ჩვეულებრივ გრძელდება 40 კვირა რომელიც აითვლება დედის უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღიდან.

რა მიზეზები იწვევს ნაადრევ მშობიარობას?
ძირითადი მიზეზის დადგენა ზოგჯერ შეუძლებელია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ნაადრევი მშობიარობის მიზეზებია:

• სისხლდენები ან საშვილოსნოს სხვა პრობლემები
• ორსულობა ტყუპი ან მეტი ნაყოფით
• ინფექციური დაავადებები და სტრესული ფაქტორები.

რა სახის პრობლემები შეიძლება ჰქონდეს უმწიფარ ახალშობილს დაბადების შემდგომ?
უმწიფარ ახალშობილს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა პრობლემები ეს დამოკიდებულია ახალშობილის წონაზე და გესტაციურ ასაკზე. ძირითადად ვლინდება შემდეგი სახის გართულებები:

• უჭირთ სითბოს შენარჩუნება-რის გამოც შეიძლება საკმარისი არ იყოს მარტო თბილად ჩაცმა და საჭირო გახდეს ინკუბატორში მოთავსება. ინკუბატორი ან იზოლატორი წარმოადგენს მცირე ზომის საწოლს რომელიც გარშემორტყმულია გამჭირვალე პლასტიკური მასალით, უსაფრთხოა და უზრუნველყოფს სითბოს ადექვატური რაოდენობით შენარჩუნებას.

• პრობლემები სუნთქვის მხრივ- დაბადების შემდგომ დღენაკლულ ახალშობილებს ხშირად უვლინდებათ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები,  რაც გამოწვეულია მათი სასუნთქი სისტემის უმწიფრობით, დაბადების შემდგომ აუცილებელი ხდება ბავშვის მუდმივი მონიტორინი ექიმის ან ექთნის მიერ.

• პრობლემები გულის მხრივ- დაბადების შემდგომ დროულ ახალშობილებში ხდება აორტასა და ფილტვის არტერიის დამაკავშირებელი სისხლძარღვის დახურვა, დრენაკლულებში ამ სისხლძარღვის დახურვა ხდება შედარებით მოგვიანებით, რაც იწვევს პრობლემებს გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ, უმწიფარ ახალშობილებს ზოგჯერ აღენიშნებათ დაბალი არტერიული წნევაც.

• ინფექციები-დღენაკლული ახალშობილები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს სავადასვა ინფექციური დაავადებების მიმართ, მათ არ გააჩნიათ ბაქტერიებთან ბრძოლის უნარი დროულ ახალშობილებთან შედარებით.

• გართულებები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ-დღენაკლ ახალშობილებში ვლინდება ისეთი სახის დარღვევები როგორიცაა დიარეა,ღებინება და განავალში სისხლის არსებიბა, რაც მეტად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

• სისხლჩაქცევები თავის ტვინში-ნაადრევ ახალშობილებს ხშირად აღენიშნება სისხლჩაქცევა თავის ტვინში რაც ვლინდება დაბადებიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში. ზოგჯერ სისხლჩაქცევა არის საშუალო სიმძიმის (როცა სისხლდენა სპონტანურად ჩერდება) და მძიმე ხარისხის. სისხლჩაქცევის დიაგნოსტირება ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიით.

• სიყვითლე-როდესაც კანი და ხილული ლორწოვანი იღებს ყვითელ შეფერილობას.

რა მკურნალობას საჭშიროებენ ახალშობილები?

ეს დამოკიდებულია მათ გესტაციურ ასაკზე, წონაზე და გამოვლენილ პათოლოგიაზე.შეიძლება საჭირო გახდეს მათი მკურნალობა ახალშობილთა ინტენშიური თერაპიის
განყოფილებაში.

დღენაკლულ ახალშობილებში ინტერვენციული ღონისძიებები მოიცავს:

• სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მექანიკურ ვენტილაციას.

• ჟანგბადის მიწოდებას.
ზონდით 

• კვებას (დედის რძით ან ფორმულით)

• მედიკამენტოზურ მკურნალობას.

• ქირურგიულ მკურნალობას.ფოტოთერაპიას  სიყვითლის არსებობის შემთხვევაში.

შესაძლოა თუ არა ჩემს ბავშვს გაუხანგრძლივდეს აღნიშნული პრობლემები- შესაძლებელია, რაც უფრო მცირეა დღენაკლული ახალშობილის გესტაციური ასაკი მით უფრო ხანგრძლივდება პათოლოგიური მდგომარეობები.

უმწიფარ ახალშობილრბში დაბადებიდან მოგვიანებით მოგვიანებით შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სახის გართულებები:

• ცერებრალური დამბლა, რომლის დროს ხდება მოძრაობის და კოორდინაციის დარღვევები

• პრობლემები მხედველობის მხრივ

•ზრდის შეფერხება (ჰიპოსტატურა, ჰიპოტროფია).

რით შემიძლია დავეხმარო ჩემს ბავშვს?
 .
დღენაკლული ახალშობილის დაბადება მშობლისთვის ძალიან მძიმე და სტრესულია,სამედიცინო პერსონალი ასწავლის მშობელს მოვლის მეთოდებს. კლინიკიდან გაწერის

შემდეგ ექთანი ახორციელებს ვიზიტს ბინაზე ბავშვის მეთვალყურეობის მიზნით

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close