ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: რა არის ტრანზიტორული (გარდამავალი) ტაქიპნოე ახალშობილებში?

 ახალშობილების ტრანზიტორული ტაქიპნოე (TTN ) ეს არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს სუნთქვის პრობლემებს ახალშობილ ბავშვებში.

ბავშვებს დაბადებამდე ფილტვებში აღენიშნებათ სითხის არსებობა, რომელიც დაბადების შემდგომ ჩვეულებრივ გაიწოვება. ზოგჯერ სითხის გაწოვა სწრაფად არ ხორცილედება, რაც ისე იწვევსახალშობილთა ტრანზიტორულ ტაქიპნოეს TTN. 

თუ დედას აქვს დიაბეტი, ასთმი, ან გადატანილი საკეისრო კვეთა, ასეთი ბავშვის უმრავლესობას უვითარდებათ ახალშობილეთა ტრანზიტორული ტაქიპნოე TTN.

რა არის ახალშობილთა ტრანზიტორული ტაქიპნოეს სიმპტომები (TTN) ? - სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება დაბადებიდან 2 საათის შემდგომ.
ესენია:
● გახშირებული სუნთქვა - 60 ზე მეტი ერთ წუთში. 
● კანის მოლურჯო ელფერი
● გაძნელებული სუნთქვა - სუნქვის დროს ნესტოების ბერვა, სუნთქვაში ნეკნების და ნეკნთაშუა კუნთების მონაწილეობა , ხმაურიანი სუნთქვა ( grunting),

ახალშობილების ტრანზიტორული ტაქიპნოეს სიმპტომები( TTN), როგორც წესი, გრძელდება 12 დან 72 საათის განმავლობაში.

არსებობს ახალშობილეთა ტრანზიტორული ტაქიპნოეს კვლევა (TTN)? - არა, არ არსებობს ერთი  კონკრეტული კვლევა, მაგრამ შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებით კვლევების დანიშვნა. კერძოდ, გულმკერდის რენტგენოგრაფია, რომელიც ტარდება სხვადასხვა დაავადებების გამორიცხვის მიზნით. (მაგ: პნევმონიის დროს შეიძლება განვითარდეს სუნთქვის ისეთი პრობლემები, როგორც ახალშობილთა ტრანზიტორული ტაქიპნოეს დროს. )
როგორია TTNის მკურნალობა? - ახალშობილების ტრანზიტორული ტაქიპნოე TTN ჩვეულებრივ გაივლის 3 დღის ასაკში, მკურნალობა მოიცავს :

● ჟანგბადის ადექვატური რაოდენობით მიწოდებას
● ტემპერატურის კონტროლს - ეს იცავს ბავშვს გადაციებისაგან ან გადახურებისაგან.
● ზონდით კვებას - თუ ბავშვი აქვს სუნთქვის გაძნელება, შეიძლება ვერ მიიღოს საკვები ბოთლიდან. ზონდით კვების დროს პატარა მილი პირის ან ცხვირის ღუს საშუალებით გაივლის ყელს და ხვდება კუჭში. ზონდის დახმარებით კუჭში შეჰყავთ დედის რძე ან ხელოვნური ფორმულა.
● ანტიბიოტიკოთერაპია - ანტიბიოტიკები ხელს უშლიან ინფექციების განვითარებას.

ნ. ორაგველიძე

ნ. კაკაბაძე

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close