ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: რა არის ახალშობილთა კონიუნქტივიტი?

     რა არის ახალშობილთა კონიუნქტივიტი?- ახალშობილთა კონიუნქტივიტი ეს არის მდგომარეობა რომელიც ხასიათდება: ქუთუთოების შეშუპებით, თვალის სიწითლით და სხვა თანმხლები ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალშობილთა კონიუნქტივიტი ძირითადად გამოწვეულია იმ ინფექციური დაავადებებით, რომელიც დედას გადაეცემა სქესობრივი გზით. ხშირად გამომწვევი არის ქლამიდია, გონორეა ან ჰერპესი. ორსულობის დაგეგმვამდე ქალების უმრავლესობა იტარებს გამოკვლევას აღნიშნული დაავადებების სადიაგნოსტიკოდ. ფიზიოლოგიური მშობიარარობისას უფრო მაღალია ინფექციის გადაცემის რისკი, ვიდრე საკეისრო კვეთისას. რა სიმპტომები ახასიათებს ახალშობილთა კონიუნქტივიტს? ახალშობილთა კონიუნქტივიტის სიმპტომები ვლინდება დაბადებიდან 2 დღის - 6 კვირის განმავლობაში. ესენია:
• სეროზული (წყლიანი) ან სქელი წებოვანი გამონადენი თვალიდან- რაც ფიზიოლოგიურ პირობებში არ ვლინდება
• თვალების სიწითლე
• თვალების ტკივილი ტირილის დროს 


   დაბადების შემდეგ ახალშობილთა უმრავლესობას უტარდება პროფილაქტიკა ანტიბიოტიკოთერაპია პროფილაქტიკის მიზნით, ამისთვის გამოიყენება თვალის ანტიბიოტიკი მალამოს ან წვეთის სახით. ეს ღონისძიება იცავს გონორეული კონიუნქტივიტისაგან, მაგრამ არ ახდენს  სხვა ინფექციური გენეზის კონიუნქტივიტის პრევენციას.

    როდის მივმართოთ ექიმს? დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ პატარას აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, რადგან ინფექციურმა კონოუნქტივიტმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, მათ შორის სიბრმავეც. 

სჭირდება თუ არა ჩემს პატარას დამატებითი გამოკვლევები? - დიახ. ლაბორატორიული კვლევები ტარდება გამომწვევი აგენტის იდენტიფიცირების მიზნით. ეს კვლევები მოიცავს:
როდის მივმართოთ ექიმს? დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ პატარას აღენიშნება ზემოთ 
• თვალიდან გამონადენი სითხის ანალიზს
• სისხლის საერთო ანალიზს
• თავზურგტვინის სითხის პუნქციას- (ლუმბალური პუნქცია)

როგორ ხდება ახალშობილთა კონიუნქტივიტის მკურნალობა?

•ანტიბიოტიკოთერაპია ბაქტერიული კონიუნქტივიტის დროს-მედიკამენტის მიღება ხდება პერორალურად ან ინტრავენურად (დასალევად ან ვენაში შესაყვანად). ანტიბიოტიკის ჯგუფს განსაზღვრავს დაავადების გამომწვევი აგენტი.

• ანტივირუსული მედიკამენტები ვირუსული კონიუნქტივიტის, კერძოდ ჰერპესული კონიუნქტივიტის დროს.
ჰოსპიტალური მკურნალობა საჭიროა თუ აღენიშნება ინფექციური პროცესის გავრცელება სხეულის სხვა ნაწილებშიც. 

არსებობს თუ არა ახალშობილთა კონიუნქტივიტის პრევენციული ღონისძიებები?-დიახ. 

• დაუკავშირდით ექიმს თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას ან ხართ ორსულად. ექიმი შეგამოწმებთ იმ ინფექციურ დაავადებებზე, რომლებიც იწვევენ ახალშობილთა კონიუნქტივიტს. საჭიროებისას ჩაგიტარდებათ სათანადო მკურნალობა მშობიარობამდე, ეს დაიცავს პატარას შემდგომი გართულებებისგან

• გადაამოწმეთ ექიმთან მშობიარობის შემდგომ ჩაუტარდა თუ არა თქვენს პატარას, ანტიგონორეული კონიუნქტივიტის პროფილაქტიკა ანტიბიოტიკით.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close