ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: სეზონური ალერგია ბავშვებში

რა არსი სეზონური ალერგია?
სეზონური ალერგია („თივის ცხელება“)  წარმოადგენს მდგომარეობების ჯგუფს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ცემინება, ცხვირის გაჭედვა და რინიტი. სიმტომებს ადგილი აქვს წელიწადის განსაზღრულ დროს. სეზონური ალერგიის უმეტესობა გამოწვეულია: ხის მტვერით, ბალახებით, სავერელა მცენარეებით, მიწის სპორებით რომლებიც იზრდებიან ტენიან ადგილებში.
ჩვეულებრივ ადამიანი ჩაისუნთქავს ამ ნივთიერებას ყოველნაირი პრობლემის გარეშე, მაგრამ  როდესაც ადამიანს აქვს სეზონურრი ალერგია მისი იმუნური სისტემა მოქმედებს ისე რომ ნივთიერება მავნებელია სხეულისთვის, რაც იწვევს ზემოთ აღნიშნულ სიმპტომებს.
სეზონური ალერგიები პირველად გხვდება ბავშვთა ასაკში. არის ხანგრძლივი მიმდინარეობის, თუმცა დროთადრო სიმპტომების მხრივ შეიძლება გააუმჯობესდეს ან გაუარესდეს.ზოგჯერ გვხვდება ოჯახებში. ზოგჯერ სეზონური ალერგიის დროს სიმტომები აღინიშნება მთელი წლის განმავლობაში. ასეთი წლიური სიმპტომები შეიძლება გამოჭვეული იყოს: 
მწერებით, როგორიც არის მტვრის ტკიპა 
ტარაკანით
ცხოველებით კატა და ძაღლი
ნიადაგის სპორებით
ბავშვთა უმრავლესობას სეზონურ ალერგიასთან ერთად ასევე აქვს ასთმა. ასთმა წარმოადგენს მდგომარეობას რომელიც იწვევს სუნთქვის განელებას.
რა არის სეზონური ალერგიის სიმპტომები?
ცხვირის გაჭედვა,რინიტი ან ხშირი ცემინება
ქავილი ან წითელი თვალები
ყელის ტკივილი ან ყელის ან ყურის ქავილი
ძილის განელების გამო ღამით სიარული რაც იწვევს დაგლილობას და კონცენტრაციის დაქვეითებას დღის განმავლობაში
ბავშებს ცხვირის გაჭვედის გამო შესაძლებელია გამოუმუშავდეთ ღია პირით სუნთქვის ჩვევა. 
აღნიშნული სიმპტომების გამწვავება გავლენას ახდენს სიცოცხლის ხარისხზე, აქვეითებს შრომის უნარიანობას და იწვევს კონცენტრაციის გაფანტვას, რაც ხელს უშლის სწავლაში ან სპორტში. 
შესაძლებელია ბავშვმა ვერ თქვას რა აწუხებს მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ სიმპტომების გამოვლენის საფუძველზე დაავადების დიაგნოსტირება.( მაგ: დაავადება  მეორდება ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს  და ხანგრძლივდება დროში. )
სეზონური ალერგიის სიმპტომები 2 წლის ასაკში პრაქტიკულად არ ვლინდება. თუ მსგავსი სიმპტომები აღმოაჩინეთ 2 წლამდე მიმართედ ექიმს. 
არსებობს სეზონური ალერგიის გამოკვლევა?
დიახ!!! მაგალითად კანის ტესტები. რომელიც ეხმარება ექიმს თუ რომელ ალერგენზე არის ალერგიული ბავშვი.
როგორ ვუმკურნალოთ სეზონურ ალერგიას?
სეზონური ალერგიის შემთხვევაში სიმპტომების შემცირების შემთხვევაში აუცილებელია შემდეგი სახის მკურნალობა. 
ცხვირის გასუფთავება მარილიანი წყლით (ცხვირის გასუფთავების შემთხვევაში ხდება მტვრის ნაწილაკების მოშორება)
სტეროიდული ნაზალური სპრეი (თუ სტეროიდების გამოყენება დაგჭირდათ თვეში 2-ზე მეტჯერ ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმის მონიტორინგი)
ანტიჰისტამინები გვეხმარებიან ქავლის, ცემინების, რინიტის სიმპტომების შემცირებაში. ზოგი ანტიჰისტამინი იწვევს დაღლილობას და რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. 
შეგვიძლია სეზონური ალერგიის სიმპტომების პრევენცია? 
დიახ! თუ ალერგია ვითარდება ერთი და იმავე დროს სიმპტომების პრევენციის მიზნით შეგვიძლია მკურნალობა დავიწყოთ 1-2 კვირით ადრე. ალერგიის პრევენცია შეიძლება ასევე ალერგენის მოცილების მიზნით. მაგალითად თუ ბავშვი ალერგიულია მტვერზე:
სავარაუდო ალერგიის სეზონის დროს არ გაუშვა გარეთ
დახურეთ კარები და ფანჯრები და გამოიყენეთ კონდიცონერი
დაბანეთ ტანი და თავი დაძინების წინ რათა მოშორდეთ მათ მტვერი რაზეც არიან ალერგიულები.
და გამოიყენეთ მტვერსასრუტი Hეპა ფილტრით და შეძლებისდაგვარად დაასუფთავეთ სახლი.


გისურვებთ ჯამრთელობას
„სასწრაფო პედიატრი“

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close