ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: საფენისმიერი დერმატიტი

 საფენისმიერი დერმატიტი (გამონაყარი საფენის არეში)
       რა არის საფენისმიერი დერმატიტი? ეს არის  გამონაყარი, რომელიც ვითარდება  საფენით დაფარული კანის არეში.საფენის გამონაყარი ძალიან გავრცელებულია და შეიძლება   გამოუვლინდეს ნებისმიერ პატარას, რომელიც ატარებს საფენს.
         საფენისმიერი დერმატიტის  მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებში და  რამოდენიმე დღეში გაივლის.
       რა იწვევს საფენისმიერ  დერმატიტს?  საფენის არეში   გამონაყარის განვითარებას იწვევს:                                                
შარდით ან განავლით კანის გაღიზიანება. საფენისმიერი  გამონაყარი განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში,რომელთაც აქვთ დიარეა ან მკურნალობენ ანტიბიოტიკებით.
საფენის არომატები და საღებავები,რომლის მიმართაც ბავშვს უვითარდება  კონტაქტური დერმატიტი.
კანის დაავადებები ან ინფექციები ,რომლებიც  ვლინდება საფენის არეში, მაგრამ არ არიან გამოწვეული საფენის ტარებით.
          რა სიმპტომები ახასიათებს საფენისმიერ  დერმატს? სიმპტომები დამოკიდებულია გამონაყარის მიზეზზე. საფენისმიერი დერმატიტის ნიშნებია: 
კანის სიწითლე,მტკივნეულობა და ქავილი
კანის აქერცვლა
კანზე სითხის შემცველი ყვითელი ბუშტუკების განვითარება
           თუ საფენის არეში გამონაყარი გამოწვეულია  კანის ინფექციით,  გამონაყარი შეიძლება სხეულის სხვა ნაწილებზეც გავრცელდეს.
 უნდა მივმართოთ თუ არა ექიმს საფენისმიერი დერმატიტის დროს ? უმეტესად განკურნება შესაძლებელია სახლის პირობეში, მაგრამ უნდა მიმართოთ ექიმს თუ:
გამონაყარი უარესდება და რამოდენიმე დღის მკურნალობის მიუხედავად არ უმჯობესდება.
ბავშვს აქვს დიარეა და ცხელება > 38 ჩ 

როგორ უნდა უმკურნალოთ საფენისმიერ დერმატიტს? 
გამოიყენეთ საფენი,რომელიც მაქსიმალურად ატარებს ჰაერს.
შეუმოწმოთ პატარას საფენი 2-3 სთ-იანი ინტერვალით და  შეცვალეთ სველი საფენი ხშირად.
ყურადღებით გაწმინდეთ საფენის შიგნით კანი, დაბანეთ თბილი წყლით და რბილი ღრუბლით. თუ თქვენ გამოიყენებთ საპონს, შეარჩიეთ რბილი და უსუნო  საპონი და კანი კარგად შეამშრალეთ ბანაობის შემდეგ, რბილი  პირსახოცით.
წაუსვით მალამო საფენის ყოველი გამოცვლისას, გამოიყენეთ ისეთი საშუალებები, რომელიც შეიცავს თუთიის (ცინკის)  ოქსიდს ან ვაზელინს.
გამოიყენეთ ერთჯერადი საფენები, ქსოვილის საფენის ნაცვლად (როდესაც თქვენს ბავშვს აქვს საფენის გამონაყარი).
      თუ გამონაყარი ინფიცირებულია, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სპეციალური საშუალებები  ადგილობრივად წასასმელად.  
   როგორ ავიცილოთ თავიდან საფენისმიერი დერმატიტი? იმისთვის,რომ თქვენს ბავშვს თავიდან ააცილოთ საფენისმიერი  გამონაყარი: 
ხშირად გამოუცვალოთ საფენი
ნაზად გაასუფთავეთ კანი _ გამოიყენეთ თბილი წყალი და რბილი ქსოვილი
საპნის გამოყენებისას - საპონი უნდა იყოს რბილი და უსუნო, შემდეგ შეამშრალეთ  კანი მშრალი,  რბილი პირსახოცით.
გამოიყენეთ უალკოჰოლო სველი ხელსახოცი (თუ თქვენ იყენებთ ბავშვის ხელსახოცს)
ყოველი საფენის გამოცვლის დროს წაუსვით კანზე ან საფენზე დამცავი მალამო


 


This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close