ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ყბაყურა


რა არის ყბაყურა?- ყბაყურა არის ვირუსული ინფექცია.  ის იწვევს ყბაყურა ჯირკვლების შეშუპებას.(მდებარეობს  ყურის წინ და ყბის ზემოთ). ყბაყურა ადრე უფრო ფართოდ იყო გავრცელებული ვიდრე დღესდღეისობით, რადგან ამჯამად ბავშვების უმეტესობას უტარდება ვაქცინაცია . ექიმები იძლევიან რეკომენდაციას, რომ ბავშვებს  რუტინულ აცრებთან ერთად ჩაუტარდეთ ვაქცინაცია  წწყ-ს კომბინირებული  ვაქცინით, რაც გარდა ყბაყურასი მოიცავს ასევე წითელას და წითურას.

ყბაყურას სიმპტომები
ზოგიერთ ადამიანს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს სიმპტომები, მარგარმ ძირითადად ადრეულ სიმპტომებს მიეკუთვნება:
●ცხელება
●დაღლილობის შეგრძნება
●თავის ტკივილი
●უმადობა
ადრეული ნიშნების გამოვლინდებიდან დაახლოებით 2 დღის შემდეგ  ვლინდება ყბაყურა ჯირკვლების შეშუპება.

როგორ ვრცელდება ყბაყურა?

თუ თქვენ არ გაქვთ გადატანილი ყბაყურა ან არ ხართ ვაქცინირებული წწყ-თი შეიძლება გადაგედოთ ყბაყურა დაავადებული პირის გარემოცვაში ყოფნისას. სიმპტომები იწყება  კონტაქტიდან  14-დან 18 დღემდე ვადაში. 
უნდა წავიდე თუ არა ექიმთან ან ექთანთან თუ ფვირობ,  რომ მე ან ჩემს შვილს გვაქვს ყბაყურა? -არა, წინასწარ დარეკვის გარეშე არ წახვიდეთ ექიმთან. თქვენი ექიმი ან ექთანი გეტყვით ტელეფონით როგორ მოიქცეთ, ამით თავიდან აირიდებთ სხვა ადამიანის დასნებოვნების რისკს ექიმის ოფისში. 
თუ თქვენს ქვეყანაში არის ყბაყურას აფეთქება (ბევრი ადამიანი არის დასნებოვნებული) დაურეკეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს არ აღენიშნებათ ყბაყურას სიმპტომები. ექიმი შემოგთავაზებთ ვაქცინის დამატებით დოზას, იმ შემთხვევაშიც კი თუ უკვე ხართ აცრილი. 

შემიძლია თუ არა რაიმე გავაკეთო მე თვითონ რათა თავი ვიგრძნო უკეთ?- დიახ სიმპტომების გაუმჯობესებისთვის  თქვენი ექიმი ან ექთანი მოგცემთ რეკომენდაციებს:
● დაიდეთ სათბური  შეშუპებულ არეზე, ამისათვის დაასველეთ სუფთა ქსოვილი თბილ წყალში და დაიფინეთ აღნიშნულ ადგილას, მას შემდეგ რაც ქსოვილი გაგრილდება, კვლავ  გაათბეთ წყლის საშუალებით, ეს პროცედურა გაიმეორეთ რამოდენიმე საათში ერთხელ 10-15 წთ-ით. 
●მიიღეთ აცეტამინოფენი ან იბუპროფენი ტკივილის და ცხელების სამართავად. მოზრდილებმა ასევე შეიძლება მიიღონ ასპირინი ამ მიზნით, მაგრამ 18 წლამდე ასაკში არ გამოიყენოთ ასპირინი და მისი შემცველი მედიკამენტები, რეის სინდრომის განვითარების რისკის გამო. 

როდის ვიგრძნობ თავს უკეთესად?- ყბაყურათი დაავადებული ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს  დაახლოებით 2 კვირაში. იშვიათ შემთხვევაში ყბაყურა იწვევს შემდეგ გართულებებს:
●ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის შეშუპებას ბიჭებში და კაცებში
●საკვერცხეების ანთებას გოგონებში და ქალებში
●სიყრუეს

იწვევს თუ არა წწყ ვაქცინა აუტიზმს?- არა. მრავალი კვლევის ჩატარების შემდეგ მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს კავშირი აუტიზმსა და წწყ ვაქცინას შორის? დიდი ხნის წინ ჩატარებულმა ერთმა კვლევამ აჩვენა კავშირი მათ შორის , მაგრამ ეს კვლევა არ აღმოჩნდა მართალი. 










This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close