ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: წითელა


წითელა არის ინფექცია რომელიც იწვევს გამონაყარს, ცხელებას და ხველას. გამომწვევია  წითელას ვირუსი. მისთვის დამახასიათებელია ძალიან  იოლი გავრცელება   ადამიანიდან ადამიანზე. 

არსებობს ვაქცინა MMR(წწყ), რომელიც ადამიანს იცავს 3 განსხვავებული ინფექციისგან, ესენია: წითელა, წითურა და ყბაყურა. საჭიროა წწყ-ს 2 დოზა  წითელასგან თავის დასაცავად.

რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან:
● ბავშვები რომელთა ასაკი ნაკლებია წითელას ვაქცინაციისთვის განკუთვნილ ასაკზე
●ადამიანები , რომელთაც არასოდეს ჩაუტარებიათ ვაქცინაცია წითელას წინააღმდეგ
●ადამიანები, რომელთაც არ მიუღიათ ვაქცინის მეორე დოზა
●ადამიანები, რომელთაც ჩაიტარეს არასრულფასოვანი ვაქცინაცია (ვაქცინის ვარგისიანობის პრობლემა)
დაავადების რისკს ზრდის იმ ქვეყნებში წასვლა სადაც წითელას ვაქცინაცია არ არის გავრცელებული (კალენდრით გათვალისწინებული) ან ასეთი ქვეყნების მაცხოვრებლების გარემოცვაში ყოფნა. 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში წითელას აფეთქება მოხდა შეერთებულ შტატებში, უკავშირედებოდა კალიფორნიის ერთ-ერთ გასართობ პარკს. ადამიანების უმეტესობას, ვინც ამ შემთხვევის დროს დაავადდა არ ჰქონდა ჩატარებული წწყ ვაქცინაცია. 
წითელას შეუძლია გამოიწვიოს  ფილტვების, ყურისა და ტვინის  გრძელვადიანი პრობლემები, რაც საკმაოდ საშიშია ჯანმრთელბისთვის. ადამიანი შეიძლება დაიღუპოს წითელას გამო  ან მისი გართულებებით. 
ზოგიერთ ადამიანს  აქვს მაღალი რისკი წითელას სერიოზული გართულებების განვითარების. მათ მიეკუთვნება:
●ადამიანები შიდსით/აივით ან კიბოთი
●ორსული ქალები
●ადამიანები , ვინც არ იღებენ საჭირო საკვებს და ვიტამინებს
●მცირე ასაკის ბავშვები
● მოხუცი ადამიანები

სიმპტომები
პირველ სიმპტომებს მიეკუთვნება:
●ცხელება მეტი 104ºF (40ºC)
●გაციების მაგვარი შეგრძნება
●უმადობა
●ლაქები პირის ღრუში-შეიძლება წააგავდეს მარილის მარცვლებს
პირველი სიმპტომების შემდეგ ბევრ ადამიანს აქვს:
●წითელი (სველი) თვალები, თვალები ასევე შეიძლება იყოს სინათლეზე ექსტრასენსიტიური
●ხველა და ცემინება
●წითელი ფერის გამონაყარი, რომელიც იწყება სახის მიდამოდან და ვრცელდება მთელს სხეულზე, გამონაყარის ელემენტები შეიძლება გაერთიანდნენ და შექმნან  წითელი ლაქა
●ყელის ტკივილი

ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს გამონაყარის გამოჩენიდან 2 დღის შემდეგ. 3 ან 4 დღეში გამონაყარი იფერება ყავისფრად და იწყებს უკუგანვითარებას. შეიძლება მოხდეს კანის აქერცვლა, როგორც ეს ხდება კანის მზით დამწვრობისას. ბევრ ადამიანს  უგრძელდება ხველა გამონაყარის უკუგანვითარებიდან  1 ან 2 კვირის განმავლობაში.
წითელათი დაავადებულ ზოგიერთ ადამიანს აქვს სიმპტომები, როგორიცაა- თავის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში ან სუნთქვის პრობლემები.

როგორ ვრცელდება წითელა?
თუ თქვენ არ გაქვთ გადატანილი წითელა ან არ ხართ ვაქცინირებული წწყ-თი, შეიძლება გადაგედოთ დაავადება ინფიცირებული პირისგან. ეს ხდება როგორც დაავადებულ ადამიანთან უშუალოდ კონტაქტის დროს ასევე იმ ადგილას ყოფნისას სადაც იმყოფებოდა დაავადებული ადამიანი.
ადამიანი გადამდებია გამონაყარის  გამოვლენამდე 5 დღით ადრე და გამონაყარის ალაგებიდან 4 დღის შემდეგ. 

უნდა დავურეკო თუ არა ექიმს ან ექთანს  თუ ვფიქრობ , რომ მე ან ჩემს შვილს აქვს წითელა? - დიახ. თუ ვლინდება ცხელება და გამონაყარი, დაურეკეთ ექიმს ან ექთანს, ის დაგისვამთ კითხვებს  და გეტყვით როგორ მოიქცეთ. არ წახვიდეთ ექიმის ოფისში მასთან დარეკვის გარეშე, რადგან ინფექცია ვრცელდება ძალიან მარტივად და თქვენ შეიძლება დაასნებოვნოთ ექიმის ოფისში მყოფი სხვა ადამიანები.

რა უნდა გავაკეთო თუ მქონდა კონტაქტი წითელათი დაავადებულ პირთან?- თუ თქვენ ან თქვენი შვილი არ ხართ ვაქცინირებული წწყ-თი დაურეკეთ ექიმს ან ექთანს.ჯერ კიდევ  შესაძლებელი იქნება დაავადების თავიდან აცილება.
თუ დროულად ჩაიტარებთ ვაქცინაციას ის შეაჩერებს ინფექციას ან ხელს შეუწყობს მის მსუბუქ ფორმებში განვითარებას. ადამიანებს , რომლებსაც არ შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება შეიძლება მიიღონ წამალი, რაც დაეხმარებათ დაავადების თავიდან აცილებაში.  
არსებობს თუ არა ტესტი წითელას სადიაგნოსტიკოდ?-დიახ. ექიმს ან ექთანს შეუძლია სისხლის ანალიზის გაკეთება, მაგრამ ეს ტესტი როგორც წესი არ არის საჭირო, რადგან გასინჯვის და სიმპტომების საფუძველზე ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია დიაგნოზის დასმა. 

როგორ უნდა ვუმკურნალოთ წითელას?- უმეტეს შემთხვევაში წითელას არ სჭირდბა სპეციფიკური მკურნალობა. საჭიროა:
●დასვენება
●დიდი რაოდენობით სითხის მიღება
●აცეტამინოფენი, ცხელების და ტკივილის სამართავად

არ გამოიყენოთ ასპირინი და მისი შემცველი მედიკამენდები 18 წლამდე ასაკის პირებში რეის სინდრომის განვითარების თავიდან აცილების მიზნით. 
თუ თქვენს  ბავშვს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია ან წითელასთან ერთად აქვს ჯანმრთელობის სხვა პრობლემა , ექიმმა შეიძლება გამოიყენოს ვიტამინი A.
გართულებების შემთხვევაში ექიმი მკურნალობს უშუალოდ ამ მდგომარეობას(მაგ. ყურის ინფექცია)

შესაძლებელია პრევენცია?- დიახ. წწყ ვაქცინა წარმოადგენს წითელას განვითარების პრევენციას. ყველა ბავშვს 12-დან 15-თვემდე უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია, განმეორებითი დოზა საჭიროა 4 დან 6 წლამდე. (სანამ ბავშვი შევა სკოლაში)
მოზრდილებს და უფროსი ასაკის ბავშვებსაც სჭირდებათ ვაქცინაცია, მათ ჯგუფს მიეკუთვნება:
●ჰოსპიტალის ან სხვა სამედიცინო დაწესებულების მუშაკები
●სტუდენტები, რომელთაც არ აქვთ დოკუმენტურად დასაბუთებული ვაქცინის 2 დოზის მიღება

ზოგიერთმა ადამიანმა ვაქცინაციამდე  უმჯობესია ჩაიტაროს ტესტი წითელაზე. მათ მიკეუთვნება შიდსით/აივით ან კიბოთი დაავადებული პირები, ასევე ვინც იღებენ განსაზღვრულ მედიკამენტებს. წწყ-ს ვაქცინა შეიცავს  მცირე რაოდენობით ჟელატინს  და ანტიბიოტიკს. თუ თქვენს შვილს აქვს ალერგია ან გამოუვლინდა ალერგიული რეაქცია ვაქცინაზე აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.
როგორ უნდა მოვიქცე თუ ვგეგმავ ორუსლობას?- დარწმუნდით რომ წარსულში ჩატარებული გაქვთ ვაქცინაცია. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ექთანს რათა მან ჩაატაროს შესაბამისი ტესტი. ორსულობის დროს წითელათი დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითნებითი აბორტი  (20 კვირამდე) ან ნაადრევი მშობიარობა. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ორსულობამდე 4 კვირით ადრე მაინც. 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close