ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ტეტანუსი

                                           
რა არის ტეტანუსი?  
ტეტანუსი სერიოზული ინფექციაა, რომელიც იწვევს კუნთების სპაზმსა და გაშეშებას. მას სხვანაირად “lockjaw”-ს (ჩაკეტილი ყბის სახსარი) ეძახიან, ვინაიდან ამ დროს, სახის კუნთების ძლიერი დაჭიმულობის გამო, ხდება ყბის სახსრის ჩაკეტვა -ტრიზმი. 
ტეტანუსის გამომწვევი ბაქტერია არსებობს ნიადაგში. ადამიანის ორგანიზმში მისი მოხვედრა ხდება კანის საფარველის დაზიანების შედეგად ჭრილობის ან ნაკაწრის არსებობისას. მოსახლეობის უმრავლესობა დაცულია ამ ინფექციისგან ვაქცინაციის წყალობით. 
როგორია ტეტანუსის სიმპტომები? 
კისრისა და ქვედა ყბის სახსრის მოძრაობის შეზღუდვა კუნთების დაჭიმულობის გამო;
სარდონიული ღიმილი - შეჭმუხნული, შეწუხებული შუბლი და ტუჩებზე ღიმილის მიმიკა, რომელიც გამოწვეულია სახის კუნთების დაჭიმულობით და შეუძლებელია მათი მოდუნება; 
სხეულის კუნთების მტკივნეულობა და დაჭიმულობა, რომელიც არ იხსნება; 
სუნთქვის და/ან ყლაპვის გაძნელება;
აღგზნება და გაღიზიანებადობა;
გაძლიერებული ოფლდენა,რომელიც არ არის დაკავშირებული ფიზიკურ ვარჯიშთან ან მომატებულ ტემპერატურასთან;
გილისცემის გახშირება და რითმის დარღვევა;
ცხელება;
კუნთების მტკივნეული სპაზმები.
ტეტანუსის მძიმე ფორმების დროს კუნთების ძლიერი სპაზმის გამო, სხეულმა შესაძლოა მიიღოს „ხიდისებური“ - გადარკალული პოზა. ამ დროს აღინიშნება:
მუშტად შეკრული ხელები;
უკან გადარკალული სხეული;
დაჭიმული ფეხები;
ხელების მოძრაობა წინ და უკან;
სუნთქვის გაძნელება - შესაძლოა სუნთქვის გაჩერება კუნთოვანი სპაზმის დროს;
ტეტანუსის დროს შესაძლოა იყოს სხეულის კუნთთა მხოლოდ გარკვეული ჯგუფის დაჭიმულობა. მაგალითად მუცლის წინა კედლის კუნთების სპაზმი. თავისა და კისრის არეში არსებულ სპაზმებს ახასიათებს:
ყლაპვის გაძნელება;
დაჭიმულობა ქვედა ყბის სახსარში და კისრის არეში;
სახის ან თავის მწვავე ტკივილი;
უნდა მივმართო თუ არა ექიმს? 
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ:
მიიღეთ ნაჩხვლეტი ჭრილობა, მაგალითად ლურსმნით;
თუ გაქვთ ჭრილობა ან ნაკაწრი, რომელიც დაბინძურებულია;
ჭრილობაში არის უცხო სხეული;
გიკბინათ ცხოველმა და ტეტანუსის ბოლო აცრიდან გასულია ხუთი წელი ან მეტი ან არ გახსოვთ ხართ თუ არა ვაქცინირებული;
თუ დაავადებული ხართ დიაბეტით და მიიღეთ ჭრილობა;
გაქვთ კისრის და ქვედა ყბის სახსრის დაჭიმულობა, ასევე სხეულის სხვა კუნთების სპაზმი და არ შეგიძლიათ მათი მოდუნება; გაქვთ მტკივნეული სპაზმები;
სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.
არსებობს თუ არა ტეტანუსის სადიაგნოსტიკო ტესტები?
არა. მარტივი ტესტები არ არსებობს, თუმცა ექიმს, თქვენი  სიმპტომებისა და ვაქცინაციის სტატუსის  გათვალისწინებით, ასევე ობიექტური გასინჯვის საფუძველზე, შეუძლია ზუსტი დიაგნოზის დასმა. ტეტანუსი ძირითადად ემართებათ მათ, ვისაც  მიღებული აქვთ ჭრილობა და არ არიან ტეტანუსზე ვაქცნირებულები ან ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ არასრულყოფილად.
არის თუ არ ტეტანუსი საშიში ინფექცია?
დიახ. ტეტანუსით ინფიცირების შემთხვევაში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. გამოსავალი შესაძლოა ლეტალურიც კი იყოს. კუნთების სპაზმის დროს მოსალოდნელია სუნთქვის გაჩერება. 
როგორია ტეტანუსის მკურნალობა?
მკურნალობა ხდება სტაციონარში, თუ  საჭიროა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
სამკურნალო ღონისძიებები გულისხმობს:
ჭრილობის გასუფთავება და ქირურგიული დამუშავება - ზედმეტი ქსოვილების მოცილება, რომლებშიც შესაძლოა იყოს ტეტანუსის გამომწვევი.
ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტის მიცემა;
ტეტანუსის ვაქცინის ბუსტერ-დოზის ( დამატებითი დოზის) გაკეთება;
მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ კუნთების სპაზმს, სუნთქვის პრობლემებს, ტკივილს და სხვა სიმპტომებს;
სუნთქვის აპარატის გამოყენება სუნთქვის გაძნელების დროს;
საკვების მიწოდება სპეციალური ზონდით, როცა პაციენტი ვერ იღებს სითხესა და საკვებს;
აღდგენითი ფიზიკური თერაპია კუნთების სპაზმის შესამცირებლად.
არსებობს თუ არა ტეტანუსის პრევენცია?
დიახ. იმისათვის, რომ შეამციროთ ტეტანუსით ინფიცირების რისკი საჭიროა:
ჩაიტარეთ ვაქცინაცია. ვაქცინის მეშვეობით ორგანიზმი იძენს ტეტანუსის გამომწვევთან ბრძოლის უნარს. აშშ-ში ბავშვები იცრებიან გეგმიურად ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
აუცილებელია ბუსტერ-დოზის რეგულარულად მიღება. მოზრდილმა ადამიანმა ბუსტერ-დოზით ვაქცინაცია უნდა  ჩაიტაროს 10 წელიწადში ერთხელ. ჭრილობის მიღების შემთხვევაში დაგჭირდებათ ბუსტერ-დოზის შეყვანა, თუ თქვენი ბოლო ვაქცინაციიდან გასულია 5 წელზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საერთოდ არ ხართ 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close