ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ფუნგალური (სოკოვანი) მენინგიტი


რა არის ფუნგალური მენინგიტი? – ეს არის ინფექცია, გამოწვეული სოკოებით, რომელიც გავლენას ახდენს თავისა და ზურგის ტვინზე. ჩვეულებრივ, ეს ინფექცია არის ძალიან იშვიათი. მაგრამ 2012 წლის ადრეულ ოქტომბერში იყო ფუნგალური მენინგიტის აფეთქება აშშ–ში. ძირითადად იმ ადამიანებში ვლინდება, ვინც იკეთებს სტეროიდების ინექციებს. ეს სტეროიდული პრეპარატი დაბინძურებული იყო სხვადასხვა სახის სოკოების სპორებით, რომლებსაც „Exserohilum“ ეწოდება. 
სტეროიდული პრეპარატების ინექციები ხშირად ეძლევათ იმ ადამინებს, ვისაც აწუხებს კისრისა და ზურგის ტკივილები, ან სხვა პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ხერხემალს. ასეთი სახის ინექციებს ეწოდება ეპიდურალური ინექციები. ამ ინექციებს მიაქვთ მედიკამენტი ზურგის ტვინი მიმდებარე ქსოვილებში. 
ფუნგალური მენინგიტი არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე. თქვენ არ შეგიძლიათ დაინფიცირება იმ ადამინისგან, ვისაც აქვს ეს ინფექცია. 
რა არის სეპტიური ართრიტი?  – ეს არის ინფექცია, რომელიც აზიანებს სახსრებს, როგორიც არის მუხლის, მხრების, ბარძაყის სახსრები. ზოგიერთ ადამიანს განუვითარდა ეს ინფექცია სახსარში  სტეროიდების ინექციის შემდეგ. 
ფუნგალური მენინგიტის და სეპტიური ართრიტის გარდა არის კიდევ რამე სხვა პრობლემა? - დიახ. ზოგიერთ ადამიანს, ვინც სტეროიდებს იყენებდა, აღმოაჩნდა სხვა სახის ინფექციებიც. მაგალითად , ზოგიერთ ადამიანს გამოუვლინდა ძვლის ლოკალური ინფექცია, სპინალური ან შემაერთებელი ქსოვილის, რომელიც გარსს აკრავს ზურგის ტვინს. ამ ინფექციებს ეწოდება სპინალური ინფექციები ან პარასპინალური ინფექციები.  
რა ხდება თუ მე ვშიშობ დაინფიცირებას? თუ თქვენ ცხოვრობთ აშშ–ში და გაგიკეთებიათ სპინალური ინექციები ან სხეულის სხვა ნაწილში 2012 წლის 21 მაისიდან,  უნდა გამოიკვლიოთ, ხომ არ იყო ეს მედიკამენტი დაინფიცირებული. თუ დაადგინეთ, რომ მიღებული გაქვთ დაინფიცირებული მედიკამენტი, მიყევით ამ პუნქტებს:
გადაამოწმეთ  იმ დაწესებულებაში, სადაც თქვენ გაიკეთეთ ინექცია, იყო თუ არა მედიკამენტი დაინფიცირებული. 
თუ ჩამონათვალში არის ის დაწესებულება, სადაც თქვენ მკურნალობდით, გადაამოწმეთ მოხდა თუ არა თქვენი მკურნალობა ამ დაინფიცირებული მედიკამენტით. 
თუ გაქვთ მიღებული დაინფივცირებული მედიკამენტი, არ ჩავარდეთ პანიკაში. ბევრი ადამიანი, ვინც მიიღო ეს მედიკამენტი, არ გამხდარა ავად. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმ სიმპტომებს, რომელიც მიუთითებს დაინფიცირებაზე.
ფუნგალური მენინგიტის სიმპტომები? -  სიმპტომები მოიცავს:
ახალაღმოცენებული ან საშინელი თავის ტკივილი
ტემპერატურა
ღებინება
სინათლისადმი მგრძნობელობა
კისრის კუნთების რიგიდობა
სისუსტე სხეულის რომელიმე ნაწილში ან მოძრაობის შეზღუდვა კიდურებში
მეტყველების დარღვევა
ზოგიერთ ადამიანს ეწყება მძიმე სიმპტომები ინექციიდან  1-4 კვირის შემდეგ, მაგრამ სიმპტომები შეიძლება ზოგ ადამინში ადრე დაიწყოს, ზოგში ცოტა მოგვიანებით. ზოგიერთ ადამიანს აქვს მსუბუქი სიმპტომები, როგორიც არის მსუბუქი თავის ტკივილი, მაგრამ არ არის ტემპერატურა და სხვა სიმპტომები.
რა არის სეპტიური ართრიტის სიმპტომები? – სიმპტომები მოიცავს: 
ტემპერატურა
მზარდი ტკივილი
სიწითლე
ლოკალურად ტემპერატურის მატება
შეშუპება ინექციის ადგილზე 
რა არის სპინალური და პარასპინალური ინფექციის სიმპტომები? - სიმპტომები მოიცავს:  
მზარდი ხასიათის ტკივილი
შეწითლება
შეშუპება ინექციის ადგილას
სისუსტე და მგრძნობელობის შეცვლა ზურგის ქვედა ნაწილში ან ქვედა კიდურებში
ტემპერატურა
ზურგის ტკივილი
თავის ტკივილი
უნდა მივმართო თუ არა ექიმს ან მედდას? - თუ მიგიღიათ დაინფიცირებული მედიკამენტი ან გამოგივლინდათ რაიმე სიმპტომები, უნდა მიმართოთ ექიმს ან გადაუდებელ განყოფილებას. თუ გაქვთ მსუბუქი თავის ტკივილი ან თავს გრძნობთ სუსტად, უნდა მიმართოთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. ფუნგალური მენინგიტი, სეპტიური ართრიტი და სხვა ინფექციები, გამოწვეული დაინფიცირებული წამლით, შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა მოხდეს დაუყოვნებლივ.
მჭირდება თუ არა გამოვკვლევები? - თუ მკურნალობდით დაინფიცირებული მედიკამენტით და გაქვთ რაიმე სიმპტომები გამოწვეული ფუნგალური მენინგიტით, გჭირდებათ გამოკვლევები:
ლუმბალური პუნქცია - ამ გამოკვლევით ექიმი იღებს სითხეს თქვენი ზურგის ტვინის მიმდებარე არედან, რომელიც მოწმდება ინფექციის არსებობაზე.
თუ თქვენ მკურნალობდით დაინფიცირებული მედიკამენტით და გაქვთ რაიმე სიმპტომები ლოკალური ინფექციის ზურგის ტვინნის არეში, თქვენმა ექიმმა უნდა გააკეთოს MRI და აიღოს სითხე დაინფიცირებული არედან. უნდა იქნას გაკონტროლირებული ეს სითხე ინფექციაზე.
თუ თქვენ მკურნალობდით დაინფიცირებული მედიკამენტით და არ გაქვთ არანაირი სიმპტომები, თქვენ არ გჭირდებათ გამოკვლევები. 
როგორ ვუმკურნალოთ? - თუ თქვენ გაქვთ ფუნგალური მენინგიტი, სეპტიური ართრიტი ან სპინალური და პარასპინალური ინფექციები, გესაჭიროებათ სტაციონარული მკურნალობა სპეციალური „ანტი-ფუნგალური“ (სოკოს საწინააღმდეგო) მედიკამენტით. ეს მედიკამენტები „კლავენ“ სოკოს. თავდაპირველად ეს მედიკამენტები კეთდება ი/ვ (ინტრავენურად), შემდგომ მიიღება ტაბლეტირებული სახით. მკურნალობა გრძელდება რამოდენიმე თვეების მანძილზე. თუ თქვენ გრძნობთ თავს უკეთ მედიკამენტის რამოდენიმეჯერ მიღების შემდეგ, არ შეწყვიტთ მისი მიღება. ინფექცია შესაძლოა დაბრუნდეს უკან, თუ არ იქნა სათანადოდ ნამკურნალები. 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close