ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ალერგია მიწის თხილზე

რა არის ალერგია მიწის თხილზე?
ალერგია მიწის თხილზე, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა აღნიშნულ ალერგენს აღიქვამს როგორც მავნე ფაქტორს. თუ ადამიანი შეჭამს, შეისუნთქავს ან შეეხება მიწის თხილს მის ორგანიზმში ჩაირთვება ალერგიული რეაქციები.
რა სიმპტომები აქვს ალერგიულ რეაქციას? - ჩვეულებრივ სახეზეა შემდეგი სიმპტომები:
გამონაყარი, რომელიც კანზე ვლინდება წითელი ლაქების სახით, გამოხატულია ქავილი.
სახის, ქუთუთოების, ყურების, პირის ღრუს, ხელებისა და ფეხების შეშუპება
ენის შეშუპება
გაძნელებული სუნთქვა, ხმაურიანი სუნთქვა (ქოშინი), ხველება  
გულისრევა, პირღებინება ან დიარეა
თავბრუსხვევა და გონების დაბინდვა         
ლეტალური გამოსავალი (იშვიათად)
 
მძიმე ალერგიულ რეაქციას უწოდებენ „ანაფილაქსიას.“ ანაფილაქსიური რეაქციის დროს ადამიანები ძალიან მოკლე დროში ავადდებიან, შედეგები შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.
 
იშვიათ შემთხვევებში ალერგია მიწის თხილზე, გამოვლინდება შემდეგი სახით:
 
ეგზემა - მდგომარეობა, როდესაც გამოხატულია კანის ქავილი და აშრევება.
ეზოფაგიტი - მდგომარეობა, როდესაც გამოხატულია ყლაპვის გაძნელება და გულძმარვა.
 
არსებობს თუ არა სადიაგნოსტიკო ტესტები აღნიშნულ ალერგიაზე?
 
არსებობს. თქვენი ექიმი ან ექთანი გამოგკითხავთ მიღებულ საკვებზე, შეაფასებს სიმპტომებს.  ასევე ჩაგიტარებთ ტესტს, რომელიც გულისხმობს:
 
კანის სინჯი - აღნიშნული ტესტის ჩასატარებლად, თქვენი ექიმი ან ექთანი დაგაწვეთებთ ერთ წვეთ მიწის თხილის ელემენტების შემცველ სითხეს და  კანზე გიჩხვლეტთ, შემდგომ დააკვირდებიან  რეაქციას, არის თუ არა სიწითლე ან ქავილი.
სისხლის ტესტი - სისხლში ხდება სპეციფიკური ანტისხეულების(ცილების) აღმოჩენა, რომელსაც “IგE” ეწოდება.
 
არსებობს კიდევ ერთი ტესტი, რომელსაც „კვებისმიერი გამომწვევი“ ეწოდება. ამ ტესტის მიხედვით პაციენტი ღებულობს გარკვეული რაოდენობის მიწის თხილს, რის შემდეგაც აკვირდებიან ალერგიულ რეაქციებს. გახსოვდეთ, რომ ეს ტესტი ტარდება ექიმის კაბინეტში ან საავადმყოფოში, სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ.
 
როგორ იკურნება ალერგია მიწის თხილზე?
 
ამ დროისთვის აღნიშნული ალერგიული რეაქცია არ იკურნება. მკურნალობა სიმპტომურია, რისთვისაც გამოიყენება ადრენალინის ინექცია. არსებობს ერთგვარი ავტომატური მოწყობილობები, რომლებიც ადრენალინის დოზას ავტომატურად გამოისვრიან. ეს აპარატი არგიული რეაქციის მქონე პირებმა მუდმივად თან უნდა იქონიონ, ალერგიული რეაქციის დროს საჭიროა გავიკეთოთ ინექცია და გამოვიძახოთ სასწრაფო.
       თუ თქვენ არ გაქვთ აღნიშნული მოწყობილობა, ალერგიული რეაქციის დროს  ერთადერთი სწორი ქმედებაა სასწრაფოს გამოძახება და ლოდინი, ნუ შეეცდებით დამოუკიდებლად მიხვიდეთ სამედიცინო დაწესებულებაში.
 
 
როგორ შეიძლება თავი ავარდოთ ალერგიას მიწის თხილზე?
 
ერთადერთი გზა აღნიშნული ალერგიული რეაქციის თავიდან ასარიდებლად არაქისის ან არაქისის შემცველი პროდუქტების სრული აკრძალვაა. თქვენ მუდმივად უნდა შეამოწმოთ საკვებად მისაღები პროდუქტის შემცველობა. რიგ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, საკვები პრიდუქტების კომპანიები ვალდებულნი არიან არაქისის შემცველობა მიუთითონ გასაყიდი პროდუქციის ეტიკეტზე.
 
არსებობს პროდუქტები, რომელთა ეტიკეტზე დატანებულია შემდეგი წარწერა „შესაძლოა შეიცავდეს მიწის თხილს,“ ამ ტიპის საკვები დამზადებულია ისეთ ქარხნებში სადაც ხდება მიწის თხილის დამუშავება. არსებობს შანსი, რომ  მსგავს ობიექტებში დამზადებული საკვები შეიცავდეს მიწის თხილის ელემენტებს, ამიტომ მისი მიღებისგან თავი უნდა შევიკავოთ.
 
მიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოების თავისებურებათა გათვალისწინება. მაგალითად აზიური, აფრიკული და მექსიკური  კერძები ხშირად შეიცავენ მიწის თხილის ინგრედიენტებს, მათი მიღების დროს საჭიროა ყურადღებით შემოწმდეს  შემცველობა. 
 
რა უნდა ვიცოდეთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს ალერგია მიწის თხილზე? 
 
ადამიანებს ალერგიული რეაქციით არაქისზე, უნდა ახსოვდეთ:
 
ალერგია შეიძლება გამოიწვიოს იმ ადამიანის, რომელმაც მიირთვა არაქისი, ნერწყვის მოხვედრამ თქვენი პირის ღრუში (მაგ. კოცნის დროს).
არეგიული რეაქცია არ გამოვლინდება მხოლოდ არაქისის კარაქის დაყნოსვის დროს.
ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს არაქისის შეყნოსვამ, მაგალითად იმ პირთან კონტაქტის დროს, რომელიც ლაპარაკის პარალელურად ჭამს მიწის თხილს
თუ თქვენ მიდრეკილი ხართ ალერგიისკენ, რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს სხვა მსგავსმა პროდუქტებმა
როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენს ბავშვს აქვს ალერგია მიწის თხილზე?
თუ თქვენს შვილს აქვს ალერგია არაქისზე, თქვენ ვალდებული ხართ აუხსნათ მომვლელს, სკოლის ან რაიმე ტიპის ბანაკის პასუხისმგებელ პირებს:
რა პროდუქტები უნდა მიიღოს ან არ მიიღოს თქვენმა შვილმა
შეადგინეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც ისინი იმოქმედებენ ალერგიული რეაქციის გამოვლენის დროს.
აუხსენით მათ თქვენი შვილის ადრენალინის საინექციო მოწყობილობის გამოყენების წესები, უთხარით სად ინახავთ მას.
დარწმუნდით, რომ მათ იციან როგორ დაგიკავშირდნენ თქვენ ან ბავშვის მკურნალ ექიმს ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში.
 
 
შესაძლოა თუ არა თქვენმა შვილმა ასაკთან ერთად დაძლიოს ალერგიული რეაქცია მიწის თხილზე?
 
ადამიანთა უმეტესობას ალერგია არაქისზე რჩებათ სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა დასაშვებია გამონაკლისებიც. მკურნალი ექიმი ვალდებულია აღნიშნული  ბავშვები ჰყავდეს მეტვალყურეობის ქვეშ, ხანგრძლივი დროის მანძილზე, რათა საფუძვლიანად დარწმუნდეს დაძლიეს თუ არა მათ ალერგია.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close