ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ცელულიტი და წითელი ქარი

რას წარმოადგენს ცელულიტი და წითელი ქარი? - ცელულიტი და წითელი ქარი კანის ინფექციური დაავადებებია. ეს ინფექციები იწვევენ ტკივილს, სიწითლეს და ანთებით პროცესებს. მათ შორის განსხვავება მდგომარეობს შემდეგში, წითელი ქარი მოქმედებს კანის ზედაპირულ შრეებზე, ცელულიტი კი კანის ღრმა შრეებზე, მათ შორის კანქვეშა ცხომოვან ქსოვილზეც.
ცელულიტი და წითელი ქარი ვითარდება კანში მიკრობების მოხვედრის შედეგად. ადამიანის კანზე მუდმივად არსებობენ მიკრობები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. დაავადება ვითარდება მხოლოდ კანის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში დაზიანებული ქსოვილიდან მიკრობთა შეჭრის  გზით. 
გარკვეული ფაქტორები ხელს უწყობენ ცელულიტისა და წითელი ქარის განვითარებას, მაგ:
კანზე ჭრილობის არსებობა (თუნდაც უმნიშვნელო)
კანის სხვა მწვავე ან ქრონიკული ინფექცია
ანთებითი პროცესი კანზე ან ორგანიზმში
ჭარბი წონა

რა სიმპტომები აქვთ ცელულიტს და წითელ ქარს? - ორივე ტიპის ინფექციას ერთნაირი სიმპტომები ახასიათებს, რაც გამოიხატება დაინფიცირებული ზონის მტკივნეულობით, სიწითლით, შეშუპებით ან ჰიპერთერმიით. ზოგიერთ დაავადებულ ადამიანს შესაძლებელია აღენიშნებოდეს ცხელება ან შემცივნება. ხშირად დაავადება  მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული კლინიკური ნიშნებით.
უმეტესად ცელულიტი და წითელი ქარი ვლინდება ზემო და ქვემო კიდურებზე, მაგრამ ზოგჯერ ეს ინფექციები გამოხატულია მუცელზე, სახეზე, პირის ღრუში ან ანუსის გარშემო.

გვჭირდება თუ არა რაიმე ტიპის გამოკვლევა ამ დაავადებების დროს? - უმეტეს შემთხვევაში სპეციალური გამოკვლევები საჭირო არ არის,  ექიმი ან მედდა დაავადებაზე მსჯელობს კანის მდგომაეობის შეფასებით. დამატებითი კვლევები ტარდება კონკრეტული მიკრობის ტიპის დასადგენად სპეციფიკური მკურნალობის ჩატარების მიზნით.

ცელულიტისა და წითელი ქარის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მკურნალობის ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევში აღნიშნული ინფექციები შესაძლებელია გავრცელდეს მთელს სხეულზე.

რა მკურნალობა ტარდება ცელულიტისა და წითელი ქარის დროს? - ამ ინფექციების დროს ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია. ინიშნება ტაბლეტური ფორმის პრეპარატები, რომელთა მიღება ხდება ბინაზე რეჟიმის მკაცრი დაცვით. მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად აუცილებელია მკურნალობის სრული კურსის ჩატარება ინფექციის რეციდივის თავიდან ასაცილებლად. მძიმედ მიმდინარე კლინიკის დროს, ტარდება ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია სტაციონარში (IV თაობის ანტიბიოტიკებით).

რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ თვითონ ინფექციის არსებობის დროს? - თქვენ  შეგვიძლიათ:

თუ ინფექცია კიდურებზეა გამოხატული, თქვენ უნდა აწიოთ ხელ-ფეხი გულის დონეზე მაღლა, დღეში 3-4 ჯერ 30 წუთის განმავლობაშ, ეს პროცედურები ხელს შეუწყობს შეშუპების ჩაცხრობას.

ინფიცირებული ადგილი შეინარჩუნეთ სუფთად, შეგიძლიათ მიიღოთ აბაზანა, მაგრამ დაავადებული ადგილი მოიწმინდეთ ფრთხილად, მშრალი პირსახოცით. არ დატოვოთ ანტიბიოტიკები და მალამოები ღია ადგილას.

მივმართოთ თუ არა ექიმს ან მედდას? - თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს ან ექთანს იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება დაავადების დაწყებიდან  სამი დღის შემდეგ. ასევე უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ შეწითლებული უბანი:

იზრდება ზომაში
უფრო მეტად სივდება
უფრო მეტად მტკივნეული ხდება
თქვენი მკურნალი ექიმი გააკეთებს დასკვნებს, რამდენად გჭირდებათ მკურნალობის შეცვლა.

შესაძლებელია თუ არა კანის ინფექციის თავიდან არიდება? - ხანდახან. მაგალითად, კანის გაჭრისას, ჭრილობის მობანვა საპნითა და წყლით პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ატარებთ კანის ქრონიკულ დაავადებებს, მიმართეთ ექიმს  პრევენციის მეთოდებზე ინფორმაციის მისაღებად.



This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close