ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ღამის შიშები


   რა არის ღამის შიშები? – ღამის შიშები (იგივე “ძილის შიშები”) არის ეპიზოდები როცა ბავშვი იღვიძებს ღამით და არის ძალიან გაღიზიანებული, შესაძლოა ყვიროდეს და გადმოხტეს საწოლიდან, თითქოს რაღაც საშიშს გაურბის. ბავშვი შესაძლოა იყოს ოფლიანი, ჰქონდეს აჩქარებული სუნთქვა და გახშირებული გულისცემა, მისი დაწყნარება საკმაოდ რთულია. 
  ღამის შიშები დაახლოებით 10-20 წუთამდე გრძელდება, აღინიშნება კვირაში 2-3-ჯერ. 
   რა არის გამოღვიძების აგზნება? – ეს არის ეპიზოდი როცა ბავშვი შეშინებულია და იმყოფება ძილისა და გამოღვიძების  პერიოდში. ბავშვი ზის საწოლზე, ყვირის ან ტირის.  აგზნების დროს მშობელს არ შეუძლია ბავშვის დამშვიდება, ეს ეპიზოდი გრძელდება  დაახლოებით 10-30 წუთამდე. 
   ღამის შიში, გამოღვიძების აგზნებასთან ერთად ღამის პირველ ნახევარში ხდება და უფრო ხშირად ემართებათ ბავშვებს მაღალი ტემპერატურით ან ბავშვებს რომლებსაც აკლიათ ძილის საათები. 
  შესახედავად ბავშვის ეს მდგომარეობა რთული ჩანს, მაგრამ საშიში არ არის და მომდევნო დღეს ეს ბავშვს არ ემახსოვრება. 
  რა არის ღამის კოშმარი? – ღამის კოშმარი არის საშიში, მოსაწყენი და ცუდი სიზმარი, რომელიც აღვიძებს ბავშვს და აყენებს საწოლიდან. ამის შემდეგ ძნელია ბავშვის უკან საწოლში დაბრუნება და ჩაძინება.ღამის კოშმარი ძირითადად ღამის მეორე ნახევარში ემრთებათ ბავშვებს.
   არის კიდევ რაიმე მდგომარეობა რომელიც ძილის დროს შეიძლება მოხდეს? – დიახ. სხვა გავრცელებული მდგომარეობა “მთვარეულობაა”, როცა ბავშვი დგება და დადის ძილში. 
  ღამის შიშები, გამოღვიძების აგზნება, კოშმარები და მთვარეულობა ოჯახის წევრების ჩართულობას მოითხოვს. ამ მდგომარეობიდან ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს ერთი ან რამოდენიმე ერთად. 
  თუკი ამ მდგომარეობებიდან თქვენ შვილს აღენიშნება ერთი ან რამოდენიმე მდგომარეობა თხოულობს თუ არა კვლევის ტესტს? – არა, თუკი ეს მდგომარეობები არც თუ ისე ხშირია ან სხვა პრობლემებს არ უქმნის ბავშვს, კვლევებს არ საჭიროებს. ბავშვებს თუ ექმნებათ რაიმე პრობლემა ან ღებულობენ პრეპარატებს შესაძლოა რაიმე სახის კვლევა დასჭირდეთ. ექიმი იღებს კვლევის გადაწყვეტილებას თუ:
აღენიშნება ხმამაღალი ხვრინვა, ან ძილში  სუნთქვის გაძნელება
ლოგინის დასველება (ენურეზი)
გულყრები რომელიც შესაძლოა გახდეს თავის ტვინის ანომალური აქტივობის შედეგი 
  თუ თქვენს შვილს განუვითარდა რომელიმე მათგანი, რით შეგიძლიათ დაეხმაროთ? – თუ თქვენს შვილს აქვს ღამის შიში ან გამოღვიძების აგზნება უნდა დარჩეთ მასთან სანამ ეპიზოდი არ გადაივლის, არ ეცადოთ მის გაღვიძებას. დასრულდება თუ არა ეს შეტევა, პატარა მაშინვე შეუბრუნებს ძილს. 
  
  როგორ შემიძლია დავეხმარო ჩენს შვილს როცა ეს მოხდება? – თუ ეს ყველაფერი ხდება თვეში 1-2-ჯერ, თქვენს შვილს არ სჭირდება მკურნალობა. ბავშვების უმრავლესობას უვითარდებათ ღამის შიშები და გამოღვიძების აგზნება, მაგრამ ეს ხდება 1-2 წელი. თუ ეს შემთხვევები ხდება უფრო ხშირად და იწვევს პრობლემებს,  უმჯობესია ესუბროს ექიმს.  ღამის შიშების და გამოღვიძების აგზნების მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:,
მედიკამენტებს
ქცევის გეგმა სახელწოდებით “ადრე გამოღვიძება”, ეს გულისხმობს ყოველ ღამე ბავშვის გამოღვიძებას გარკვეული დროით. 
თუ თქვენს ბავშვს აქვს ხშირი კოშმარები, ექიმი უწევს რეკომენდაციას რომ ბავშვს ხშირად ესაუბროს ვიწრო სპეციალობის ექიმი.
   შეიძლება ამ პირობების თავიდან აცილება? – შესაძლებელია. ბავშვს უფრო ხშირად აქვს ღამის შიშები და გამოღვიძების აგზნება გარკვეულ სიტუაციებში, მაგალითად როცა მას არ ეძინება 
  ამისთვის ცდილობენ ჩამოაყალიბონ რეგულარული ძილის გრაფიკი. 6 წლის ასაკის ბავშვს უნდა ეძინოს 10-12 საათი ყოველ ღამე. უფროსი ასაკის ბავშვს კი 8-10 სთ. 
  თუ თქვენს ბავშვა აქვს ძილის პრობლემები არის რამდენიმე რამ რაც შეგიძლიათ ცადოთ:
მიუთითეთ ბავშვს ძილის დრო
შეურჩიეთ ბავშვს ერთი და იგივე დაძინების და გაღვიძების დრო  (სასკოლო და არასასკოლო დღე).
ძილამდე რამოდენიმე საათით ადრე მოაწყეთ წყნარი საათი, უნდა მოერიდოთ ენერგიულ აქტივობებს
ბავშვის ოთახი უნდა იყოს მშვიდი და ბნელი. თუ ბავშვს ეშინია სიბნელის, გამოიყენეთ ღამის ნათურა
არ გქონდეთ ტელევიზორი ბავშვის ოთახში.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close