ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: რა არის ფრინველის გრიპი?



ფრინველის გრიპი არის გრიპის ის ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ ემართებათ ფრინველებს. იშვიათ შემთხვევაში, ის შეიძლება გავრცელდეს ინფიცირებული ფრინველიდან ადამიანზე. მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის გრიპი ადამიანებში იშვიათია, ის საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობს.
არსებობს ფრინველის გრიპის რამდენიმე განსხვავებული ტიპი. ერთ-ერთი სახეობა, სახელად - “H5N1”, პირველად დაფიქსირდა აზიაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2014 წლის იანვარში იყო შემთხვევები კანადაშიც, სადაც გავრცელდა ჩინეთში მოგზაური ადამიანისგან. 640-ზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა H5N1 1997 წლიდან და დაახლოებით 60% დაიღუპა. H5N1-ით ადამიანი მძიმედ ავადდება. 2013 წლის მარტსა და აპრილში ექიმებმა ჩინეთში აღმოაჩინეს ფრინველის გრიპის ახალი სახეობა - “H7N9”. შემთხვევები დაფიქსირდა ასევე ტაივანში, ჰონგ-კონგსა და მალაიზიაში. 2014 წლის თებერვალში 300-ზე მეტი ადამიანი დაავადდა, მათ შორის უმრავლესობა დაიღუპა. სანამ დაავადებოდნენ, მათ ქონდათ კონტაქტი დაავადებულ ან გარდაცვლილ ფრინველებთან. 
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადამიანები ჩვეულებრივ ავადდებიან დაავადებული ფრინველისგან. თუმცა, ვირუსი, რომელიც იწვევს ფრინველის გრიპს, განიცდის მუტაციას. ეს შესაძლოა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მიზეზი გახდეს. ფაქტობრივად, ფრინველის გრიპის ახალი სახეობების წარმოქმნა გრძელდება.
რა არის ფრინველის გრიპის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომები? ყველა სახეობისთვის დამახასიათებელია: 
ტემპერატურა (37,8 გრადუსზე მეტი);
ხველა;
გაძნელებული სუნთქვა.
სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს: 
დიარეა;
თავის ან სხეულის ტკივილი;
თავბრუსხვევა;
ყელის ტკივილი;
ცხვირიდან გამონადენი.
არის თუ არა ფრინველის გრიპი საშიში? - დიახ, მან შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე დაავადება. დასნებოვნებული ადამიანების ნახევარზე მეტი, ვისაც ქონდა H5N1, გარდაიცვალა, ხოლო ვისაც ქონდა H7N9, 10-დან 3 დაიღუპა. 
როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ფრინველის გრიპისგან?
ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წლით ან დაიმუშავეთ ალკოჰოლით;
მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებსა და ცხოველებს;
მოერიდეთ ქათმებსა და სხვა ფრინველებს იმ ქვეყნებში, სადაც იფეთქა ფრინველის გრიპმა.
რა უნდა გავაკეთოთ, თუ სიმპტომები გამოგვივლინდა?
დაურეკეთ ექიმს ან ექთანს, თუ თქვენს გარშემო იყო დაავადებული ან მკვდარი ფრინველი ან იმოგზაურეთ იმ ქვეყნებში, სადაც იყო გრიპის შემთხვევები. 
არ დატოვოთ სახლი მანამ, სანამ ექიმი ან ექთანი არ გეტყვით წახვიდეთ თუ არა კლინიკაში. დაავადებულების უმეტესობას ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია.
სახლში ყოფნისას მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. შეგიძლიათ ასევე მიიღოთ აცეტამინოფენი (ტილენოლი) - ტემპერატურისა და ტკივილის შესამსუბუქებლად.
არ მიიღოთ ასპირინი ან ასპირინის შემცველი წამლები 18 წლამდე. ბავშვებში ასპირინმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები რეის სინდრომის სახით. 
წაიყვანეთ ბავშვი ექიმთან, თუ:
დაეწყო ხველა უეცრად, ან გაუძნელდა სუნთქვა;
არ სვამს საკმარის სითხეს;
გამოხატულია ძილიანობა ან არ აქვს რეაქცია თქვენს მიმართ;
არის ძალიან მოუსვენარი;
აქვს ცხელება გამონაყართან ერთად.
შესაძლებელია ფრინველის გრიპისგან განკურნება? - დიახ, დაავადებულები ღებულობენ „ანტი-ვირუსულ მედიკამენტებს“. ამ წამლების დახმარებით ადამიანს შეუძლია თავიდან აიცილოს ფრინველის გრიპთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა. გრიპის დროს ანტიბიოტიკი არ არის ეფექტური.
რა ხდება ორსულობისას?
ნებისმიერი სახის გრიპი შეიძლება სახიფათო გახდეს ორსულთათვის. თუ თქვენ ორსული ბრძანდებით, ძალიან მნიშვნელოვანია სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია. ორსულობის შემთხვევაში ექიმს მიმართეთ, თუ კონტაქტი გაქვთ გრიპით დაავადებულთან. ორსულ ქალებში სიმპტომები უფრო მძიმე ფორმებში ვლინდება. გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის სუნთქვის გაძნელება ან სიკვდილიც კი. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ექიმის კონსულტაცია სიმპტომების გამოვლენისთანავე.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close