ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: სწავლის პრობლემები ბავშვებში

რას გულისხმობს დასწავლის პრობლემები ბავშვებში?  - ეს არის პრობლემა, როდესაც ბავშვს აქვს შეზღუდული უნარი მაგ. კითხვის, წერის ან ანგარიშის სწავლის. ასეთი ბავშვები შეიძლება იყვნენ გონიერები და ჭკვიანები, უფრო მეტადაც, ვიდრე სხვა, იგივე ასაკის ბავშვები. თუმცა თავის ტვინის განსხვავებების გამო უჭირთ სწავლა, დამახსოვრება და მიღებული ინფორმაციის გამოყენება.
რა არის დასწავლის პრობლემების სიმპტომები? - მთავარი სიმპტომია  ის, რომ ვერ სწავლობენ ისე კარგად, როგორც სხვა ბავშვები. არ შეუძლიათ კითხვა, წერა ან ანგარიში მსგავსი ასაკისა და სქესის ბავშვების მსგავსად.
საჭიროებს მსგავსი პრობლების ბავშვი რაიმე ტესტის ჩატარებას? - დიახ. მრავალი, განსხვავებული ტესტი არსებობს:
_ IQ ( „ინტელექტუალობის კოეფიციენტი“) ტესტი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად კარგად შეუძლია ბავშვს საკითხის აღქმა და პრობლების გადაჭრა.
_ტესტები მხედველობის გამოკვლევისთვის
_ტესტები სმენის გამოკვლევისთვის
_ტესტები მეტყველების გამოკვლევისთვის
_ტესტები მოტორული უნარების გამოკვლევისთვის - ეს ტესტები გვეხმარება გავიგოთ რამდენად კარგად შეუძლია ბავშვს დიდი კუნთების (ფეხის და ხელის) და მცირე კუნთების (თითის კუნტების) მოძრაობა. 
_ ასევე ხდება ბავშვის სკოლის  ჩანაწერების შესწავლა. ასევე გამოკვლევა იმის, როგორ იქცევა ბავშვი საკლასო ოთახში.  
აღნიშნულ ტესტებს ატარებენ სხვადასხვა ექსპერტები, სოციალური მუშაკები, სპეციალური განათლების მქონე მასწავლებლები. ექიმი, ექთნი ან ზოგი სხა ექსპერტი,რომელიც იკვლევს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ან ემოციურ პრობლემებს.

როგორ ხდება დასწავლის პრობლემების მკურნალობა? - მკურნალობა გულისხმობს „სპეციალიზებულ სწავლებას“. სწავლების და ტრენინგის სხვადახვა მეთოდი არის, რასაც ფლობს სპეციალური განათლების მქონე მასწავლებელი. სწავლის  მეთოდს განსაზღვრავს, თუ რა სახის დასწავლის პრობლემა აქვს ბავშვს. მაგ. გამოიყენება სურათები წერის და სიტყვების სწავლისთვის, საკითხის ახსნისთვის. მასალის გაგებისთვის, ტესტების ამოხსნისთვის ბავშვებს უფრო მეტი დრო ეძლევათ. რაც უფრო ადრე დაიწყება სპეციალიზებილი სწავლება და მკურნალობა, მით უკეთ შეძლებს ბავშვი სკოლაში სწავლას მომავალში.


This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close