ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: მთავრეულობა

                                                        
რა არის მთვარეულობა? მთვარეულობა მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანი დადის ან ლაპარაკობას ძილის დროს. იგი ბავშვებში უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებში. 
მშობლისათვის, შესაძლოა, საშიში იყოს იმის დანახვა, თუ როგორ დადის ან ლაპარაკობს მისი შვილი ძილში. მაგრამ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მთვარეულობა არ საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. ბავშვების უმეტესობა მოზრდილი ასაკის მიღწევის შემდეგ წყვეტს ძილში სიარულსა და ლაპარაკს.
რა არის მთვარეულობის სიმპტომები? მთვარეულობა, როგორც წესი, ღამის პირველ ნახევარში ვლინდება. ამ დროს ბავშვები დაცოცავენ, დადიან, დარბიან ან ლაპარაკობენ ძილში.  ამ დროს მძინარე ბავშვს, შესაძლოა, გახელილი თვალები და უაზრო გამოხედვა ჰქონდეს. მთვარეულობის ეპიზოდი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე, მაგრამ, როგორც წესი, 10-20 წუთი გრძელდება. ეპიზოდის დასრულების შემდეგ ბავშვი ისევ იძინებს. 
ჭირდება თუ არა ჩემს შვილს გამოკვლევები? რა თქმა უნდა, არა. ექიმს შეუძლია ბავშვის ქცევის მიხედვით დასვას მთვარეულობის დიაგნოზი.
ზოგიერთ ბავშვს, შესაძლოა, გამოკვლევა დაჭრდეს , რათა ექიმი დარწმუნდეს იმაში, რომ ბავშვის ძილში სიარულის მიზეზი სხვა რამე არ არის. კვლევები ინიშნება მაშინ, როცა ბავშვები ძალიან ხშირად დადიან ძილში ან აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი:
-ხმამაღალი ხვრინვა ან სუნთქვის შეწყვეტა ძილის დროს;
-ძილში შარდვა;
-მთვარეულობის 2 ან მეტი ეპიზოდი ღამეში;
-შეტევები, რომელიც გამოიხატება თავის ტვინის ტალღების ანომალური აქტივობით, რომლის დროსაც ადამიანს, შეიძლება, დაემართოს გულყრა, იაროს ან მოიქცეს უცნაურად.
როგორ დავეხმარო ჩემს შვილს მთვარეულობის დროს? დარწმუნდით, რომ ის არ მიიღებს ტრავმას, როცა ძილში სიარულს დაიწყებს. ამისათვის, დახურეთ ფანჯრები და კარები ღამით, რათა ბავშვი ვერ გავიდეს ქუჩაში; არ დააწვინოთ ბავშვი ორსართულიანი საწოლის მე-2 სართულზე; შეინახეთ მჭრელი, მსხვრევადი, მჩხვლეტავი საგნები ბავშვის საძინებლისგან მოშორებით; დააყენეთ კარი კიბეებზე, რათა ბავშვი არ დაგორდეს; არ დატოვოთ იატაკზე დაყრილი არაფერი, რაზეც შეიძლება ბავშვმა ფეხი დაადგას და დაეცეს. არ დაიჭიროთ და არ ეცადოთ მის გაღვიძებას. შეგიძლიათ, შეეცადოთ ის საწოლისაკენ წაიყვანოთ, ოღონდ ძალდატანების გარეშე.
ჭირდება თუ არა ჩემს შვილს მკურნალობა? არა. თუ ბავშვი ხშირად არ დადის ძილში და ეს პრობლმას არ იწვევს, ბავშვს მკურნალობა არ ჭირდება. ბავშვების უმეტესობა წყვეტს ძილში სიარულს ასაკის მატებასთან ერთად.
თუ მთვარეულობა პრობლემებს იწვევს ან ასაკის მატებასთან ერთად პრობლემა ისევ რჩება, დაელაპარაკეთ ექიმს მკურნალობის შესახებ. მკურნალობის შესაძლო მეთოდები შეიძლება მოიცავდეს:
-მედიკამენტურ მკურნალობას;
-ე.წ. „გეგმიურ გაღვიძებას“_საუბარია ბავშვის გაღვიძებაზე ყოველ ღამე (რამდენიმე წამით) გარკვეულ დროს;
შემიძილია თუ არა მთვარეულობის თავიდან არიდება? შეგიძლია. ბავშვები უფრო მეტად მიდრეკილები არიან მთვარეულობისკენ, როცა მათ არ ძინავთ საკმარისად ან აქვთ ცხელება.
დარწმუნდით, რომ თქვენს ბავშვს დღის განმავლობაში საკმარისი დროის განმავლობაშ ძინავს. 6 წლამდე ბავშვებს უნდა ეძინოთ 10-დან 12 საათამდე ყოველ ღამით. უფროსი ასაკის ბავშვებს კი_8-დან 10 საათამდე.
თუ ბავშს აქვს ჩაძინების პრობლემა ან ცუდად ძინავს ღამის განმავლობაში, არსებობს რამდენიმე საშუალება, რომელიც შეგიძიათ, ცადოთ:
-დააძინეთ და გააღვიძეთ ბავშვი ყოველთვის ერთსა და იმავე დროს (სკოლის დღეებშიც და დასვენების დღეებშიც);
-მოაწყვეთ დაძინების წინ წყნარი საათი. აქტიურ მოქმედებებს, რაც დიდი ენერგიას მოითხოვს,მოერიდეთ;
-ბავშვის ოთახი უნდა იყოს წყნარი და ბნელი. თუ ბავშვს ეშინია სიბნელის, დაუტოვეთ ჩართული ღამის ნათურა, რომელსაც არ ექნება კაშკაშა შუქი;
-არ დადგათ ტელევიზორი ბავშვის ოთახში.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close