ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: სქოლიოზი

სქოლიოზი – ეს არის მდგომარეობა, როდესაც ხერხემლის სვეტი იღებს ასო “S”  ან “C” ფორმას. სქოლიოზი ჩვეულებრისამებრ იწყება ხერხემლის სვეტის ზრდის პერიოდში, ბავშობაში ან მოზარდობის ასაკში. ასევე შესაძლებელია სქოლიოზი გამოწვეული იყოს დაავადებით, დაზიანებით ან სამშობიარო ტრავმით, შესაძლოა იყოს მემკვიდრეობითიც, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში სქოლიოზის ეტიოლოგია  უცნობი რჩება.
რა არის სქოლიოზის სიმპტომები? სქოლიოზს ჩვეულბერივ არ აქვს სპეციფიური ნიშნები. მისი აღმოჩენა შეიძლება მოხდეს რუტინული შემოწმების დროს. 
თქვენ შესაძლოა შენიშნოთ:
მხრების, ბეჭის ძვლის, თეძოს ძვლის, მკერდის ასიმეტრია.
ერთ–ერთი ბეჭის ძვალი განიცდის მეტად დეფორმაციას, ვიდრე მეორე .
დაზიანების მხარეს კანი ქმნის ნაკეცებს.
სქოლიოზის სიმპტომების გამოვლენის დროს ვლინდება:
ზურგის ტკილივი
სუნთქვის გაძნელება (ხერხემლის სვეტის დეფორმაცია იწვევს ფილტვების ქსოვილის გაძნელებულ მუშაობას, ეს ძირითადად ხდება 10 წლის ზემოთ)
როდის უნდა მიაკითხოთ ექიმს? ეს დამოკიდებულია თქვენი ბავშვის სიმპტომებზე. როდესაც ბავშვი კოჭლობს, უძნელდება სიარული ან აქვს სისუსტე ერთ ფეხში, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.
დაგეგმეთ ექიმთან შეხვედრა, თუ:
ყოველდღიური აქტივობები ტკივილის მომტანია ზურგის არეში
თუ ბავშვს აქვს გარდამავალი ტკივილი ზურგის არეში, ან ტკივილი უარესდება დროთა განმავლობაში.
არის თუ არა სქოლიოზის გამოსავლენი რაიმე სახის ტესტი? დიახ, არსებობს რამოდენიმე სახის:
წინ გადახრის ტესტი – ამ დროს ექიმი ამჩნევს თუ რამდენად არის ხერხემლის სვეტი დეფორმირებული.
რენტგენორგრაფიული მეთოდი – ეს მეთოდი საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, თუ როგორ არის დეფორმირებული ხერხემლის სვეტი და ასევე შეგვიძლია დინამიკაში ვაკონტროლოთ მდგომარეობა, უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს.
მდგომარეობის  მიხედვით ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ დამატებითი გამოკვლევის ჩატარება, რომელსაც ქვია \"MRI\" (მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა), რომელიც საშუალებას გვაძლევს უფრო დეტალურად დავინახოთ სხეულის შიგნით არსებული სურათი. ეს მეთოდი უფრო ინფორმატიულია, ვიდრე რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
როგორია სქოლიოზის მკურნალობა – მკურნალობა დამოკიდებულია სქოლიოზის ფორმაზე. მსუბუქი ფორმის სქოლიოზი მკურნალობას არ საჭიროებს. რაც შეეხება მძიმე ფორმის სქოლიოზს, რომელიც იწვევს სუნთქვისა და გულის პრობლემებს, მოითხოვს მკურნალობას.
ექიმი დააკვირდება სქოლიოზის მიმდინარეობას, უარესდება თუ არა მდგომარეობა დინამიკაში, აქედან გამომდინარე დაგეგმავს მკურნალობას. 
არ საჭიროებს მკურნალობას – როდესაც ბავშვმა დაამთავრდა ზრდის პროცესი, ხერხემლის სვეტიც აღარ განიცდის დეფორმაციას მეტად. ამ შემთხვევაში მკურნალობა არ სჭირდება.
დაკვირვების პერიოდი – როდესაც ბავშვს არ აქვს ზრდა დამთავრებული და სქოლიოზი არ არის მძიმედ გამოხატული, ექიმი გვირჩევს დავაკვირდეთ ცვლილბების გამოვლენას. საჭიროების შემთხვევაში ორთოპედის კონსულტაცია, რომელიც შემდგომ გადაწყვიტავს მკურნალობის ტაქტიკას.
კორსეტი – კორსეტი ესაჭიროება ბავშვს, რომ გააძლიეროს ხერხემლის სვეტი, თუ:  ა) ორგანიზმი ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას
         ბ) სქოლიოზი უარესდება 6 თვეში ან უფრო ადრე
ქირურგია – თუ ხერხემლის სვეტის დეფორმაცია დიდია, ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ ოპერაციული ჩარევა, მაშინაც კი, თუ ბავშვმა დაასრულა ზრდა. ეს იმიტომ, რომ მძიმე სქოლიოზი უარესდება დროთა განმავოლობაში. ეს ოპერაცია აერთებს ხერხემლის მალებს ერთად და ეხმარება მათ სწორად განლაგებაში.  
რა მოვიმოქმედოთ თუ ჩვენს ბავშვებს მომავალში სურთ ბავშვების ყოლა?- სქოლიოზი ძირითადად  გავლენას არ ახდენს ორსულობაზე და მშობიარობაზე. წარსულში ზოგიერთი ექიმი ფიქრობდა რომ ორსულობა აუარესებდა სქოლიოზის მიმდინარეობას, მაგრამ დღეს ექიმებმა იციან რომ  ეს მოსაზრეება მცდარია.
შეიძლება ჩემს ბავშვს ქონდეს ნორმალური ცხოვრება? შესაძლებელია. სქოლიოზის დროს ბევრ ადამიანს დიდხანს არ უგრძელდება სიმპტომები. ზოგიერთს აწუხებს ზურგის ტკივილი მაგრამ ეს არ არის სერიოზული.
სქოლიოზის მძიმე ფორმის დროს როდესაც არ ხდება მკურნალობა, შეიძლება  სერიოზულად დააზიანდეს ფილტვები და გული. თქვენი ექიმი  ყურადღებით ადევნებს თვალყურს  დაავადების მიმდინარეობას და რაიმე პრობლემის შემთხვევაში განსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკას .

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close