ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: კიფოზი

                                                                      

რას წარმოადგენს კიფოზი ბავშვებში? _  კიფოზი არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ხერხემლის ზედა ნაწილის სიმრუდეს. ნორმაში ხერხემალი ზედა ნაწილში  მსუბუქად არის გამოდრეკილი, კიფოზის დროს კი ეს სიმრუდე მეტადაა გამოხატული, რაც იწვევს ხერხემლის მოხრას და მომრგვალებას.
რა იწვევს კიფოზს ბავშვებში? _ ბავშვებში კიფოზი გამოწვეულია მალების პათოლოგიით,  მალები ეს არის მცირე ზომის ძვლები, რომლებიც ერთმანეთზე არის დაწყობილი, როგორც ხურდების დასტა და ქმნიან ხერხემალს
 კიფოზის ძირითად ტიპებს მიეკუთვნება:
თანდაყოლილი კიფოზი, როდესაც მალების და ზოგადად ხერხემლის პრობლემები იწყება მუცლადყოფნის პერიოდში, ანუ მანამ, სანამ ბავშვი დაიბადება. 
პოსტულარული კიფოზი , გამოწვეულია როდესაც ბავშვი არასწორად დგას, ზის ან იხრება. უფრო ხშირად გვხვდება მოზარდ გოგონებში (თინეიჯერებში) ვიდრე მცირე ასაკის გოგონებში ან ნებისმიერი ასაკის ვაჟებში. 
შეუერმანის კიფოზი, გამოწვეულია უშაუალოდ მალების დეფორმაციით,  ვითარდება მაშინ, როდესაც მალას მართკუთხედის ფორმის ნაცვლად აქვს სოლისებური ფორმა. ეს იწვევს ხერხემლის ზედა ნაწილის მოხრას. 

რა არის კიფოზის სიმპტომები? _ კიფოზის დროს ხერხემალი არის მოხრილი ან გამოზნექილი. პაციენტს აღენიშნება ზურგის ტკივილი, დაჭიმულობა და მოძრაობის მსუბუქი შეზღუდვა. 

სჭირდება თუ არა ჩემს ბავშვს გამოკვლევების ჩატარება? _შესაძლოა. თქვენი ექიმი ბავშვის გასინჯვის შემდეგ შეაფასებს მდგომარეობას და განსაზღვრავს საჭიროა თუ არა გამოკვლევები, შესაძლოა მას დასჭირდეს ხერხემლის რენტგენოგრაფია და სხვა სახის გამოკლვლევები, რომლითაც დაადგენს ძვლების მდგომარეობას და ხერხემლის გამრუდების ხარისხს.

როგორ ვუმკურნალოთ კიფოზს? _ კიფოზის მკურნალობა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და მის გამომწვევ მიზეზებზე. თანდაყოლილი კიფოზის დროს ხშირად საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
პოსტურალურ კიფოზს მკურნალობა არ სჭირდება, ვარჯიშებით შესაძლებელია ხერხემლის გაძლიერება და გაჭიმვა, თუმცა ბავშვები ამ ვარჯიშებს ხშირად სწორად არ ასრულებენ.

შეუერმანის კიფოზის დროს საჭიროა:
ვარჯიშების გაკეთება ხერხემლის დასაჭიმად და გასამაგრებლად
ისეთი აქტივობების შეზღუდვა, რაც იწვევს ტკივილს
ტკივილის შესამსუბუქებლად მედიკამენტების გამოყენება
ზურგის კორსეტის ტარება
შეუერმანის მწვავე კიფოზის დროს თუ ტკივილები მაინც გრძელდება, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც. 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close