ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ეეგ კვლევა ბავშვებში

ეეგ
რა არის ეეგ?
ეეგ ეს არის კვლევა, რომელიც ზომავს ტვინის ელექტრონულ აქტივობას და იწერს ტვინის ელექტრონულ ტალღებს. ეეგ არის აბრევიატურა რომელიც იშიფრება -ელექტროენცეფალოგრაფია.
ჩვეულებრივ ადამიანს გააჩნია გარკვეული ტვინის ტალღები:
გაღვიძების
ძილის
აქტივობის (მუშაობის დროს, რაგაცის გაკეტების დროს)
რატომ შეიძლება ჩემა ექიმა დამინიშნოს ეეგ?
თქვენმა ექიმა შეიძლება ეეგ დაგინიშნოთ სადიგნოსტიკოდ, რომ შეაფასოს თავის ტვინის მდგომარეობა ან მიიღოს მეტი ინფორმაცია თავის ტვინის მდგომარეობაზე. თქვენ შეილება დაგჭირდეთ აღნიშნული კვლევა შემდეგ შემთხვევებში:
კრუნჩხვების დროს 
თავის ტინის სიმსივნის დროს
ძილის პრობლემების დროს
მეხსიერების პრობლემების დროს
თავის ტვინზე გეგმიური ოპერაციის დროს 
ასევე ექიმა შეიძლება დანიშნოს ეეგ როდესაც ადამიანი იმყოფება კომაში.
როგორ მოვემზადო ეეგ-ის კვლევისთვის?
ეეგ-ს წინა საღამოს უნდა დაიბანოთ თმა მხოლოდ შამპუნით. არ უნდა იხმაროთ თმის კრემები და გელი.
8 საათის განმავლობაში არ უნდა ჭამოთ და არ უნდა დალიოთ კოფეინის შემცველი სითხეები
რა ხდება ეეგ-ს დროს?
ეეგ შეიძლება ჩატარდეს ლაბორატორიაში, ოფისში ან ჰოსპიტალში. პირველ რიგში ექიმი თქვენ თავზე ამაგრებს ელექტროდებს, რომელიც შერთებულია კომპიუტერთან და იწერს თქვენი თავის ტვინის აქტივობას.
ელექტროდების შემდეგ თქვენ შეიძლება დაგაწვინონ ან იმყოფებოდეთ ნახევრად მჯდომიარე პოზაში. თქვენმა ექიმა შეიძლება მოქცეთ წამალი რომ თქვენ იყოთ მძინარე მდგომარეობაში. ასევე თქვენ უნდა დახუჭოთ თვალები და ექიმი მოგთხოვთ სხვადასხვა რამის სხვადასხვა დროს გაკეთებას ეეგ-ს განმავლობაში.შესაძლებელია გთხოვონ რომ შეხედოთ მოციმციმე შუქს ან ისუნთქოთ ღრმად და ჩქარა.
ამ პროცედურას დაახლოებით 20 წუთი ჭირდება. მაგრამ ზოგი ეეგ გრძელდება დიდხანს, ზოგს შეიძლება დაჭირდეს რამოდენიმე საათი ან მთელი ღამე. ამ შემთხვევაში მოხდება პაციენტის ვიდეოკამერით ჩაწერა ეეგ-ს განმავლობაში. ეეგ-ს შემდეგ პაციაენტს შეუძლია სახლში წასვლა.
რა ხდება ეეგ-ს შემდეგ?
ეეგ-ს შემდეგ ექიმი მოგხსნით ელექტროდებს. პროცედურის შემდეგ უმეტეს პაციენტებს შეუძლიათ სიარული, მაგრამ თუ თქვენმა ექიმმა დაგალევინათ პრეპარატი რომ ყოფილიყავით მძინარე მდგომარეობაში, ამ შემთხვევაში თქვენ შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა რამოდენიმე ხანი. ამ შემთხვევაში ვინმე უნდა გახლდეთ რომ დაგეხმაროთ სახლში წასვლაში.
რა უაყოფითი მოვლენები აქვს ეეგ-ს?
მას არ გააჩნია უარყოფითი მოვლენები. პროცესი არის უმტკინვეულო. ეეგ-ს საშუალებით მხოლოდ ხდება ინფორმაციის მიღება თავის ტვინიდან, აღნიშნული კვლევა საზიანო არ არის თქვენი ჯანმრთელობისთვის.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close