ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: რა არის სიყვითლე

   რა არის სიყვითლე? – „სიყვითლეს„ მთელ მსოფლიოში ექიმები ეძახიან ბავშვის მგომარეობას, როცა კანი ან თვალის თეთრი ნაწილი ყვითლდება. სიყვითლე ხშირია ახალშობილებში და შეიძლება განვითარდეს დაბადებისთანავე. ბავშვს როგორც წესი უნვითარდება სიყვითლე დაბადებიდან რამოდენიმე დღეში. 
   სიყვითლე ვითარდება ბილირიბუნის მომატებით სისხლში. სიყვითლის დროს ექიმს სჭირდება სისხლის ანალიზის აღება ბავშვის ბილირუბინის დონის შესამოწმებლად. 
  ახალშობილს შეიძლება ქონდეს ბილირუბინის მაღალი დონე სისხლში სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგ: ზოგიერთი ახალშობილი რომელიც იმყოფება ძუძუთი კვებაზე შეიძლება განუვითარდეს სიყვითლე დედის რძის უკმარისობის გამო. 
  მნიშვნელოვანია დავადგინოთ ახალშობილს სიყვითლით სჭირდება თუ არა მკურნალობა, რათა ბილირუბინის მაღალმა დონემ შეიძლება დააზიანოს თავის ტვინი. 
  როდის შემიძლია ვთქვა რომ ახალშობილს აქვს სიყვითლე? – დააჭირეთ თითი ახალშობილს ცხვირზე ან შუბლზე, შემდეგ ააყოლეთ თითი ოდნავ ზემოთ, თუ კანი დარჩა ყვითელი, სადაც თითი იყო დაჭერილი ე.ი. თქვენს ბავშვს აქვს სიყვითლე. 
  რა არის სიყვითლის სიმპტომები? – სიყვითლისას ვითარდება კანისა და თვალის თეთრი ნაწილის ყვითელი შეფერილობა. სიყვითლე ძირითადად იწყება სახიდან, შეიძლება გავრცელდეს გულმკერდზე, მუცელზე, მკლავებსა და ბოლოს ფეხებზე. 
  ხანდახან სიყვითლე შეიძლება იყოს მწვავე. ახალშობილს მწვავე სიყვითლით შეიძლება ჰქონდეს კანის ფორთოხლისფერი შეფერილობა ან სიყვითლე შეიძლება აღინიშნოს მუხლის ქვემოთ. მწვავე სიყვითლეს ახასიათებს ასევე:
ადინამია; გაძნელებულია ბავშვის გამოფხიზლება
მაღალი ხმით ტირილი
უხალისო გამომეტყველაბა და დიდხანს ტირილი
როდის უნდა მივმართოთ ექიმს? – ექიმს უნდა მივმართოთ თუ:
თუ სიყვითლის ინტენსივობა იმატებს
აქვს მწვავე სიყვითლის ნიშნები
არსებობს თუ არა სიყვითლეზე გამოკვლევა? – დიახ. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს სისხლის ანალიზის გაკეთება სიყვითლის დროს. 
  რა შეიმიძლება გავაკეთო მშობელმა ჩემი შვილის დასახმარებლად? – თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ იკვებება თუ არა თქვენი შვილი სრულფასოვნად. თუ თქვენი შვილი ძუძუთი კვებაზეა კვებეთ ის ხშირად და სწორი წესით. თუ ადაპტირებულ კვებაზეა კვებეთ ბავშვი დოზირებულად, რომ თავისი ულუფა სრულად მიიღოს. თუ კვებასთან დაკავშირებით სირთულეები გექნებათ უთხარით ექიმს ამის შესახებ. თქვენი ახალშობილის კვება საკმარისია თუ:
თქვენ უცვლით 6 ან მეტ სველ საფენს დღე–ღამეში
ჩვილის განავალი მუქი მწვანიდან გახდა ყვითელი შეფერილობის
ჩვილი გამოიყურება ხალისიანად კვების შემდეგ
ზოგიერთ ბავშვს არ სჭირდება სხვა მკურნალობა სიყვითლისთვის. ეს იმითაა განპირობებული რომ მათი ბილირიბინის დონე მცირედაა მომატებული. ახალშობილება რომლებასაც აქვთ ბილირუბინის მაღალი დონე სისხლში ან არიან დღენაკლები სჭირდებათ დამატებითი მკურნალობა. 
  როგორია სიყვითლის მკურნალობა? – ყველაზ ეგავრცელებულია სინათლით მკურნალობა ანუ ფოტოთერაპია. ფოტოთერაპიის დროს ექიმი ბავშვს აწვენს სპეციალური ცისფერი ნათების ქვეშ. ახლშობილს მხოლოდ საფენი უნდა ეკეთოს რომ მთელ სხეულზე კარგად მოხვდეს სინათლის სხივები. 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close