ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: გრიპის პრევენცია

გრიპისგან თავის დასაცავად  ყველაზე ეფექტურ გზად ითვლება ინფლუენცას საწინააღმდეგო ვაქცინაცია (გრიპის აცრა), ასევე ჰიგიენის წესების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა. ანტივირუსული პრეპარატები ეფექტურია თუ დადასტურებულია გრიპით ავადობა.
       გრიპის ვაქცინა - ამ ვაქცინაციის ჩატარების შემდგომ მცირდება გრიპით ავადობის და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის რისკი.
       ვაქცინაციის პერიოდი - იმის გამო, რომ ვირუსი წლიდან წლამდე განიცდის მუტაციას,  ვაქცინაცია საჭიროა გრიპის ყოველი სეზონის შემდგომ, როგორც კი ეს იქნება შესაძლებელი.
      ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე გრიპის სეზონი არის ნოემბრიდან აპრილამდე, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროზე მაისიდან ოქტომბრამდე. ტროპიკულ ქვეყნებში გრიპით ავადობა გვხვდება მთელი წლის განმავლობაში.
      გრიპით ვაქცინაციის შემდგომ, მის საწინააღმდეგოდ ანტისხეულები გამომუშავდება  2 კვირის განმავლობაში. ვაქცინა როგორც წესი იცავს 50-80% შემთხვევებში. თუ თქვენ დაავადდით გრიპით ვაქცინაციის შემდგომ, სიმპტომები უფრო მსუბუქად ვლინდება და ავადობის პერიოდიც უფრო ხანმოკლეა.
     აშშ-ში გრიპის ვაქცინა კეთდება 3 ფორმით: ინექციები კუნთში, ინექციები კანში და ნაზალური სპრეის სახით. 
ყველაზე ხშირად გამოიყენება კუნთშიდა ინექციის ფორმით, ვაქცინაცია ტარდება მოზრდილებში და ბავშვებში 6 თვის ასაკიდან.
2011 წლიდან ვაქცინაცია შესაძლოა ჩატარდეს კანშიდა ინექციების ფორმით, ისეთივე ეფექტურია როგორც კუნთშიდა ინექციები, ტარდება მოზრდილებში 18-დან 64 წლამდე ასაკში.
ნაზალური სპრეის ფორმით ვაქცინაცია რეკომენდირებულია ჯანმრთელ ბავშვებში 2 წლის ასაკიდან და ჯანმრთელ მოზრდილებში 49 წლის ასაკამდე.
 
      ორსულებში, სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში არ გამოიყენება ნაზალური სპრეით ვაქცინირება, ვინაიდან ის შეიცავს ცოცხალ ვირუსს. ასევე თუ ცხოვრობთ დასუსტებულ იმუნური სისტემის მქონე ადამიანთან ერთად, არ უნდა გამოიყენოთ ვაქცინა ნაზალური სპრეის სახით.
 
      ვაქცინაციის გვერდითი ეფექტები - ყველაზე ხშირი გამოვლინება არის მტკივნეულობა ინექციის ადგილას. ასევე გვხვდება თავის ტკივილი, სისუსტე, ტემპერატურის მომატება 38*ჩ-მდე. ეს ჩივილები როგორც წესი მსუბუქად ვლინდება და 1-2 დღეში გაივლის.
     ადამიანებს ვისაც აქვთ ალერგია კვერცხზე, არ უნდა მიიღონ ნაზალური სპრეით ვაქცინაცია, ვინაიდან ის იზრდება კვერცხზე და მისი უსაფრთხოება არ არის შესწავლილი. გრიპის ვაქცინა, რომელიც ტარდება ინექციების ფორმით, შესწავლილია და უსაფრთხოა. ამიტომ იმ პირებში, ვისაც აქვთ კვერცხზე ალერგია უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია ინექციების ფორმით. არსებობს ასევე ვაქცინა, რომელიც არ არის კვერცხზე დამზადებული (Fლუცელვახ).
 
       ხშირად ხალხი ნერვიულობს გრიპის ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ, თუმცა რისკი ვაქცინაციის შემდგომი გართულებების ბევრად მცირეა გრიპით ავადობის გართულებებთან შედარებით. იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი ვაქცინა არ არის 100% უსაფრთხო ყველასათვის, შესაძლოა იყოს მცირე რისკი ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. მაგალითად:
გრიპის ვაქცინამ ნაკლებად შესაძლებელია გაზარდოს რისკი ნერვული სისტემის დაავადების - გილენ ბარეს სინდრომის განვითარების, თვითონ გრიპით ავადობასთან  შედარებით.
არ არსებობს მტკიცებულებები, რომ გრიპის ვაქცინა ზრდის დაბადების შემდგომ დეფექტებს და აბორტების განვითარების რისკს.
ზოგიერთი გრიპის ვაქცინა შეიცავს კონსერვანტს სახელად თიმეროსალი, რომელიც მიღებულია ვერცხლისწყალიდან. თუმცა არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომ თიმეროსალის მცირე რაოდენობას შეეძლოს ზიანის მოტანა ბავშვების, ორსულების და მოზრდილებისთვის.
 
      ვინ უნდა აიცრას? - გრიპის ვაქცინა რეკომენდირებულია ყველა ადამიანისთვის 6 თვის ასაკიდან. თუმცა ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
მოზრდილებისთვის 50 წლის ასაკიდან და ზემოთ
ბავშვების და მოზრდილებისთვის ვისაც აქვთ ფილტვების და გულის ქრონიკული პათოლოგია, დიაბეტი ან თირკმლის დაავადებები. ასევე ბავშვებში ასთმა.
იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებული ბავშვების და მოზრდილებისთვის, ასევე ადამიანებითვის რომლებსაც აქვთ გადანერგილი ორგანო ან ღეროვანი უჯრედები.
ბავშვებისთვის 6 თვიდან 18 წლამდე, რომლებიც ხანგრძლივად ღებულობენ ასპირინს და აქვთ რეიეს სინდრომის განვითარების რისკი.
ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას გრიპის სეზონისთვის.
ბავშვების და მოზრდილებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ გაავრცელონ ინფექცია მაღალი რისკის მქონე ადამიანებზე. მაგალითად პირები, რომლებიც მუშაობენ სამედიცინო დაწესებულებებში.
 
         ანტივირუსული პრეპარატები - ანტივირუსულ პრეპარატებს შეუძლიათ შეამცირონ გრიპის განვითარების  რისკი, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ. ამ პრეპარატების გამოყენება ასევე შესაძლებელია გრიპით დაავადებულ პირებში, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია და აქვთ გართულებების განვითარების რისკი. ანტივირუსული პრეპარატების  შერჩევა დამოკიდებულია გრიპის შტამებზე,  რომლებიც გავრცელებულია იმ პერიოდისთვის.
     
        ინფექციის კონტროლი - ინფექციის კონტროლის გზებს, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა და პირზე ხელის აფარება ხველის დროს, შეუძლია მოახდინოს გრიპის გავრცელების პრევენცია.
. ხელების ხშირი დაბანა საპნით, ასევე სპირტის შემცველი ხსნარების გამოყენება, ამცირებს გრიპის გავრცელების რისკს.
.  დაფარეთ პირი და ცხვირი ცემინების ან ხველის დროს ერთჯერადი მოხმარების სალფეტკით და გადაყარეთ ისინი დაუყოვნებლივ.
.  ეცადეთ არ შეეხოთ თვალებს, ცხვირს და პირს, რადგაც მიკრობები ასეთი გზით ვრცელდება.
.  თავი აარიდეთ დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტს.
.  თუ  ავად გახდით გრიპით ან მისი მსგავსი სიმპტომები გაქვთ, დარჩით სახლში მინიმუმ 24 საათის განმავლობაში და ცხელების პერიოდის დროს, გარდა იმ შემთხვევისა თუ გესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება.
.  ავადობის პერიოდში შეძლებისდაგვარად თავი აარიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, რათა არ მოხდეს მათი დაინფიცირებაც.
 
 


This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close