ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ყაბზობა ჩვილებსა და ბავშვებში

             
                                   
     ყაბზობა არის ერთერთი გავრცელებული პრობლემა ყველა ასაკის ბავშვებში. ამ დროს აღინიშნება იშვითი,  გაძნელებული, მტკივნეული დეფეკაცია დიდი ზომის განავლოვანი მასებით. 
    რა სიხშირით უნდა ხდებოდეს ნაწლავთა მოქმედება? - ნაწლავთა მოქმედების რაოდენობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და კვების ხასიათზე. 
        ნაწლავთა მოქმედების სიხშირე ნორმალურია, თუ
სიცოცხლის პირველი კვირის მანძილზე ახალშობილებს ნაწლავთა მოქმედება აქვთ 4-ჯერ დღეში, თხელი ან ფაფისებური განავლოვანი მასებით (ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს უფრო ხშირადაც).
პირველი 3 თვის განმავლობაში ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს ნაწლავთა მოქმედება აქვთ 3-ჯერ დღეში, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა იყოს ყოველი ძუძუთი კვების შემდგომ. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს უფრო ნაკლებად ემართებათ ყაბზობა.
ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებს ნაწლავთა მოქმედება აქვთ 2-3ჯერ დღეში, თუმცა ეს დამოკიდებულია თუ რომელი ფორმულით იკვებება ახალშობილი. ზოგიერთ სოიოს ან ძროხის რძეზე დამზადებული ფორმულა იწვევს გაძნელებულ ნაწლავთა მოქმედებას, ზოგიერთი კი პირიქით ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას (მაგალითად ჰიპოალერგიული ნარევები).
2 წლამდე ასაკის ბავშვებში ნაწლავთა მოქმედება ხდება 1-2ჯერ დღეში ფორმირებული მასებით.
4 წლის ასაკის ბავშვებს ნაწლავთა მოქმედება აქვთ 1-2ჯერ დღეში ფორმირებული მასებით.

ჩვილებს, რომლებსაც აქვთ შეკრულობა ნაწლავთა მოქმედება არის გაძნელებული. ნაწლავთა მოქმედების დროს ბავშვი ჭირვეულობს და ტირის ,  რადგან მისი მუცლის კუნთები ჯერ კიდევ სუსტია .
თუ თქვენს ბავშვს აქვს ნაწლავთა მოქმედება იშვიათად ან აღნიშნავს ტკივილს დეფეკაციის დროს, მას შესაძლოა ჰქონდეს ყაბზობა. თუ თქვენს ბავშვს ნაწლავთა მოქმედება აქვს 2 დღეში ერთხელ, მაგრამ განავლოვანი მასები რბილია და დეფეკაცია არ არის გაძნელებული და მტკივნეული, ეს არ ითვლება ყაბზობად.
ზოგ ბავშვებს ყაბზობით, უჩნდებათ სხვადასხვა ჩვევები დეფეკაციასთან დაკავშირებით. მაგალითად ჩვილები იწყებენ ტირილს, უფრო მოზრდილი ბავშვები ჭიმავენ დუნდულოებს და ფეხებს, დგანან თითის წვერებზე, ირწევიან წინ და უკან,  ან იღებენ სხვადასხვა პოზებს. ზოგჯერ იმალებიან კუთხეში ან სხვა ადგილას. ასეთი ქცევით ბავშვები ცდილობენ თავიდან აირიდონ ნაწლავთა მოქმედება, რადგანაც ისინი არიან შეშინებულები და ფიქრობენ, რომ დეფეკაციის აქტი იქნება მტკივნეული.

  რატომ ვითარდება ყაბზობა? 
ყაბზობის ხშირი მიზეზია ტკივილი  დეფეკაციის აქტის დროს. ტკივილი ძირითად დაკავშირებულია მსხვილი და მაგარი განავალოვანი მასის გამოსვლასთან, რაც   ხშირად   იწვევს ანალური ხვრელის ნაპრალს. მკურნალობა რეკომენდირებულია თუ თქვენს   ბავშვს  აქვს მტკივნეული ან გაძნელებული ნაწლავთა მოქმედება. ტკივილის კუპირება დასაწყისშივე იძლევა კარგ შედეგს.
  სამედიცინო პრობლემით გამოწვეული ყაბზობა აღინიშნება ბავშვების 5%-ში. ყველაზე გავრცელებული ყაბზობის გამომწვევი სამედიცინო პრობლემა არის ჰირშპრუნგის დაავადება (მსხვილი ნაწლავის ინერვაციის მოშლა), ანუსის განვითარების ანომალია, საკვების შეწოვის დარღვევები, ზურგის ტვინის ანომალია და ზოგიერთი მედიკამენტი. 
ყაბზობა სამჯერ უფრო ხშირად ვითარდება ჩვილებსა და ბავშვებში, განსაკუთრებით იმ პერიოდში  როდესაც იწყებენ ნახევრადმყარი საკვების და მარცვლეულის მიღებას, აქვთ ტუალეტის ტრეინინგი და იწყებენ სკოლაში სიარულს. მშობლებს შეუძლიათ დახმარება თუ ეცოდინებათ მაღალი რისკის პერიოდების შესახებ და შეეცდებიან ყაბზობის პრევენციას.
მყარ საკვებზე გადასვლა - ჩვილების გადაყვანამ ძუძუთი ან ხელოვნური კვებიდან მყარ საკვებზე შესაძლოა გამოიწვიოს ყაბზობა.
ტუალეტის ტრეინინგი - ტუალეტის ტრეინინგის დროს ყაბზობის განვითარების რისკი გამოწვეულია რამოდენიმე მიზეზით:
თუ ბავშვი არ არის მზად ან არ არის დაინტერესებული რომ გამოიყენოს ტუალეტი, ის შეეცდება თავი აარიდოს ტუალეტში წასვლას (შეკავება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა.
თუ ბავშვს აქვს გაძნელებული და მტკივნეული ნაწლავთა მოქმედების გამოცდილება, ის იკავებს ნაწლავთა მოქმედებას კიდევ უფრო მეტად, რაც აღრმავებს პრობლემას.
თუ ბავშვი ნაწლავთა მოქმედებას იკავებს ტუალეტის ტრეინინგის დროს, შეწყვიტეთ ტრეინინგი დროებით . გაამხნევეთ თქვენი ბავშვი უნიტაზზე ჯდომის დროს და მიეცით პოზიტიური სტიმული (ჩახუტება, კოცნა ან შექების სიტყვები) იმის მიუხედავად, წარმატებით დასრულდება თუ არა ეს ტრეინინგი. დარწმუნდით, რომ მოზრდილთა უნიტაზის გამოყენების დროს ბავშვს აქვს ფეხების საყრდენი (მაგ. სკამი).
ტუალეტის ტრეინინგისთვის საუკეთესო დრო არის კვების შემდგომი პერიოდი, რადგანაც საკვების მიღება იწვევს ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებას, რაც ეხმარება მას დეფეკაციის აქტის წარმატებით განხორციელებაში. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია რომ ამ პერიოდში მშობელი იყოს მის გვერდით, ამით შეინარჩუნებთ მათ ინტერესს.

როდესაც ბავშვები იწყებენ სკოლაში სიარულს, ზოგჯერ თავს იკავებენ სკოლის ტუალეტის გამოყენებისგან, რის გამოც უხდებათ თავის შეკავება. მშობელი უნდა ახდენდეს მუდმივ მონიტორინგს ბავშვის ნაწლავთა მოქმედების სიხშირეზე. ეს შეიძლება მოხერხდეს, თუ დააკვირდებით რამდენად ხშირად აქვს ნაწლავთა მოქმედება სახლში, დასვენების დღეებზე. უნდა ჰკითხოთ ხომ არ აქვს პრობლემები სახლის გარეთ დეფეკაციიც აქტის განხორციელებაში.

ყაბზობის მკურნალობა ბინის პირობებში - თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვს ბინის პირობებში, თქვენმა დახმარებამ შედეგი უნდა გამოიღოს 24 საათის განმავლობაში, თუ ეს ასე არ ხდება და ბავშვს ისევ არ ჰქონია ნაწლავთა მოქმედება დაურეკეთ ექიმს რჩევისთვის.
 ჩვილები - თუ თქვენი ბავშვი არის 4 თვეზე ნაკლები ასაკის, გაესაუბრეთ მის ექიმს ყაბზობის მკურნალობის შესახებ. ასევე დაეკონტაქტეთ ექიმს, როდესაც ყაბზობას თან ახლავს მწვავე ტკივილი ან რექტალური სისხლდენა. 
 როდესაც ჩვილი არის 4 თვეზე მეტი ასაკის, მკურნალობისთვის შეიძლება გამოიყენთ:
ხილის წვენები - ქლიავის, ვაშლის ან ატმის წვენები. თქვენ შეგიძლიათ4 -8 თვის ასაკის ბავშვს  მისცეთ 60-120მლ 100% სუფთა ხილის წვენი დღის განმავლობაში და 8-12 თვის ასაკის ბავშვს 180მლ ხილის წვენი დღეში.
მუქი სიმინდის სიროფი - ყაბზობის მკურნალობის ხალხური მეთოდია, ის უზრუნველყოფს სითხის შეკავებას განავალში. ჯანმრთელ ჩვილებში გამოიყენება 1/4 დან 1 ჩ.კ. სიმინდის სიროფი.  თავდაპირველად დაიწყეთ დაბალი  დოზიდან და შეგიძლიათ გაზარდოთ 1 ჩ.კ-მდე(5მლ), სანამ ჩვილს არ ექნება ყოველდღიური დეფკაცია. თუ დეფეკაციის სიხშირემ მოიმატა და განავლოვანი მასებიც დარბილდა, შეიძლება თანდათან დოზის შემცირება. სიმინდის სიროფის გამოყენება ყოველთვის შეგიძლიათ, თუ პრობლემამ ისევ  იჩინა თავი მანამდე
უჯრედისის შემცველი საკვები - დამატებითი კვების დაწყებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ბურღულეულის ფაფები, უჯრედისის მაღალი შემცველობის მქონე ხილი და ბოსტნეული ( ან პიურე), როგორიცაა გარგარი, ტკბილი კარტოფილი, მსხალი, ატამი, ქლიავი, ლობიო, ბარდა, ბროკოლი ან ისპანახი. ხილის წვენი შეგიძლიათ მარცვლეულის ფაფაში აურიოთ ან მისცეთ ბოსტნეულის და ხილის პიურეს მიქსი.
რკინის შემცველი საკვები - ადაპტირებული ნარევები რკინის დაბალი შემცველობის გამო არ იწვევენ ყაბზობის გაღრმავებას. ამიტომ არაა რეკომენდებული საკვები ფორმულის შეცვლა - ეს არ დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. საკვების შეცვლასთან დაკავშირებით კონსულტაცია აუცილებლად გაიარეთ თქვენს ექიმთან. რკინის შემცველი პრეპარატები ზოგჯერ შესაძლოა ყაბზობის გამომწვევი მიზეზი იყოს. ამიტომ თუ ბავშვის მდგომარეობა მოითხოვს მკურნალობაში რკინის პრეპარატების ჩართვას, საჭიროა დიეტის დაცვა ან სხვა დამატებითი ჩარევები ყაბზობის თავიდან ასაცილებლად. 

ბავშვები  თუ ყაბზობა რამდენიმე დღე გრძელდება, შესაძლოა დაგჭირდეთ მხოლოდ საკვები რაციონის შეცვლა, რათა განავლის გამოყოფა იყოს უმტკივნეულო და რბილი.  თუ ბავშვს არ ჰქონია ნაწლავთა მოქმედება 24სთ-ის განმავლობაში აღნიშნული რეკომენდაციის შემდეგ, მიმართეთ ბავშვის ექიმს ან ექთანს. თუ ბაშვს აქვს საშიშროების ნიშნები (ტკივილი, რექტალური სისხლდენა) ყაბზობასთან ერთად ან თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, დაუკავშირდით ექიმს, სანამ მოახდენთ რაიმე სახის ჩარევას. 
კვებითი დიეტა -რეკომენდაციები: 
ხილის წვენები - ზოგიერთი ხილის წვენი ეხმარება განავალს დარბილებაში ( შავი ქლიავი, ვაშლი, მსხალი). არ მისცეთ დღე-ღამეში 100%-იანი ხილის წვენის 120-180 მლ-ზე მეტი თუ ასაკი 1-6 წელია. ბავშვებს 7 წლის ზემოთ შეუძლიათ დალიონ 2 პორციაც დღეში. 
სითხეები -არ არის აუცილებელი დამატებით სითხით დატვირთვა, თუმცა საყურადღებოა, რომ ბავშვი უნდა იღებდეს სითხის ადექვატურ რაოდენობას. 1 წელზე ზემოთ ბავშვებში სითხის საკმარისი მოცულობაა 960 მლ ( წყალი ან არა რძიანი ნარევი). 
საკვები - შესთავაზეთ ბავშვს კარგად ბალანსირებული დიეტა, მათ შორის ყველა სახის მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული. შეაქეთ თქვენი შვილი, თუ იღებს ასეთი სახის საკვებს და გაამხნევეთ, რათა გაიზადროს მათი მოხმარება. არ აიძულოთ ბავშვი, თუკი მას არ უნდა კვება. ყაბზობის შემთხვევაში ხმარებიდან ამოიღეთ ( ან მიეცით მცირე რაოდენობით) განსაზღვრული პროდუქტები ( რძე, იოგურტი, ყველი, ნაყინი). 
რძე - ბავშვები, რომელთაც აქვთ ძროხის რძის ცილის აუტანლობა, მიდრეკილნი არიან ყაბზობის განვითარებისკენ. თუ მკურნალობის სხვა მეთოდები არ ამართლებს, ამოიღეთ ხმარებიდან რძე 1-2 კვირით. თუ ამ დროში ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ისევ მიეცით რძე. თუ თქვენი შვილი არ იღებს რძეს დიდი ხნის განმავლობაში, დაუკავშირდით ექიმს, რათა მოხდეს კალციუმით და D ვიტამინით ორგანიზმის შევსების დამატებითი გზების შემუშავება.
ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბება - თუ თქვენს შვილს ყაბზობა უვითარდება ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბებისას, შეწყვიტეთ სწავლება, მოიცადეთ 2-3 თვე. დაარწმუნეთ ბავშვი რომ ეს საზიანო არაა და შეაქეთ ყოველთვის, თუნდაც მას არ ჰქონდეს დეფეკაცია. მოერიდეთ დასჯას ან შენიშვნის მიცემას. 
დააწესეთ დეფეკაციის რეგულარული დრო, უზრუნველყავით, რომ კვების შემდეგ 1-2ჯერ დღეში ბავშვი 5-10 წთ-ის განმავლობაში დასვათ ქოთანზე. კითხვა ან აბაზანაში მარტო დარჩენა ეხმარება ბავშვს დეფეკაციის ჩვევის გამომუშავებაში. 
სამედიცინო გამოკვლევები სჭირდებათ ბავშვებს, თუ მათი მდგომარეობა ბინაზე ჩატარებული მკურნალობის ფონზე არ უმჯობესდება. ამ შემთხვევაში ბავშვი უნდა ნახოს ექიმმა. ანამნეზის შეკრებისას ექიმი შეგეკითხებათ, როდის დაიწყო ყაბზობა, მტკივნეულია თუ არა დეფეკაცია. ასევე საყურადღებოა შემდეგი სიმპტომები: ღებინება, ტკივილი, მადის დაქვეითება, მიღებული სითხის რაოდენობა, სისხლი განავალში.  ექიმი ან ექთანი ატარებს სამედიცინო შემოწმებას, შესაძლოა რექტალური გასინჯვაც. ბავშვთა უმეტესობას არ ესაჭიროება ლაბორატორიული ანალიზები და რენტგენოლოგიური გამოკვლევა. 

მორეციდივე ყაბზობა -  თუ თქვენს შვილს ჰქონდა ყაბზობის რამდენიმე ეპიზოდი ( ე.წ. მორეციდივე ყაბზობა) აუცილებელი მიზეზის დადგენა, რისთვისაც უნდა მიმართოთ ექიმს. მორეციდივე ყაბზობა  საჭიროებს კვალიფიციურ დახმარებას. შესაძლოა მას დასჭირდეს ნაწლავების გაწმენდა ე.წ. \" გამწმენდი \" მკურნალობა. მკურნალობის ამ მეთოდში გამოიყენება პრეპარატები (პოლიეთილენგლიკოლი ან მაგნიუმის ჰიდროქსიდი), რომლებიც შეგვყავს ოყნის ან სანთლის სახით ან კომბინაციაში. მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. 
მშობლები ხშირად ვერ ბედავენ მისცენ ბაშვს საფაღარათო საშუალებები იმ მიზეზით, რომ პრეპარატის მოხსნის შემდეგ ისევ თავს იჩენს ყაბზობის პრობლემა .საფაღარათო პრეპარატების გამოყენება არ ზრდის მომავალში ყაბზობის განვითარების რისკს. პირიქით, მათი გამოყენება ფაქტიურად თავიდან გვაცილებს ხანგრძლივი ყაბზობით გამოწვეულ პრობლემებს. საფაღარათო საშუალებების  გამოყენება  შესაძლებელია ხანგრძლივად ( რამოდენიმე თვიდან 1 წლამდეც ). მას შემდეგ, რაც ბავშვს ჩამოუყალიბდება რეგულარული დეფეკაციის ჩვევა  ხდება პრეპარატის დოზის თანდათანობითი შემცირება და მისის მოხსნა.
თუ ბავშვს არ ჰქონია ნაწლავთა მოქმედება 2-3 დღის განმავლობაში, გამოიყენეთ \" გამწმენდი\" საშუალებები და საფაღრათო პრეპარატები მაღალი დოზით .
ქცევის ცვლილება- ბავშვებში, რომელთაც ხშირად აქვთ ყაბზობა, დამახასიათებელია ქცევის ცვლილებები. ბავშვის დასახმარებლად უზრუნველყავით რეგულარული დეფეკაცია. 
წაახალისეთ ბავშვი, რათა იჯდეს ქოთანზე დღეში 30 წთ-ის განმავლობაში ( 5-10 წთ 2-3 ჯერ დღეში ). გაიმეორეთ ყოველდღიურად. 
დააჯილდოვეთ ბავშვი ყოველთვის მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას დეფეკაცია. 
შექმენით დღიური, სადაც აღნიშნული იქნება დეფეკაციის სიხშირე, ტკივილის არსებობა, პრეპარატების გამოყენება. ეს დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს ექიმს დაადგინოთ ყაბზობის მიზეზები. 

მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს აქვს მუცლის ან რექტალური ტკივილი ან თუ : 
ბავშვს არ ჰქონია ნაქლავთა  მოქმედება მკურნალობიდან 24 სთ-ის განმავლობაში.
ჩვილს ( 4თვემდე) არ ჰქონია დეფეკაცია 24სთ-ის განმავლობაში ნორმალური მდგომარეობისგან განსხვავებით ( მაგ. თუ ბავშვს, რომელსაც აქვს მოქმედება 2 დღეში ერთხელ, არ ჰქონია დეფეკაცია 3 დღეა). 
ჩვილი ( 4თვემდე) გადის მაგარი განავლოვანი მასებით.
შეამჩნიეთ სისხლი განავალში ან საფენზე
აქვს ყაბზობის განმეორებითი ეპიზოდები.
თქვენი შვილის ექიმი ყველაზე უკეთ მოგაწვდით ინფორმაციას და უპასუხებს კითხვებს თქვენი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.


This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close