ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: სწორი ნაწლავის (რექტალური) პროლაფსი ბავშვებში



            რა არის სწორი ნაწლავის (რექტალური )პროლაფსი?  ეს არის მდგომარეობა, როცა ხდება სწორი ნაწლავის ნაწილობრივი გამოსვლა ანუსის გარეთ. პროლაფსი უმეტეს შემთხვევაში გვხდება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ ასევე ჯამრთელობის სხვა პრობლემები. ეს პრობლემებია:
1.  ყაბზობა-როცა განავალი არის მკრივი, გაძნელებულია დეფეკაცია, დეფეკაცია აღინიშნება კვირაში არაუმეტეს 3ჯერ.
2.  დიარეა - როცა განავალი არის წყლიანი და დეფეკაცია აღინიშნება დღეში 3-ზე მეტად.
3.  თავის და ზურგის ტვინთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ 
ზურგის ტვინის თიაქარი - როცა მუცლადყოფნის პერიოდში არ ხდება ზურგის ტვინის ნორმალურად ჩამოყალიბება,
თავის და ზურგის ტვინის ტრავმა
4. ცისტოფიბროზი- ამ დაავადების დროს აღინიშნება ლორწოს სქელი მასების დაგროვება სხეულის სხვადასხვა ნაწილში.ახასიათებს სასუნთქი სისტემის ხშირი ინფექციები და დიდი ზომის განავლოვანი მასები.
რა არის სწორი ნაწლავის (რექტალური) პროლაფსის სიმპტომები ბავშვებში? 
ანუსის გარეთ აღინიშნება სწორი ნაწლავის ნაწილის გამოსვლა, რომელზეც  ვლინდება ლორწო ან სისხლი. სწორი ნაწლავის პროლაფსი,  ძირითად შემთხვევებში არ არის მტკივნეული, მაგრამ არის არაკომფორტული. ქსოვილი შეიძლება დარჩეს ანუსის გარეთ ან დაუბრუნდეს თავის საწყის მდგომარეობას.

თუ თქვენს შვილს შეამჩნიეთ მსგავსი მდგომარეობა,უნდა აუხსნათ თქვენი შვილის ექიმს სწორი ნაწლავის გარეთ გამოსული ქსოვილის ფერი და დამახასიათებელი ნიშნები. ეს დაეხმარება თქვენს ექიმს პროლაფსის დიაგნოსტირებაში.
როგორია სწორი ნაწლავის (რექტალური) პროლაფსის მკურნალობა?
ექიმი თითის საშუალებით აბრუნებს სწორი ნაწლავის ქსოვილს ანუსის ხვრელში.ზოგიერთი ბავშვი საჭიროებს ადგილობრივ ანესთეზიას ამ მანიპულაციის ჩატარებისათვის. ექიმი ასევე ასწავლის მშობელს როგორ ჩაასწორონ სწორი ნაწლავი მისი გამოვარდნის შემთხვევაში. თუ მკურნალობამ არ გამოიღო შედეგი ბავშვს შეიძლება დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა. სხვა მკურნალობის მეთოდები ასევე დაეხმარება პაციენტებს ამ დაავადების პრევენციისათვის. ბავშვებს რომელთაც აღენიშნებათ ყაბზობა და აქვთ სწორი ნაწლავის პროლაფსი უნდა დაიცვან დიეტა (ხილი,ბოსტნეული).ყოველი კვების შემდეგ მშობლებმა ბავშვი უნდა დასვან ქოთანზე 5-10 წუთის განმავლობაში. ექიმმა ასევე უნდა დაუნიშნოს ბავშვს მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებენ ნაწლავთა მოძრაობას (პერისტალტიკას). ბავშვებს, რომელთაც აღენიშნებათ დიარეა საჭიროებენ მისი გამომწვევი მიზეზის მკურნალობას.უმეტეს შემთხვევაში დიარეა გამოწვეულია ინფექციით ან წარმოადგენს მედიკამენტური მკურნალობის გვერდით ეფექტს. ბავშვებს რომელთაც აღენიშნებათ სწორი ნაწლავის პროლაფსი და მიზეზი უცნობია უნდა ჩატარდეს კვლევა ცისტოფიბროზზე, ხოლო ცისტოფიბროზით დიაგნოსტირებულმა  ბავშვებმა უნდა მიიღონ „პანკრეატინ ენზიმები.“ ეს დაეხმარება პაციენტებს დეფეკაციის დარეგულირებაში.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close