ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: სისხლიანი განავალი ბავშვებში


თქვენი ბავშვის განავალში სისხლის არსებობა შესაძლებელია საფრთხის მატარებელი აღმოჩნდეს. ჩვეულებრივ, ასეთი მდგომარეობა ბავშვებში საკმაოდ ხშირია.  გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა, ხშირ შემთხვევაში კი დამოკიდებულია  ასაკზე. აუცილებელია სისხლდენის წყაროს დროული დადგენა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
როდის უნდა მივმართოთ დასახმარებლად ექიმს? – ბავშვთა უმრავლესობას, რომელთაც აღენიშნებათ სისხლდენის უმნიშვნელო რაოდენობა, ახასიათებთ დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა. გამოკვლევების გარეშე სისხლდენის მიზეზების დადგენა შეუძლებელია, ამიტომ რექტალური სისხლდენის აღმოჩენის შემთხვევეაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც განსაზღვრავს შემდგომი კვლევების საჭიროებას.
რექტალური სისხლდენის ტიპები – არსებობს სისხლდენის ორი ტიპი: სისხლდენა კუჭ–ნაწლავის ზედა ტრაქტიდან (კუჭი და წვრილი ნაწლავი) და ქვედა ტრაქტიდან (მსხვილი და სწორი ნაწლავი, ანუსი).
ზედა ტრაქტიდან სისხლდენების დროს განავალი ღებულობს შავ, კუპრისებრ შეფერილობას, ხოლო ქვედა ტრაქტიდან სისხლდენის დროს განავალი დაფარულია ან არეულია ალისფერი შეფერილობის სისხლში. შესაძლებელია გარკვეულმა პროდუქტებმა და მედიკამენტებმაც მოგვცეს ცრუ სისხლდენის კლინიკა, ამიტომ მხოლოდ განავლის შეფერილობის მიხედვით ზუსტ დიაგნოზზე მსჯელობა რთულია, საჭიროა ჩატარდეს დამატებითი კვლევები. 
რექტალური სისხლდენის მიზეზები:
ნახეთქი ანუსზე – ანუსის ნახეთქი წარმოადგენს უკანა ტანის ქსოვილების მთლიანობის დარღვევას, რომელიც ჩნდება დეფეკაციის აქტის დროს, უფრო მეტად მკვრივ განავლოვან მასებზე გასვლისას. მსგავსი შემთხვევები შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში დაფიქსირდეს. ანუსის ნახეთქს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ტკივილი, დაძაბულობა დეფეკაციის აქტის დროს, ალისფერი სისხლი განავალში ან ტუალეტის ქაღალდზე.
 ხშირ შემთხვევაში, ანალური ნახეთქის მქონე ბავშვებს ანამნეზში აღენიშნებათ შეკრულობა და განავლის მკვეთრად მკვრივი კონსისტენცია.

რძისა და სოიოს ცილების აუტანლობა – რძისა და სოიოს ცილების აუტანლობას ასევე უწოდებენ: ალერგიას რძეზე, რძით ინდუცირებულ ენტეროკოლიტებს ან პროქტოკოლიტებს, უმეტეს შემთხვევაში ეს დაავადებები გვხვდება ახალშობილებში. დაავადების მიზეზი რძისა და სოიოს ცილების მიმართ მომატებული მგრძნობელობაა. დაავადება ვითარდება აღნიშნული პროდუქტების უშუალო მიღებისას, ან დედის რძეში მათი არსებობისას. ძირითადად, ამ ცილების აუტანლობა ერთი წლის ასაკიდან აღარ ვლინდება.
რძისა და სოიოს ცილების აუტანლობის სიმპტომები შესაძლოა იყოს ღებინება და დიარეა, ასევე სისხლის არსებობა განავალში. თუ ექიმმა სისხლდენის მიზეზად სწორედ ამ პროდუქტების აუტანლობა მიიჩნია, ინიშნება სპეციფიკური დიეტა.

სისხლდენის ნაკლებად გავრცელებული მიზეზებია:
1) ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადება  (კრონის დაავადება) და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი. ნაწლავის ანთებითი პროცესები იწვევენ სისხლისშემცველი განავლის გამოყოფას, დიარეას, უმადობას და წონის კარგვას. 
ინფექციური დიარეა, რომელიც გამოწვეულია ვირუსით, ბაქტერიითა და პარაზიტით, იწვევს სისხლდენებს სკოლამდელ და სასკოლო ასაკის ბავშვებში, დიარეის მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციური აგენტით დაბინძურებული საკვებისა და სითხის მიღება, ასევე ანბიოტიკოთერაპია.
ინფექციური დიარეის სიმპტომებია: სისხლიანი ფაღარათი, ცხელება და ტკივილი მუცლის არეში.  
2) უმწიფარი პოლიპები ნაწლავებზე, რომლებიც ძირითადად 2–დან 8–წლამდე ჩნდება. სიმპტომები მოიცავს უმტკივნეულო რექტალურ სისხლდენებს. მსგავსი პოლიპები უმეტეს შემთხვევაში არ წარმოადგენენ კიბოს, თუმცა შესაძლებელია კიბოს პრე–სტადიად განვიხილოთ. მათი შეფასება აუცილებელია სპეციალისტის მიერ, რომელიც ჩვეულებრივ პოლიპების რეზექციის რეკომენდაციას იძლევა.

რექტალური ტრაქტიდან სისხლდენის გამომწვევი შესაძლებელია იყოს ნაწლავთა გაუალობა და ჰირშპრუნგის დაავადება. ჰირშპრუნგის დაავადება ძირითადად დაბადებამდე ჩნდება და რექტალურ ტრაქტთან ერთად სისხლდენებს მსხვილი ნაწლავიდანაც იწვევს.

ჩამოთვლილილი მიზეზებით გამოწვეულ სისხლდენებს ახასიათებთ სწრაფი განვითარება, ამიტომ განავალში სისხლის აღმოჩენის, ბავშვის სიფერმკრთლის, ცხელების, მტკივნეული მუცლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ  მიმართეთ ექიმს. 

რექტალური სისხლდენების გამოკვლევები – რიგ შემთხვევაში, სისხლდენის მიზეზი ანუსის მიდამოს დათვალიერებითაც დგინდება. დათვალიერება ტარდება რექტალური არის დიგიტალური გასინჯვით. ასევე ხდება განავლის დათვალიერება, მასში სისხლის ელემენტების აღმოჩენის მიზნით.

სისხლდენის მიზეზის დადგენა აუცილებელია, ამიტომ მიზნის მისაღწევად გამოიყენება ყველა ხელთარსებული საშუალება. ხშირად ტარდება კოლონოსკოპია (კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილების კვლევა) და რენტგენოგრაფია. ექიმი გამოკვლევის მეთოდებს ირჩევს ბავშვის მდგომარეობისა და ანამნეზის გათვალისწინებით.

რექტალური სისხლდენის მკურნალობის მეთოდები – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სისხლდენის მიზეზი სხვადასხვაა, შესაბამისად განსხვავდება მკურნალობის მიდგომებიც. მკურნალი ექიმი აფასებს სიმპტომებს, ატარებს შესაბამის კვლევებს და  მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირჩევს მკურნალობის მეთოდებს. გახსოვდეთ, უმნიშვნელო სისხლდენაც აუცილებლად უნდა შეფასდეს კომპეტენტური პირის მიერ. 



This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close