ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: განავლის შეუკავებლობა ბავშვებში


რა არის განავლის შეუკავებლიბა ბავშვებში? _ განავლის შეუკავებლობა ბავშვებში არის ის მდგომარეობა, როდესაც ბავშვს ნასწავლი აქვს პირადი ჰიგიენის ელემენტარული ნორმები ნაწლავთა მოქმედების დროს, მაგრამ ვერ ახერხებს ამას. ეს ხდება მაშინ როცა ბავშვს დაკარგული აქვს კონტროლი ნაწლავთა მოქმედებაზე. მაგალითად, ბავშვს შეიძლება გაეპაროს საფენში ან საცვალში, ან ჰქონდეს ნაწლავთა მოქმედება ძილში. 
სხვა სიტყვებით განავლის შეუკავებლობას „ენკოპრეზი“ ეწოდება.
რა იწვევს განავლის შეუკავებლობას ბავშვებში? _ ბავშვებში ენკოპრეზის უხშირესი მიზეზია  კონსტიპენცია (შეკრულობა). ამ  დროს ნაწლავთა მოქმედება გაძნელებულია. (ბავშვების უმეტესობას ჩვეულებრივ აქვს ნაწლავთა ერთი  მოქმედება დღეში რბილი განავლოვანი მასებით).
კონსტიპენციის დროს  ბავშვი შეიძლება თავს არიდებდეს ნაწლავთა მოქმედებას. ამის გამო ნერვები და კუნთები, რომელიც პასუხს აგებს ნაწლავთა მოქმედებაზე სრულყოფილად ვეღარ ფუნქციონირებს, რაც ნაწლავებში იწვევს განავლოვანი მასების დაგროვებას და  განავლოვანი ქვების წარმოქმნას. ასეთ შემთხვევებში ბავშვებს შეიძლება ჰქონდეს ნაწლავთა უნებლიე მოქმედება (განავლის შეუკავებლობას).
სხვა მიზეზები, რომელიც იწვევს განავლის შეუკავებლობას:
პრობლემები პირადი ჰიგიენის ნორმების სწავლებაზე
ემოციური სტრესები ან ბავშვის დღის განრიგის ცვლილება
სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობა
საჭიროა თუ არა ბავშვი ვაჩვენო ექიმს? _ თუ თქვენს ბავშვს ხშირად აქვს ნაწლავთა უნებლიე მოქმედება საფენში დაეკონტაქტეთ  ექიმს.
დასჭირდება თუ არა ბავშვს კვლევები? _ სავარაუდოდ დასჭირდება. ექიმი შეაფასებს ბავშვს, ბავშვების უმეტესობას კვლევები არ სჭირდება, თუმცა მაინც შეიძლება საჭირო გახდეს:
ნაწლავთა რენტგენოგრაფია _ ეს კვლევა გვიჩვენებს არის თუ არა ნაწლავები გადავსებული 
სისხლის ანალიზი _ კეთდება იმისათვის, რომ გამოირიცხოს სამედიცინო მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ განავლის შეუკავებლობას.
შარდის ანალიზი _ ზოგიერთ ბავშვს განავლის შეუკავებლობით ასევე აქვს პრობლემები დღის და ზოგჯერ ღამით შარდის შეუკავებლობისაც. ამის შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექცია. ასე რომ ექიმმა შეიძლება მოითხოვოს შარდის  ნიმუში საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირებისთვის.
როგორ იკურნება ბავშვებში განავლის შეუკავებლობა? _ ეს დამოკიდებულია მიზეზზე. განავლის შეუკავებლობის დროს  კონსტიპაციის შემთხვევაში ექიმი შეიძლება მოიქცეს შემდეგნაირად:
მისცეს ბავშვს მედიკამენტები, რომ თავიდან ავირიდოთ განავლოვანი მასებით ნაწლავის გადავსება 
მისცეს ბავშვს მედიკამენტები რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავთა ნორმალურ მოქმედებას 
ასწავლეთ  თქვენს ბავშვს ნაწლავთა მოქმედების სწორი ჩვევები. 
ქვემოთ ჩამოთვლილია რამოდენიმე რჩევა რაც თქვენ შეგიძლიათ განუვითაროთ ბავშვს: 
დასვით ბავშვი ტუალეტზე რამოდენიმე წუთით ყოველი კვების შემდეგ
წაახალისეთ ბავშვი ამ ქმედების შემდეგ, მიუხედავად იმისა ჰქონდა თუ არა ბავშვს ნაწლავთა მოქმედება
თვალყური ადევნეთ თქვენს ბავშვს ნაწლავთა მოქმედების დროს _ ეს იძლევა თქვენთვის და ექიმისათვის დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალებას.
დარჩით დადებითად განწყობილი და მშვიდი მაშინაც კი თუ ხანდახან კვლავ  ხდება განავლის შეუკავებლობა _ თვიდან აიცილეთ ჩხუბი ბავშვთან. ეს სიტუაცია ბავშვისთვის დიდი სტრესია და პრობლემა შეიძლება მხოლოდ დაამძიმოს.
თუ დადგინდება ჯანმრთელობის რაიმე დარღვევა განავლის შეუკავებლობის მიზეზად ექიმი ამ პრობლემას მოგიგვარებთ, თუ მიზეზი სტრესია ნაწლავთა მოქმედების კარგი და სწორი ზნე-ჩვეულებები გამოასწორებს სიტუაციას. 
ჰკითხეთ ექიმს დიეტის რაიმე ცვლილება თუ დაეხმარება თქვენს ბავშვს. მაგალითად ეს შეიძლება იყოს:
მიაწოდეთ ბავშვს მეტი ხილი და ბოსტნეული, ასევე მარცვლეულობა და სხვა საკვები რომელიც შეიცავს მცენარეთა ბოჭკოებს.
მოერიდეთ რძის, იოგურტის, ყველისა და ნაყინის მიცემას.
დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვი საკმარისი რაოდენობით იღებს წყალს. 
მაგრამ, თუ თქვენს ბავშვს აქვს განავლის შეუკავებლობის პრობლემა მხოლოდ დიეტის დაცვა ვერ მოგიგვარებთ მას. 
შეიძლება თუ არა მოვახდინოთ განავლის შეუკავებლობის პრევენცია? _ თუ კონსტიპენცია, ან სტრესული სიტუაციები არის ამის მიზეზი, თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ განავლის შეუკავებლობა
თქვენს ბავშვს ზუსტად ისე მისცემთ მედიკამენტებს როგორც  ექიმი გამოგიწერთ 
ასწავლით თქვენს ბავშვს ჰიგიენურ ნორმებს
იყავით მომთმენი. ამ პრობლემის მოგვარებისთვის  შეიძლება რამოდენიმე თვე  ან მეტიც კი დაგჭირდეთ.
ზოგიერთი პაციენტი წუხს იმის შესახებ, რომ ეს მედიკამენტები არ არის უსაფრთხო, ან შეიძლება რაიმე პრობლემა გამოიწვიოს მომავალში. ფაქტი კი ერთია, ეს წამლები პირიქით, საკმაოდ უსაფრთხოა, და მათი მიღების  დროზე ადრე შეწყვეტამ შეიძლება აღნიშნული პრობლემა გაართულოს. 



This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close