ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ნორმალური ნაწლავთა მოქმედება ბავშვებში


   რამდენად ხშირად უნდა ჰქონდეს ბავშვს ნაწლავთა მოქმედება? - ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. 
სიცოცხლის პირველ კვირაში ბავშვს აქვს 4 და მეტი ნაწლავთა მოქმედება, განავალი ნორმაში უნდა იყოს ფაფისებრი კონსისტენციის.
პირველი სამი თვის განმავლობაში ზოგიერთ ბავშვს აქვს 2 ან მეტი ნაწლავთ ამოქმედება. 
2 წლამდე ასაკის ბავშვები უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება მინიმუ ერთ ნაწლავთა მოქმედება დღეში. 
ყველა ბავშვი განსხვავებულია, ზოგიერთ ბავშვს ნაწლავთა მოქმედება აღენიშნებათ ყოველი კვების შემდეგ. ზოგიერთ ბავშვს ნაწლავთა მოქმედება აქვთ ყოველ მეორე დღე.     
როგორ გავიგო , რომ ჩემს შვილს აქვს შეკრულობა? - თქვენს შვილს შეიძლება აღენიშნებოდეს შემდეგი ნიშნები :
აქვს უფრო ნაკლების ნაწლავთა მოქმედება ვიდრე ნორმაში.
ნაწლავთა მოქმედების დროს აქვს ტკივილი.
ქმნის ზურგით რკალს და ტირის
თავს არიდებს საპირფარეშოში შესვლას (იმალება როდესაც გრძნობს ნაწლავთა მოქმედებას)
აღინიშნება მცირე რაოდენობით განავლოვანი მასა ნაწლავთა მოქმედების შემდეგ.
 როგორ მოვიქცე თუ ჩემს ბავშვს აქვს შეკრულობა? - ბავშვთა უმრავლესობას აქვს მსუბუქი და ხანმოკლე შეკრულობა, პრობლემები ჩვეულებრივ გაივლის მცირე ჩარევისას. ბავშვს მიეცით:
მეტი ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული და უჯრედისის ჭარბად შემცველი პროდუქტი.
შესთავაზეთ ქლიავის, ვაშლის და მსხლის წვენი.
ყოველ დღე მიეცით დიდი რაოენობით სითხეები, რომელიც არ შეიცავს რძეს.
თავი შეიკავოს შემდეგი პროდუქტების მღებისგან: რძე, იოგურტი, ყველი და ნაყინი.
ჭამის შემდეგ დავსვათ ქოთანზე  5-იდან 10 წუთამდე, რისთვისაც ბავშვი უნდა დააჯილდოვოთ. 
შეარჩიეთ დღის განმავლობაში თქვენთვის შესაფერისი დრო ნაწლავთა მოქმედების ჩვევის ჩამოსაყალიბებლად.   
  როდის მივმართო ექიმს და ექთანს?
თუ ბავშვის ასაკი ნაკლებია 4 თვეზე
თუ შეკრულობას აქვს ხშირი ხასიათი
თუ თქვენ შეასრულეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საფეხური , მაგრამ 24 საათის განმავლობაში  ბავშვს არ აქვს ნაწლავთა მოქმედება .
თუ სისხლი არის განავალში ან აღინიშნება მისი კვალი პამპერსზე. 
თუ თქვენს ბავშვს აქვს ძლიერი ტკივილი ნაწლავთა მოქმედების დროს.


This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close