ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: გრიპის სიმბტომები და მკურნალობა

შესავალი- საყოველთაოდ ცნობილი გრიპი არის ძალიან კონტაგიუზური-გადამდები დაავადება,  რომლითაც შეიძლება დაავადდეს, როგორც ბავშვი ასევე მოზარდი ნებისმიერ ასაკში. ეს ხდება უფრო ხშირად ზამთარში, რადგან ხალხი მჭიდრო კონტაქტშია ერთმანეთთან.  გრიპი ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებული საგნებით ან უშუალო კონტაქტით დაავადებულთან.
                 ყოველ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გრიპის გართულების შემდეგ 200 000 ადამიანს საჭიროებს ჰოსპიტალიზაცია საავადმყოფოში. ესენია მძიმე  ავადმყოფები, ბავშვები, მოხუცები, ორსულები, და ადამიანები რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, როგორიცაა ასთმა ან ფილტვის  სხვა დაავადება.
                   გრიპის გავრცელებული ეპიდემიის დროს (ე.წ. პანდემიები), მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი დაიღუპა. ამ ეპიდემიის დროს მოხდა გრიპის ახალი შტამების ჩამოყალიბება (ღორის ან ფრინველის) და დაინფიცირდნენ ადამიანები, რადგან მათ არ ჰქონდათ იმუნიტეტი ამ ვირუსების მიმართ. ეს სტატია განიხილავს სიმპტომებს და მკურნალობას სეზონური, ღორის H1N1 და ფრინველის გრიპის.
გრიპის სიმპტომები-სეზონური გრიპი  შეიძლება გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს.  სიმპტომები მოიცავს:
●ცხელება (ტემპერატურა 100F ან 37.8 ჩ ზე მაღალი)
●თავის და კუნთების ტკივილი
●დაღლილობა
●ხველა ან ყელის ტკივილიც შეიძლება აღენიშებოდეს
               გრიპით დაავადებულებს, ხშირად აღენიშნებათ ცხელება 2 დან 5 დღემდე. ეს განსხვავდება ცხელებისაგან, რომელიც გამოწვეულია ზედა სასუნქი გზების ვირუსებით, და რომელიც ხშირდა 24 ან 48 საათის განმავლობაში გაივლის. გრიპით დაავადებულთა უმრავლესობას აღენიშნება ცხელება, კუნთების ტკივილი, ზოგიერთ ადამიანს აქვს გაციების მსგავსი სიმპტომები (ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი). გრიპის სიმპტომები უმეტესად უმჯობესდება 2-5 დღის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დაავადება შეიძლება გაგრძელდეს ერთი კვირა და მეტი. სისუსტე და დაღლილობა შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე კვირა.
 
 
გრიპის გართულებები-ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს გართულება, ყველაზე გავრცელებული გართულება არის პნევმონია  (ფილტვების ანთება). პნევმონია ფილტვების მძიმე ინფექციაა, რომელიც უმეტესად უვითარდებათ პატარა ბავშვებს, მოხუცებს- რომლებიც ცხოვრობენ მოხუცთა თავშესაფარში, 65 წელს ზევით მყოფ პირებს და სხვა დაავადებით დაავადებულ პირებს, როგორიცაა დიაბეტი, გულის, ფილტვის დაავადებები. ასევე პნევმონია უვითარდებათ იმ პირებს ვისაც დაქვეითებული აქვთ იმუნური სისტემა,  ვისაც ჩაუტარეს გადანერგვა.
 
 გრიპის დიაგნოზი-  ჩვეულებრივ გრიპის დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს (ცხელება, ხველა, კუნთების ტკივილი). გრიპის ლაბორატორიული კვლევა ხორციელდება გაერკვეულ შემთხვევებში, როდესაცა არის გრიპის ახალი ეპიდემია ან პაციენტებს, რომლებიც შედიან გრიპის გართულების მაღალი რისკის ჯგუფში.
 
გრიპის მკურნალობა- გრიპით დაავადებულთა უმეტესობა 1-2 კვირის შემდეგ გამოჯანმრთელდებიან ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს ან მედპერსონალს თუ გამოგივლინდათ:
● თუ განვითარდა ქოშინი ან სუნთქვის უკმარისობა (უჭირს სუნთქვა)
● ტკივილი ან ზეწოლა მუცლის ან გულმკერდის არეში
● გაუწყლოების-დეჰიდრატაციის  ნიშნები, თავბრუსხვევა დგომისას ან შარდის შეკავება
●  დაბნეულობა
● ვერ აჩერებთ ღებინებას ან ვერ იღებს საკმარის სითხეს
●  უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ბავშვს აქვს, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი  ან  თუ აქვს ლურჯი ან მოიასამნისფრო კანის ფერი.
●  გაღიზიანებულია, იმდენად გაღიზიანებული რომ ვერ ჩერდება
●  ტირილის დროს არ აქვს ცრემლები (ახალშობილებში)
●  თუ აქვს ცხელება და გამონაყარი
●  ვერ იღვიძებს ადვილად
 
     არსებობს რამოდენიმე ჯგუფი, რომელთაც აქვთ გრიპის გართულების მიმართ გაზრდილი რისკი. ესენია: ორსულები, ბავშვები (< 5 წლამდე და განსაკუთრებით 2 წლამდე),  65 წლის ზევით ასაკის პირები და გარკვეული დაავადებების მქონე პირები: ისეთი დაავადებები როგორიცაა ფილტვის ქრონიკული დაავადება (ასთმა), გულის დაავადებები, დიაბეტი, იმუნოდეფიციტი (მაგ. აივ ინფექცია ან გადანერგვა) და ზოგიერთი სხვა დაავადება. თუ თქვენ ან თქვენს შვილს აქვს გრიპის სიმპტომები და გაქვთ გაზრდილი რისკი გრიპის გართულებების მიმართ, თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს ან მედპერსონალს.
 
 
სიმპტომების მკურნალობა-გრიპის სიმპტომების მკურნალობა დაგეხმარებათ უკეთ იგრძნოთ თავი, მაგრამ ეს არ დაგეხმარებათ სწრაფ განკურნებაში.
● დასვენება, სანამ გრიპი მთლიანად არ იქნება განკურნებული, განსაკუთრებით თუ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს.
● სითხეები- სითხეების მიღება საკმარისი რაოდენობით, რომ არ მოხდეს დეჰიდრატაცია (გაუწყლოება). ერთ-ერთი გზა,  რითაც შეიძლება შეაფასოთ საკმარისად იღებთ თუ არა სითხეს, ეს არის შეაფასოთ შარდის ფერი. ჩვეულებრივ შარდი უნდა იყოს ღია ყვითელი  შეფერილობიდან გამჭირვალემდე. თუ თქვენ იღებთ საკმარისი რაოდენობის სითხეს, თქვენ უნდა მოშარდოთ 3-5 საათში ერთხელ.
● აცეტამინოფენი (როგორიცაა ტაილენოლი და სხვა ბრენდები) შეუძლიათ დაწიონ ტემპერატურა (შეამცირონ ცხელება),  მოხსნან თავის და კუნთების ტკივილი. ასპირინი და ასპირინის შემცველი მედიკამენტები (როგორიცაა ბისმუტის სუბსალიცილატი, პეპტობისმოლი) არა არის რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ასპირინმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაავადება, რომელსაც რეის სინდრომი ეწოდება.
●  ხველის დროს მედიკამენტები არ ინიშნება, ხველა ჩვეულებრივ მკურნალობის გარეშე  გადის. ჩვენ  რეკომენდაციას არ ვუწევთ ხველის ან გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებას 6 წლამდე ასაკში.
●  ანტივირუსული მკურნალობა- ანტივირუსული მედიკამენტები შეიძლება გამოყენებულ იყოს, როგორც მკურნალობისთვის, ასევე გრიპის პროფილაქტიკის მიზნით. მკურნალობის მიზნით, წამალი არ კურნავს გრიპის სიმპტომებს, თუმცა მას შეუძლია შეამციროს სიმპტომების ხანგრძლივობა და მიმდინარეობის სიმძიმე. ყველა პაციენტს გრიპის დროს არ ესაჭიროება ანტივირუსული მკურნალობა, მკურნალობის საჭიროება ემყარება შემდეგ ფაქტორებს: თუ თქვენ მძიმედ ხართ ავად, ან იმყოფებით გრიპის გართულების რისკის ჯგუფში, თქვენ გესაჭიროებათ ანტივირუსული თერაპია. იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ გრიპის საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა და არ შედიან რისკის ჯგუფში, არ ესაჭიროებათ ანტივირუსული თერაპია, და ან თუ სიმპტომების გამოვლენიდან გასულია  48 საათი. თუ სიმპტომების გამოვლენიდან არ არის გასული პირველ 48 საათი უნდა გამოვიყენოთ ანტივირუსული თერაპია. ადრე გამოიყენებოდა ანტივირუსული მედიკამენტები: როგორიცააა ოსელტამივირ (თამიფლუ®) ანდ ზანამივირ (ღელენზა®), (Fლუმადინე®) ანდ ამანტადინე (შყმმეტრელ®), მაგრამ ეხლა აღარ გამოიყენება, რადგან მათ მიმართ წარმოიშვა რეზისტენტული ფორმები. ანტივირუსული მკურნალობა ყველაზე ეფექტურია სეზონური გრიპის დროს, როდესაც მედიკამენტებს ვიღებთ გრიპის დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში. საუკეთესო ანტივირუსული საშუალება დამოკიდებულია გრიპის ვირუსის ტიპზე, ვირუსის რეზისტენტობაზე და ზოგიერთ ინდივიდუალურ ფაქტორებზე, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღის ექიმმა ან მედპერსონალმა. გვერდითი ეფექტები- შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები, მათ შორის გულისრევა, ღებინება, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება. მიუხედავად გვერდითი ეფექტებისა პაციენტები აგრძელებენ მკურნალობას.
ანტიბიოტიკები- ანტიბიოტიკები არ გამოიყენება ვირუსული დაავადების მკურნალობისთვის, როგორიცაა გრიპი. ანტიბიოტიკი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება ბაქტერიული გართულება, როგორიცაა ბაქტერიული პნევმონია, ყურის ინფექცია ან სინუსიტი. ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები და რეზისტენტული შტამების ჩამოყალიბება.
დამატებითი და ალტერნატიული მკურნალობა-არსებობს მრავალფეროვანი მცენარეული, ჰომეოპათიური და სხვა დამატებითი ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები, რომელთა უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი
       ღორის გრიპის H1N1- ახალი H1N1 გრიპის ჯაჭვი, რომელიც შეიცავს (ღორის, ადამიანის, ფრინველის), პირველად აღმოაჩინეს 2009 წელს მარტში მექსიკაში. ადამიანების შემდგომ დაინფიცირებას ადგილი ჰქონდა მთელ მსოფლიოში, რომელმაც გამოიწვია პანდემია და გაგრძელდა 2010 წლის აგვისტომდე. H1N1 ღორის გრიპის ვირუსების სიმპტომები და მკურნალობა მსგავსია სეზონური გრიპის ვირუსის, მაგრამ ფრინველის გრიპი, გამოწვეულია გრიპის იმ ჯაჭვით, რომელიც აინფიცირებს ფრინველს, კერძოდ ქათამს, იხვს, კვატს და სხვა. არსებობს ფრინველის გრიპის სხვადასხვა ჯაჭვები, H5N1 ფრინველის ვირუსმა ყურადღება მიიქცია მას შემდეგ, რაც გამოიწვია სიკვდილი უმეტესად აზიაში. ფრინველის გრიპი ძირითადად ვეცელდებოდა ფრინველიდან ფრინველზე. ფრინველებიდან ადამიანზე გავრცელება ნაკლები სიხშირით ვითარდება. ადამიანიდან ადამიანზე გავცელებაც ასევე იშვიათია. ადამიანებს რომლებიც დაინფიცირდნენ ფრინველის გრიპით, უშუალო კონტაქტი ქონდათ დაავადებულ ან დაღუპულ შინაურ და გარეულ ფრინველთან, ან ეხლახანს იყვნენ ნამყოფები ცოცხალ შინაურ ფრინველთა მარკეტში. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები არ არის აღწერილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩრდილოეთ ამერიკის შტატებში. ფრინველის გრიპი მძიმედ მიმდინარეობს. ამ დროს იმუნიტეტი დაბალია და გამოჯანმრთელება მცირედ შეიძლება გააუმჯობესოს ოსელტანევირმა. ფრინველის გრიპის პრევენციის მიზნით არსებობს ვაქცინა, რომესლაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საჭიროების შემთხვევაში იყენებენ. თუ აღენიშნება რაიმე სამედიცინო პრობლება საუკეთესო გამოსავალია მიმართოთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს.
 
 
ნათია ორაგველიძე

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close