ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: მხრების დისტოცია

რა არის მხრების დისტოცია? მხრების დისტოცია არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ფიზიოლოგიური მშობიარობისას. ამ დროს სამშობიარო გზებში მოძრაობისას ნაყოფის მხარი ეყრდნობა დედის სიმფიზს, რაც განაპირობებს მის გაჭედვას სამშობიარო გზებში. მხრების დისტოცია გადაუდებელი მდგომარეობაა და დაუყოვნებლივ საჭიროებს ჩარევას.
იციან თუ არა ექიმებმა წინასწარ, რომ შეიძლება მხრის დისტოცია განვითარდეს? ყოველთვის_არა. მათ იციან, რომ მხრის დისტოციის განვითარების რისკი მატულობს მაშინ, როცა ნაყოფი ჩვეულებრივზე დიდია. თუ დედას აქვს შაქრიან დიაბეტი და ჭარბი წონა, დიდი ალბათობით, ნაყოფიც დიდი ზომის იქნება. ასევე, მხრის დისტოციის განვითარების რისკი მატულობს იმ ქალებში, რომელთაც  ჰქონდათ აღნიშნული გართულება წინა მშობიარობისას. უმეტეს შემთხვევაში, მხრების დისტოცია ვითარდება უცნობი მიზეზის გამო, ამიტომ ყოველთვის არ არსებობს მისი თავიდან აცილების კარგი საშუალება.
რა არის მხრების დისტოციის სიმპტომები? მხრების დისტოცია არანაირ სიმპტომს არ იწვევს დედაში. მშობიარობისას ექიმი ან ბებიაქალი ხედავს, რომ ნაყოფის მხარი არ გამოდის საშოდან თავის დაბადების შემდეგ. 
როგორ მკურნალობენ მხრების დისტოციას? როგორც კი ექიმი ან ბებიაქალი დაინახავს, რომ მხრების დისტოცია განვითარდა, ის დედას სთხოვს შეწყვიტოს ჭინთვა მცირე ხნით. ამის შემდეგ ის შეეცდება ბავშვის გათავისუფლებას რამდენიმე გზით:
● ხრის დედის ბარძაყებს და ათავსებს მუცელზე. ამით ნაყოფისთვის უფრო დიდი ადგილი თავისუფლდება;
● აფართოვებს დედის საშოს, რათა ნაყოფს დაეხმაროს დაბადებაში;
● აწვება დედის მუცელს, რათა მხარი მოიხაროს და ნაყოფს დაბადება გაუადვილდეს.
რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს მხრების დისტოციის დროს? მხრების დისტოციისას, შეიძლება, პრობლემები გაუჩნდეს დედასაც და ბავშვსაც.
ბავშვებში ყველაზე ხშირია შემდეგი პრობლემები:
● ლავიწის ან მხრის ძვლის მოტეხილობა;
● ნერვების დაზიანება: თუ ნაყოფის კისერი ძალიან გაიჭიმება, მხრის წნულის ნერვები ზიანდება. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს სისუსტე ხელში და მოძრაობის შეზღუდვა. ექიმები, ხშირად ამ მდგომარეობას ”ერბის დამბლას” ეძახიან.
ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რაც შეიძლება დაემართოს დედას მხრების დისტოციისას, ეს არის საშოს ირგვლივმდებარე ქსოვილების დაზიანება და სისხლდენა.
რა გავაკეთოთ, თუ დედას უკვე ქონდა მხრის დისტოციის ერთი შემთხვევა მშობიარობისას და ის კვლავ ორსულადაა? ექიმმა უნდა აუხსნას მას, რომ ასეთ შემთხვევაში მხრის დისტოციის გამეორების რისკი მაღალია. ამ დროს რეკომენდაცია ეწევა საკეისრო კვეთას, რათა ბავშვი უსაფრთხოდ გაჩნდეს.






This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close