ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ოსგუდ-შლატერის დაავადება

                                       
რა არის ოსგუდ-შლატერის დაავადება? ოსგუდ-შლატერის დაავადება ვლინდება ტკივილით მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე , ან მუხლის სახსრის ქვემოთ.ეს მდგომარეობა ვითარდება ბაშვებში 9-დან 14 წლამდე.
ოსგუდ-შლატერის დაავადება ვითარდება ბავშვის სწრაფი გაზრდის პერიოდში ან სპორცმენებში სწრაფ (სირბილის და ხტუნვის დროს).
დაავადება აზიანებს ერთ ან ორივე მუხლს.
რა სიმპტომებით ვლინდება დაავადება? ტკივილითა და შეშუპებით მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, მარჯვენა მუხლის ქვემოთ. ექიმები ამ ადგილს უწოდებენ კანჭის ძვლის ამობურცულობას. ტკივილი უარესდება სირბილის, ხტუნვის, კიბეებზე ასვლის და მთაში სიარულის დროს. ტკივილი გაივლის დასვენების შემდეგ.
საჭიროა თუ არა სადიაგნოსტიკო ტესტების ჩატარება? უმეტეს შემთხვევაში, არა. სიმპტომების შესწავლის შემდეგ ექიმი სვამს დიაგნოზს. ზოგჯერ ექიმმა შეიძლება მოითხოვოს  სხივების გაკეთება სადიაგნოსტიკოდ,რათა დარწმუნდეს სხვა დაავადება ხომ არ იწვევს ზემოთ აღნიშნულ სიმპტომებს.
როგორია მკურნალობა ოსგუდ-შლატერის დაავადებისას? დაავადება გაივლის მაშინვე როგორც კი ბავშვი შეწყვეტს ზრდას.ეს პერიოდი შეიძლება მერყეობდეს 6-დან 18 თვემდე.
დაავადების მიმდინარეობისას არსებობს ისეთი მეთოდები, რომლებიც ამსუბუქებს ბავშვის მდგომარეობას. ეს მეთოდებია: 
1.ყინულის დადება მუხლზე-მოათავსეთ ყინულით სავსე პაკეტი ან გაყინული ბოსტნეული მტკივნეულ ადგილზე 1-2 საათი განმავლობაში 15 წუთით.დაადეთ მუხლსა და ყინულს შორის თხელი პირსახოცი.
2. მიეცით ბავშვს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები,რომლებიც შეიცაბს აცეტამინოფენს ან იბუპროფენს.
ტკივილის მომატებისას ექიმი გირჩევთ ფიზიო-თერაპევტს, რომელიც გასწავლით ვარჯიშებს,რაც  ხელს უწყობს ბავშვის ფეხის კუნთების გაძლიერებას.
შეიძლება თუ არა ბავშვმა გააგრძელოს სპორტში სიარული?დიახ, შეუძლიათ იმ შემთხვევაში თუ: ტკივილი არაა ძალიან მძიმე და უმჯობესდება მდგომარეობა დღის განმავლობაში დასვენების შემდეგ.
გრძელდება თუ არა ხანგრძლივად აღნიშნული სიმპტომები? ჩვეულებრივ, არა. ზოგიერთი ბავშვი არ აღნიშნავს ტკივილს მიუხედავად მუხლის შეშუპებისას, ზოგჯერ  კი არის შემთხვევები როცა ბავშვი აღნიშნავს ტკივილს ზრდის შეწყვეტის შემდეგაც. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ინფორმირება მკურნალობის გეგმის შემუშავების მიზნით.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close