ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ფრიდრეიხის ატაქსია


რა არის ფრიდრეიხის ატაქსია?
ფრიდრეიხის ატაქსია წარმოადგენს იშვიათ, თანდაყოლილ დაავადებას, რომლის დროსაც ზიანდება  ზურგის ტვინი და გამტარი ნერვული ბოჭკოები. დაავადება ვლინდება  მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით,  ასევე ზიანდება გული და სხვა შინაგანი ორგანოები. დაზიანებები არის მძიმე, პროგრესირებადი ხასიათის.
ფრიდრეიხის ატაქსიის სიმტმოები:
კიდურების დაზიანება; ავადმყოფს არ შეუძლია კიდურების კოორდინირებულად მოძრაობა . გამოხატულია არამყარი სიარული - ხშირი წაბორწიკებით, ვილინდება ქვედა კიდურის დისტალური ნაწილის სისუსტე, ფეხის ტერფის დეფორამაცია და ქვედა კიდურების ტრემორი.
მხედველობის პრობლემები ; ( ვლინდება იმ შემთხვევაში თუ დაზიანდა მხედველობის ნერვი)
ყლაპვის გაძნელება 
უნებლიე შარდვა
სქოლიოზი ; ფრიდრეიხის ატაქსიის დროს ვლინდება ხერხემლის C-ის მაგვარი დეფორმაცია.
გულის დაზიანება; ჰიპერტროფული კარდიომიოპათია (ხდება გულის კუნთის ჰიპერტროფია(მოცულობის მატება), რის გამოც გულის კუნთის კუმშვადი ფუნქცია დაქვეითებულია.)
ზოგჯერ ვლინდება  შაქრიანი დიაბეტი ტიპი I
არსებობს თუ არა ფრიდრეიხის ატაქსიის  სადიაგნოსტიკო ტესტები?
მკურნალ ექიმს პაციენტის  სიმპტომებზე  დაყრდნობით შეუძლია ივარაუდოს  აღნიშნული პათოლოგია, თუმცა დაავადების დასაწყისში დიაგნოსტიკა საკმაოდ გაძნელებულია, რადგან კლინიკური ნიშნები სრულად არ არის გამოხატული.  ადრეულ ეტაპზე  დიდი მნიშვენელობა ენიჭება ოჯახურ ანამნეზს, რადგან ფრიდრეიხის ატაქსია არის გენეტიკური დაავადება.  დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში კეთდება გენეტიკური კვლევა და დიაგნოზი დასტურდება  პათოლოგიური გენის აღმოჩენით. 
როგორ ხდება ფრიდრეიხის ატაქსიის მკურნალობა?
დაავადების სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს და გულისხმობს  სიმპტომური საშუალებების გამოყენებას. მკურნალობის მნიშვნელობის ნაწილია პაციენტების ხშირი კონტროლი, სხვადასხვა სპეციალისტების მიერ, რომ მოხდეს ზემოთ აღნიშნული გამოვლინებების  დროული შეფასება და ადექვატური ინტერვენცია.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close