ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: მენინგიტი ბავშვებში


მენინგიტი წარმოადგენს ტვინის გარსების ანთებას. ანთების მიზეზი შეიძლება იყოს ვირუსი ან ბაქტერია, რომელიც სისხლის მიმოქცევის გზით ხვდება ტვინის გარსებთან. მკურნალობის ტაქტიკა და პაციენტის მართვის გეგმა დამოკიდებულია დაავადების გამომწვევზე.
 
მენინგიტის ორი ფორმა არსებობს: ვირუსული და ბაქტერიული
ბაქტერიული მენინგიტი -  ბაქტერიული მენინგიტის მრავალი გამომწვევი არსებობს. მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ასაკს, იმუნიზაციას, მიმდინარე და გადატანილ დაავადებებს. უხშირესი გამომწვევი ბაქტერიული მენინგიტის არის  Streptococcus pneumoniae ან r pneumococcus და Neisseria meningitidis ან meningococcus.
მენინგიტის განვითარების რისკ ფაქტორებია: კონტაქტი დაავადებულ პირთან, ყურის ან სინუსების ინფექცია, ენდემიურ კერებში მოგზაურობა (მაგ: სამხრეთ აფრიკაში), მნიშვნელოვანი თავის ტრამვა, სმენის ნერვის იმპლატანცა და სხვ.
ბაქტერიული მენინგიტი მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობის დაწყებას, რათა შევამციროთ გართულების ან ლეტალობის რისკი.
ვირუსული მენინგიტი - ვირუსული მენინგიტის ხშირი გამომწვევია ენტეროვირუსი. აშშ-ში ენტეროვირუსული მენინგიტის ხშირი შემთხვევებია ივნისი-ოქტომბრის თვეებში. დაავადების გადაცემის გზაა დაავადებულ პირთან ახლო კონტაქრტი (პირით-პირთან), ასევე ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაბინძურებული წყალი, საკვები.
განვითარებულ ქვეყნებში ვირუსული მენინგიტის უფრო ხშირი შემთხვევებია ბაქტერიულთან შდარები, ახასიათებს ნაკლებად მწვავე მიმდინარეობა და სრული გამოჯანმრთელება.
 
მენინგიტის ნიშნები და სიმპტომები
ბაქტერიული და ვირუსული მენინგიტის ნიშნები და სიმპტომები ერთმანეთის მსგავსია, თუმცა ბაქტერიულს ახასიათებს უფრო მწვავე მიმდინარეობა. მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით შეუძლებელია ამ ორი ფორმის ერთმანეთისგან დიფერენცირება. დამახასიათებელი სიმპტომებია:
ახალშობილებში შეიძლება იყოს ცხელება არასპეციფიურ სიმპტომებთან ერთად (კვების შემცირება, ღებინება, დიარეა ან გამონაყარი). შეიძლება იყოს კისრის დაჭიმვა ან ყიფლიბანდის პულსაცია, გაღიზიანებადობა ან ლეთარგია
მოზრდილ ბავშვებში ვლინდება ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გონების დაკარგვა, კისრის კუნთების დაჭიმვა.
ადინამია, გულყრა
ზოგიერთი ტიპის ბაქტერიულ მენინგიტს ახასიათებს კანზე გამონაყარი და სისხლჩაქცევები (გამონაყარი, რომელიც ზეწოლით არ ქრება) 
ვირუსული მენინგიტის სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს გრიპის სიმპტომებს. ესენია: ცხელება, მიალგია, ცხვირიდან გამონადენი და ხველა
 
მენინგიტის დიაგნოზი
დიაგნოზის დადგენის მიზნით მოწოდებულია შემდეგი კვლევები
სისხლის კულტურა- ბაქტერიული მენგიტის დროს მნიშვნელოვანი გაკეთდეს, რადგან განვსაზღვროთ რომელი ანტიბიოტიკზეა გამომწვევი მგრძნობიარე. სისხლის კულტურის პასუხი არის 48-72 სთ-ში
თავ-ზურგ ტვინის სითხის პუნქცია (ლუმბალური პუნქცია) - აღნიშნული გამოკვლევა დიაგნოზის უტყუარი მეთოდია, იგი საშუალებას გვაძლევს დიფერენცირება მოვახდინოთ ბაქტერიულ და ვირუსულ მენინგიტებს შორის. 
ვირუსული მენინგიტის დროს ვირუსის იდენტიფიცირების მიზნით ნაჩვენებია სპინალური სითხის ვირუსოლოგიური ან მოლეკულური კვლევის მეთოდები (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, PCR). ვირუსის კულტივირებას სჭირდება ხუთი ან მეტი დღე, მაშინ როდესაც  PCR-ის პასუხი ერთ დღეშია.
 
მენინგიტის მკურნალობა
მენინგიტის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების გამომწვევზე, დაავადება ვირუსულია თუ ბაქტერიული. განმასხვავებელი ნიშნები ბაქტერიულ და ვირუსულ მენინგიტს შორის მინიმალურია და შესაძლებელია ლუმბალური პუნქციის საფუძველზე. ანალიზის პასუხის მიღებამდე მკურნალობას იწყებენ როგორც ბაქტერიული მენინგიტის, რადგან ამ უკანასკნელის შემთხვევაში ანტიბაქტერიული მკურნალობის გვიან დაწყებამ, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები და ლეტალური გამოსავალი
ბაქტერიული მენინგიტი მოითხოვს პაციენტის დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას და ინტრავენურ ანტიბიოტიკოთერაპიას. ორალური ანტიბიოტიკოთერაპია რეკომენდირებული არ არის. ანტიბაქტერიული თერაპიის ხანგრძლივობა და მოკიდებულია ბაქტერიული კულტურის პასუხზე.
თუ კულტურა არის უარყოფითი და ბავშვის მდგომარეობა უმჯობესდება, ანტიბიოტიკოთერაპია შეიძლება შეწყდეს 48-72 სთი-ის შემდეგ
თუ კულტურა არის დადებითი მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამომწვევ ბაქტერიაზე. ამ შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაშიც კი.
ვირუსული მენინგიტი სპეციფიურ მკურნალობას არ საჭიროებს. პაციენტის მართვის გეგმა მოიცავს სიმპტომურ თერაპიას: ადექვატური ჰიდრატაცია, ცხელების ან თავის ტკივილის დროს პარაცეტამოლის ან იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები. აღნიშნული მედიკამენტების დოზირება ეფუძნება ბავშვის წონას და არა ასაკს.
 
 
პროგნოზი
დაავადების პროგნოზი დამოკიდებულია მენინგიტის გამომწვევზე (ვირუსულია თუ ბაქტერიული), დაავადების მიმდინარეობაზე და ბავშვის ასაკზე
ბაქტერიული მენინგიტის დროს უმრავლეს პაციენტებში აღინიშნება სრული გამოჯანმრთელება. გაუმჯობესება ვლინდება ანტიბიოტიკოთერაპიიდან  24-36 საათის შემდეგ. თუმცა ცხელება შეიძლება გახანგრძლივდეს 4-6 დღე ან მეტი. ფატალური შემთხვევები ვლინდება ძალიან მცირე რიცხვში, 2001-2006 წლებში აშშ-ში ლეტალური გამოსავლის 4% დაფიქსირდა.
ვირუსული მენინგიტის დროს გამოსავალი კეთილსაიმედოა. გამოჯანმრთელება აღინიშნება ერთ კვირაში. ლეტალური გამოსავალი პრაქტიკულად არ ვლინდება
მენინგიტის პრევენცია
არსებობს ბაქტრიული და ვირუსული მენინგიტის პრევენცის სხვადასხვა მეთოდები
ვაქცინაცია - განვითარებულ ქვეყნებში შემცირდა პნევმოკოკური, მენინგოკოკური მენინგიტი მასიური იმუნიზაციის შემდგომ. ვაქცინაცია ხდება ისეთი ვირუსული მენინგიტის გამომწვევი ვირუსების მიმართაც, როგორიცაა პოლიო, ყბაყურას, წითელას ვირუსი.
ანტიბიოტიკები პრევენციის მიზნით გამოიყენება მენინგოკოკური ინფექციით დაავადებულ პირთან კონტაქტის შემდგომ.
ინფექციის კონტროლი მოიცავს პირადი ჰიგიენური წესების დაცვას.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close