ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: წითურა


წითურა წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი და ლიმფადენოპათია, საშუალო სიმძიმის პროდრომი: ცხელება, ანორექსია, თავისა და სახსრების ტკივილი.
 
• ძირითადად მიმდინარეობა და გამოსავალი კეთილსაიმედოა
• წითელას ვირუსი წარმოადგენს ჭეშმარიტად ტერატოგენულ ვირუსს, თუ მოხდა ორსულის დაინფიცირება ორსულობის პირველ 16 კვირაში , ეს გამოიწვევს 30% -ში ორსულობის შეწყვეტას, 30%-ში ნაყოფის სიმახინჯეებს.
• წითურას ძირითად არასასურველ გართულებებს წარმოადგენს ქრონიკული ართრიტი, ენცეფალიტი და თრომბოციტოპენიური პურპურა.
დაუყოვნებელი მოქმედებები:
თუ ორსულ ქალს დაესვა სავარაუდო წითურას დიაგნოზი, ის აუცილებლად უნდა გადამოწმდეს წითურას საწინააღმდეგო ანტისხეულებზე, ადრეული დიაგნოზი საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ ორსულობის გაგრძელება – არ გაგრძელებაზე.
კლინიკური ნიშნები
•მწვავე კონტაგიოზური დაავდებაა, დამახასიათებელია გარდამავალი გამონაყარი ლიმფადენოპათიით.
• პროდრომი (თავის, სახსრების ტკივილი, შემცივნება, ანორექსია და ცხელება) გამოხატულია საშუალო სიმძიმით.
• ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღემდე • მოზრდილ ქალებში ვითარდება პერსისტირებული ართრალგია
თანდაყოლილი წითურა
• ვინაიდან ვირუსი არის ძლიერ ტერატოგენული, იგი იწვევს ნაყოფის დაზიანებას და ზოგჯერ თანდაყოლილი წითურას განვითარებას • გადადის ტრანსპლაცენტარულად
• 30% მთავრდება სპონტანური აბორტით, ან ნაადრევი მშობიარობით
• 25% ბავშვებისა დაბადებისას ჩანს ნორმალური, 2 წლის ასაკისათვის დაზიანებები აღმოაჩნდება 80%-ს • დამახასიათებელია კლასიკური ტრიადა: გულის მანკი, სმენის დეფექტი და თვალის ანომალიები
გადაცემის გზები
• ჰაერ-წვეთოვანი გზა, ანუ კონტაქტი დაავადებულის ცხვირხახის სეკრეტთან
• დაავადებულის სისხლით, შარდით ან განავლით დაბინძურებულ თეთრეულთან კონტაქტი
• ტრანსპლაცენტარული გზა დაავადებული დედისაგან
დიაგნოზი
კლინიკური მონაცემები
• პროდრომი თითქმის არ არის გამოხატული ბავშვებში და საშუალო სიმძიმით არის მოზრდილებში: თავის ტკივილი, ანორექსია, რინორეა, ყელის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის დისფუნქცია
• გამონაყარი
• მსუბუქი კონიუნქტივიტი • თავისა და თვალების ტკივილი (მოზრდილებში)
• სახსრების ტკივილი ან ანთება, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირა (უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში)
• ცხელება- უფრო ხშირია ბავშვებში და მოზარდებში
• ლიმფადენოპათია (კეფის, კისრის უკანა და ყურის უკანა ლიმფური კვანძების), გაივლის გამონაყრის გაქრობიდან 7 დღეში. ხდება პალპაციით მტკივნეული გამონაყრის გაჩენისთანავე.
• გამონაყარი მაკულოპაპულური ტიპის, ვარდისფერიდან- წითლამდე შეფერილობის, არა აქვს გაერთიანების ტენდენცია. გამონაყარი იწყება სახიდან და ვრცელდება მთელს სხეულზე, გრძელდება 3-5 დღე და არ ტოვებს არანაირ კვალს დიფერენციალური დიაგნოზი
• წითელა
• წითელი ცხელება • წამლისმიერი რეაქცია
• კავასაკის სინდრომი
• ენტეროვირუსული ინფექცია
• როზეოლა
• ინფექციური მონონუკლეოზი
• ჩუტყვავილა • მარტივი ჰერპესი
ტესტები
• ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა ELELIშA-მეთოდით
• არაპირდაპირი ომუნოფლუოროსცენციული მეთოდი
• კომპლემენტის ფიქსაცია
• პასიური ჰემაგლუტინაციის მეთოდით ანტისხეულების აღმოჩენა
• ვირუსის იზოლირება მკურნალობა
• შეუქმენით პაციენტს რაც შეიძლება კომფორტული გარემო
• დაადგინე ვისთან გქონდათ კონტაქტი და ურჩიეთ აცრის გაკეთება
• მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე
• აცეტამინოფენი_ რეკომენდირებულია ცხელებისა და ტკივილების დროს • სახსრების ტკივილის შემთხვევაში მიიღეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, მაგ.: იბუპროფენი
• სასტიკად აკრძალულია ასპირინის გამოყენება, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს რეინოს სინდრომი.
 
References
Advisory Committee on Immunization Practices (ACIP) Centers for Disease. General recommendations on immunization: recommendations of the Advisory Committee on Immunization Practices (ACIP). MMWR Recomm Rep 2006;55(RR-15):1-48. Also available at the National Guideline Clearinghouse Recommended immunization schedule for Persons Aged 0-18 Years -- United States, 2007. MMWR 2007;55(51):Q1-Q4 Recommended Adult Immunization Schedule -- United States, October 2006 -- September 2007. MMWR 2006;55(40):Q1-Q4 Control and prevention of rubella: evaluation and management of suspected outbreaks, rubella in pregnant women, and surveillance for congenital rubella syndrome. MMWR Morb Mortal Wkly Rep 2001;50(RR-12):1-23. Notice to readers: Revised Advisory Committee on Immunization Practices recommendation for avoiding pregnancy after receiving a rubella-containing vaccine. MMWR Morb Mortal Wkly Rep 2001;50:1117 Kimmel SR. Vaccine adverse events: separating myth from reality. Am Fam Physician 2002;66:2113-20 Sur DK, Wallis DH, O\'Connell TX. Vaccinations in pregnancy. Am Fam Physician 2003;68:E299-309

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close