ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ტრამვები ბავშვებსა და მოზარდებში

რა იწვევს თავის ტრავმებს ბავშვესა  და მოზარდებში?
სიმაღლიდან ვარდნა
ავტოავარიები
ველოსიპედით ავარია
სპორტი
სხვა ფიზიკური დატვირთვები
თავის ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემაა, როგორიცაა :მსუბუქი თავის ტვინის შერყევა.
როდის მივმართო ექიმს ან ექთანს?
თქვენ ექიმს ან ექთანს უნდა მიმართოთ მაშინ , თუ თქვენმა შვილმა მიიღო ტრავმა ძლიერი დარტყმის შედეგად.
ჩამოვარდა 3–5 მეტრი სიმაღლიდან
არის 6 თვემდე ასაკის
რამდენჯერმე გადატრიალდა გადმოვარდნის დროს
არ შეუძლია საგნის დაჭერა ან სიარული
თუ აქვს თავის ტკივილი, რომელიც თანდათან ძლიერდება
თუ გამოუვლინდა  მეტყველების და მხედველობის პრობლემა,ან მოქმედებს არაადექვატურად და იქცევს თქვენს ყურადღებას.
დაეწყო თავბრუსხვევა გარკვეული დროის შემდეგ
თუ აღენიშნება სისხლდენა ან სუფთა სითხიანი გამონადენი ყურიდან ან ცხვირიდან
თუ არის სისხლდენა, რომელიც ზეწოლის მიუხედავად პერიოდულად გრძელდება ყოველ 10 წუთში
აღენიშნება საერთო სისუსტე
თუ ჭირვეულობს და ტირის განუწყვეტლივ
თუ აქვს ძილის პრობლემები
თუ არის მძიმე ჭრილობა ან ძლიერი ტკივილი, რომელიც ზღუდავს მოძრაობას
რით შემიძლია დავეხმარო ჩემს შვილს თავის ტრავმის დროს?
შეუქმენით მშვიდი გარემო
შესთავაზეთ ბავშვს სითხე
დააფარეთ ჭრილობას სტერილური საფენი და თუ არის სისხლდენა მოახდინეთ ზეწოლა 10 წუთის განმავლობაში.
დაადეთ ცივი საფენები შეშუპებულ ადგილას 20 წუთის განმავლობაში
მიეცით თქვენს ბავშვს უსაფრთხო მედიკამენტები, როგორიცაა: აცეტამინოფენი( პარაცეტამოლი) და იბუპროფენი ( ნუროფენი) ტკივილის და დისკომფორტის მოხსნის მიზნით
თუ ტრავმის შემდეგ მდგომარეობა მძიმდება , ბავშვი ხდება არაადექვატური მიმართეთ ექიმს ან თავად მოახდინეთ ტრანსპორტირება კლინიკაში.
რა კვლევები უნდა გავუკეთო ჩემს შვილს თავის ტრავმის შემდეგ?
თქვენი ექიმი ან ექთანი გადაწყვეტსს თუ რა კვლევები არის საჭირო ბავშვის ასაკის, ჩივილების და მდგომარეობიდან გამომდინარე.ბავშვების უმრავლესობაში ქალა –ტვინის ტრავმის დროს ისეთი კვლევები, როგორიცაა რენტგენოლოგიური  და მაგნიტურ რეზონანსული კვლევა რუტინულად არ კეთდება.თუ ექიმი ან ექთანი შეამჩნევს საეჭვო ნიშნებს ის თვითონ დანიშნავს რენტგენოლოგიურ კვლევას ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რომელიც ავლენს სისხლჩაქცევას  და ძვლების მოტეხილობას.
როგორია ქალა–ტვინის ტრავმის მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში?
ეს დამოკიდებულია ტრავმის სიმძიმეზე და ჩივილებზე, ექიმი ხშირ შემთხვევაში პირველ ეტაპზე იწყებს დაკვირვებით.
შეიძლება თუ არა ჩემი შვილი დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრების რეჟიმს თავის ტრავმის შემდეგ?
ეს გამომდინარეობს ტრავმის სიმძიმიდან, თუ თქვენს შვილს აქვს თავის ტვინის შერყევა, ის არ უნდა დაიტვირთოს სპორტით, სანამ ექიმი არ დართავს ნებას, თუ თქვენს ბავშვს ზედიზედ ორჯერ აქვს მიღებული თავის ტრავმა აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
რა შემიძლია გავაკეთო ჩემი შვილის ტრავმის თავიდან ასაცილებლად?
არსებობს რამდენიმე რჩევა  ტრავმის თავიდან ასაცილებლად: 
1.მუდმივად ატაროს ჩაფხუტი თუ ზის ველოსიპედზე ან მისაბმელიან ტრანსპორტზე
2.ყურადღება გაამახვილეთ შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად დაჯდეს ტრანსპორტზე(ველოსიპედზე)
3.თქვენს ტრანსპორტში უნდა გქონდეთ ბავშვის ასაკის შესაბამისი დამატებითი  სავარძელი, რომელიც უსაფრთხოდ იკვრება.
4.ბავშვმა მარტო არ უნდა გადაკვეთოს სატრანსპორტო გზა
5.უნდა იყოს უსაფრთხოდ ჩაცმული სპორტული თამაშების დროს .მაგალითად, თხილამურებით სრიალის დროს.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close