ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: უცხო სხეული საჭმლის მომნელებელ სისტემაში



უცხო  სხეული  საჭმლის  მომნელებელ  ტრაქტრში  უფრო  ხშირად  გვხდება  ბავშვთა  ასაკში,  ვიდრე  მოზრდილებში.  ბავშვები  უფრო  ხშიად  ყლაპავენ  ისეთ  ნივთებს ,  როგორიც  არის  : მონეტები,  პატარა სათამაშოები,  ელემენტები.  მოზრდილებში  უმეტესად  ეს  ხდება  ალკოჰოლური  ზემოქმედების  ქვეშ,  კბილის  დაკარგის  დროს,  ან  როდესაც  არის  ტვინის  გარკეული  დაზიანებები.
არის  თუ  არა  სახიფათო საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებული  უცხო სხეული ? ყოველთვის  არა. უცხო  სხეული  გადაადგილდება  საჭმლის  მომნელებელ  ტრაქტში  პირის  ღრუს,  საყლაპავის,  კუჭის,  წვრილი  და მსხილი  ნაწლაის  გავლით. უცხო  სხეულმა  შეიძლება  არ დააზიანოს  ნაწლავი, მაგრამ  ზოგჯერ  ის  ქმნის  პრობლემას,  რის  გამოც  აუცილებელი  ხდება  მათი  ამოღება  საჭმლის  მომნელებელი  ტრაქტიდან.
საჭმლის  მომნელებელ  სისტემაში უცხო  სხეულის  მოხვედრისას  შესაძლოა სპეციფიური  სიმპტომი  არ  გამოვლინდეს,  თუმცა  ზოგჯერ  აღინიშნება შემდეგი  სიმპტომები:
ყლაპვის გაძნელება
ჰიპერსალივაცია ( გაძლიერებული ნერწყვდენა)
ტკივილი  კისრისა  და  გულმკერდის  არეში
ხელა,  სუნთქის  გაძნელება,  ხმაურიანი სუნთქვა
ჩამოთვლილი  სიმპტომები  ვითარდება  მაშინ,  როდესაც  უცხო  სხეული  რჩება  საყლაპავ  მილში  და  გრძელდება  მანამ,  სანამ უცხო სხეული  არის   საყლაპაში,  თუმცა  ზოგჯერ  შეიძლება  სიმპტომბი  გაქრეს,  უცხო  სხეულის  საყლაპავში  არსებობის  მიუხედავად.
რა უნდა მოიმოქმედოს  მშობელმა,  როდესაც  ბავშვი  გადაყლაპავს  რაიმე  ნივთს ?
თუ  მშობელი  ხედავს  რომ  ბავშვმა  გადაყლაპა  უცხო  სხეული,  ან  ბავშვი  ამბობს  რომ გადაყლაპა,  აუცილებელია  მიმართოს  ექიმს  დაუყოვნებლივ.
აუცილებელია ექიმმა შეაფასოს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, დაადგინოს  თუ  რა სახის  უცხო  სხეულია  გადაყლაპული, არის  თუ  არა  რაიმე  სიმპტომი და რამდენი  ხნის  წინ  გადაყლაპა  პაციენტმა  უცხო სხეული.
შეიძლება დამათების საჭირო გახდეს კისრის,  გულმკერდის  ან  მუცლის    რენტგენოლოგიური  კვლევა,  რისი  საშუალებითაც  შესაძლებელი  ხდება  გავარკიოთ  თუ სად  არის  უცხო  სხეული  ორგანიზმში.
როგორც  წესი  უცხო  სხეული   ხვდება  საჭმლის  მომელებელ  ტრაქტში,  მაგრამ  ზოგჯერ  ის  შეიძლება  მოხვდეს  სასუნთქ  გზებში.  სასუნთქ  გზებში  მოხვედრისას  აუცილებელია  მისი  ამოღება, რათა  არ  განვითარდეს   სერიოზული  პრობლემები.
საჭიროა  თუ  არა  ყოველთვის  უცხო  სხეულის  ამოღება? ზოგჯერ  უცხო  სხეულის  ამოღება  აუცილებელია,  ზოგჯერ  არა.
 ეს  დამოკიდებულია:
თუ   რა  ნივთია  გადაყლაპული -  უცხო სხეული,  რომელსაც  შეუძლია  გამოიევიოს სერიოზული  დააზიანება  შინაგანი  ორგანოების,  დაუყოვნებლივ  უნდა  იქნას  ამოღებული.  საშიშ  ნივთებს  მიეკუთვნება  ელემენტები ( განსაკუთრებით  ღილაკის  ან  დისკის  ფორმის  ელემენტები)  და  მაგნიტები,  ასევე  ბასრი  და გრძელი  საგნები   და  ნივთები,  რომლებიც შეიცავს  ტყვიას.  ტყვია  არის  მეტალი,  რომელიც  იწვევს  თავის  ტვინის,  თირკმელების  და სხვ.  შინაგანი  ორგანოების  დაზიანებას.
სად  არის  უცხო  სხეული?-  თუ  ის  საყლაპავშია, აუცილებელია  მისი  ამოღება.
თუ  გამოხატულია  სიმპტომები
რა  პერიოდის  განმავლობაშია  უცხო  სხეული  ორგანიზმში
თუ  უცხო  სხეული  არ  საჭიროებს  ამოღებას,  საჭიროა  დავაკვირდეთ  ნაწლავთა  მოქმედებას, რათა  დარწმუნდეთ,  რომ  უცხო  სხეულმა  დატოვა  საჭმლის  მომნელებელი  ტრაქტი.  ამისთვის  შესაძლოა  რამოდენიმე  დღე  იყოს  საჭირო.
ყურადღება  უნდა  მივაქციოთ  სიმპტომების  არსებობას,  რაც  მიუთითებს  საჭმლის  მომნელებელი  ტრაქტის  დაზიანებაზე.  ეს სიმპტომებია:
ცხელება
გულისრევა  ან  პირღებინება
მუცლის  ტკივილი
სისხლიანი  ნაწლავთა  მოქმედება
უცხო  სხეულის  ამოღება  საყლაპავი  მილიდან  და კუჭიდან  ხდება  ენდოსკოპიის  საშუალებით.  საყლაპავში  შეჰყავთ  მილი,  რომელზეც  დამაგრებულია  კამერა  და  ნათურა(  ე.წ  ენდოსკოპი),  მილი  გადადის  საყლაპავიდან  კუჭში   და თორმეტგოჯა  ნაწლავში,  ხდება  უცხო  სხეულის  ძებნა და სპეციალური  ხელსაწყოს  საშუალებით  მისი  ამოღება.
უცხო  სხეულის  ნაწლავიდან  ამოსაღებად  საჭიროა  ქირურგიული  ჩარევა.


 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close