ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: უცხო სხეული ცხვირის ღრუში

შეძლებელია თუ არა მშობლის მიერ  ბავშვის ცხვირის ღრუში მოხვედრილი უცხო სხეულის ამოღება?- არა. არ შეეცადოთ თავად მოახდინოთ უცხო სხეულის ამოღება ცხვირის ღრუდან,რადგან შესაძლებელია უცხო სხეულმა გადაინაცვლოს ცხვირში უფრო ღრმად და ჩასუნთქვის გზით მოხვდეს ბრონქებშ ან ფილტვებში.
არის თუ არა რაიმე საშუალება, რითაც შემიძლია ბავშვს დავეხმარო ? - დიახ, შეგიძლიათ სცადოთ სხეულის ამოგდება ცხვირიდან შემდეგნაირად: დაახშეთ თავისუფალი ნესტო და ჩააბერინეთ ბავშვს დახშული ნესტოთი ძლიერად.
თუ სხეული ამოვარდა ცხვირის ღრუდან, შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა მცირე დროით. სისხლდენის შესაჩერებლად შეგვიძლია ნაზად მოვუჭიროთ ცხვირის წვერზე 10 წუთის განმავლობაში. ასევე შეგვიძლია დავადოთ ცივი საფენი ცხვირზე ან ლოყაზე. სისხლდენის შემთხვევაში არ გადააწევინოთ ბავშვს თავი უკან. თავის უკან გადაწევა არ აჩერებს სისხლდენას და იწვევს სისხლის ყლაპვას. 
უნდა დავურეკო თუ არა პედიატრს? -დიახ. უნდა დაურეკოთ ექიმს დაუყოვნებლივ. თუ ბავშვა ვერ ამოაგდო უცხო სხეული ცხვირიდან, ექიმმა შესაძლოა ეს მოახერხოს კაბინეტშივე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაგაგზავნით გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ან ოტორინოლარინგოლოგთან. თუ უცხო სხეული არის დისკოს ფორმის ან მძივის ბურთულა, საჭიროა ასეთი ბავშვის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოთავსება. შესაძლოა ბავშვმა თვითონ ამოაგდოს უცხო სხეული ცხვირის ღრუდან, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საჭიროა მოხდეს გადამოწმება ექიმთან - ხომ არ არის სხვა უცხო სხეული ცხვირის ღრუში ან ყურში. 
როგორ ხდება უცხო სხეულის მოშორებას ცხვირის ღრუდან? - ექიმს შეუძლია სხვადასხვა მეთოდებით დაათვალიეროს ცხვირის ღრუ და მოაშოროს უცხო სხეული, იყენებს წვეთებს შეშუპების მოსახსნელად.
დასჭირდება თუ არა ბავშვს რამე დამატებითი მკურნალობა? - შესაძლებელია. როდესაც უცხო სხეული დიდხანს რჩება ცხვირის ღრუში, ის შესაძლოა გახდეს სინუსების ინფექციის მიზეზი. სინუსები არის სახის ძვლებში არსებული წიაღები, სინუსიტის არსებობის შემთხვევაში ბავშვი საჭიროებს ანტბიოტიკოთერაპიას.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close