ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ახალშობილთა სიყვითლე

სიყვითლე ეს არის კანის და/ ან სკლერების  მოყვითალო შეფერილობა  რაც აღენიშნებათ ახალშობილებს.  შეფერილობის ასეთი დარღვევა გამოწვეულია ყვითელი ნითიერებით ე.წ. ბილირუბინით. ახალშობილების სისხლში ბილირუბინის მაღალ შემცველობას ეწოდება ჰიპერბილირუბინემია, რის ფონზეც ხდება ბილირუბინის კანში ჩალაგება და მისი ყვითლად შეფერვა.
სიყვითლე არ არის დაავადება, ის არის სიმპტომი, რომელიც გამოწვეულია სისხლში ბილირუბინის დონის მომატებით. თუ დროულად არ მოხდა მკურნალობა ბილირუბინის მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ცვლილებები. სიყვითლე არის ჰიპერბილირუბინემიის რისკის მარკერი ახალშობილებში. ჰიპერბილირუბინემია ტოქსიურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის დაზიანება. 
სიყვითლის სიმპტომები – სიყვითლე ვლინდება კანის მოყვითალო შეფერილობით. მოგვიანებით ვლინდება სკლერების მოყვითალო შეფერილობაც, ეს ცვლილებები ძნელად შესამჩნევია მუქი შეფერილობის კანის მქონე ბავშვებში.
სიყვითლე იწყება სახიდან და ვრცელდება ქვემოთ ზურგზე, მუცელზე, ზედა კიდურებზე და ბოლოს ფეხებზე;
სიყვითლის არსებობა შეიძლება  შევამოწმოთ თითის დაჭერით შუბლზე, ცხვირზე, გულმკერდზე ან მუხლებზე.  სიყვითლისას თითის აწევის შემდეგ გამოჩნდება კანის ყვთელი შეფერილობა.
ბავშვის შემოწმება სიყვითლეზე ხდება ჯერ კიდევ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში. თუ თქვენი ბავშვი ეწერება ბინაზე დაბადებიდან 72სთ–ის შემდეგ, ყოველდღიურად ვახდენთ ბინაზე დაკვირვებას. გარდა ამისა თქვენი შვილი უნდა იყოს პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ როდესაც ეწერებით ბინაზე.
სიყვითლის პროგრესირების ნიშნებია, თუ:
სიყვითლე ვრცელდება მუხლებს ქვემოთ, ან ხდება უფრო ინტენსიური ნარინჯესფერ შეფერვამდე;
ბავშვი უარს ამბობს საკვების მიღებაზე;
ბავშვი  ძნელად იღვიძებს;
აღენიშნება გაღიზიანებადობა;
სიყვითლის მიზეზები —სიყვითლის მიზეზია სისხლში ბილირუბინის დაგროვება. ბილირუბინი წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად. ბილირუბინი ( ყვითელი პიგმენტი)  ფილტრს გადის ღვიძლში და შემდეგ გამოიყოფა შარდის და ფეკალური მასების საშუალებით.ბილირუბინის დონის მატება ხდება იმ შემთხვევაში როდესაც მისი წარმოქმნა სჭარბობს გამოყოფას.
სიყვითლე ხშირია ახალშობილებში , რადგან 2–3ჯერ უფრო სწრაფად ხდება ამ ასაკში ბილირუბინის წარმოქმნა, განსხვავებით მოზრდილებისგან. ფიზიოლოგიური სიყვითლე ანუ იგივე კეთილთვისებიანი სიყვითლე გამოწვეულია სისხლში ბილირუბინის დონის ზომიერი მატებით რაც არ არის მავნე ახალშობილისთვის.ის ვითარდება დაბადებიდან 72–96 სთ–ში და უკუვითარდება 2–3კვირაში. იშვიათად შეიძლება უფრო გახანგრძლივდეს. 
ახალსობილები რომელთაც აღენიშნებათ სისხლში ბილირუბინის დონის მკვეთრი  იმყოფებიან უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე ფიზიოლოგიური სიყვითლის დროს. მძიმე ჰიპერბილირუბინემია ვითარდება დაბადებიდან პირველ 24სთ–ში და საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას.
ერთ–ერთი მიზეზი ახალშობილთა ჰიპერბილირუბინემიის არის სისხლის წითელი უჯრედების დაშლა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს: 
რბილი ქსოვილების დაზიანებით
როდესაც დედის და ახალშობილის სისხლის ჯგუფური შეუთავსებლობაა, დედის იმუნური სისტემა აღიქვამს ჩვილის ერითროციტებს როგორც უცხოს;
გენეტიკური ფაქტორები, კერძოდ გლუკოზა – 6 – ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, რაც უფრო ხშირად აღენიშნებათ აფრო –ამერიკელებს, ხმელთაშუა და აზიის წარმომადგენლებს. 
ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში სიყვითლის მიზეზები:
არაადექვატური ძუძუთი კვების შემთხვევაში, როდესაც დედას არ აქვს საკმარისი რაოდენობის რძე, და ჩვილს აღენიშნება წონის დეფიციტი, სისხლში აქვთ ბილირუბინის მაღალი კონცენტრაცია. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ხშირად უნდა შესთავაზოს დედამ ძუძუ წოვითი რეფლექსის გააქტიურებისთვის. ეს ითვლება სიყვითლის მკურნალობის საუკეთესო მეთოდად.
დედის რძის მოყვითალო შეფერილობა  დაკავშირებულია ახალშობილის ღვიძლის და ნაწლავების უმწიფრობასთან. ეს ჩვეულებრივ იწყება დაბადებიდან 1 კვირაში, პიკს აღწევს 2 კვირის ასაკში და უკუვითარდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. რძის მოყვითალო შეფერილობა არ ნიშნავს იმას რომ უნდა შევწყვიტოთ ძუძუთი კვება, პირიქით ის უნდა გრძელდება  თუ გამოხატულია ბავშვის   წონაში მატება და კარგი ფიზიკური განვითარება. ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები იშვიათად საჭიროებენ მკურნალობას ჰიპერბილირუმინემიის დროს. თუმცა ყველა ბავშვი სიყვითლით საჭიროებს ექიმის მიერ დინამიკაში დაკვირვებას.
ნებისმიერ შემთხვევაში დედამ უნდა გაგრძელოს ძუძუთი კვება მისი სასარგებლო თვისებების გამო.
სიყვითლის დიაგნოსტირება–ახალშობილები სიყვითლით საჭიროებენ როგორც ფიზიკალურ შემოწმებას ასვე ხდება ბილირუბინის განსაზღვრა სისხლში.( ანალიზისთვის საჭიროა დაახლოებით 2,5მლ სისხლი), ანალიზის პასუხი არის რამდენიმე საათში.
სიყვითლის გართულებები–იმ ბავშვებში რომელთაც სისხლში აღენიშნებათ  ბილირუბინის დონის მომატება დასაშვებ ზღვარზე მეტად, ბილირუბინი გადის ჰემატო–ენცეფალურ ბარიერს და ხვდება თავის ტვინში,რაც იწვევს ტვინის დაზიანებას( მწვავე ბილირუბინული ენცეფალოპათია.), რომელიც ან შექცევადია, ან შეიძლება გამოიწვიოს ტვინის შეუქცევადი დაზიანება.  მუდმივი მონიტორინგით და დროული დიაგნოსტირებით შეიძლება თავიდან აცილებულ იქნას მძიმე ჰიპერბილირუბინემია.                                                                             
სიყვითლის მკურნალობა
სიყვითლის მკურნალობის მიზანი არის ბილირუბინის დონის შემცირება სისხლში, ახალშობილებში ზომიერი ჰიპერბილირუბინემია არ საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას. ახალშობილები ბილირუბინის მაღალი დონით საჭიროებენ მკურნალობას.
სიყვითლე ხშირია დღენაკლ ახალშობილებში (რომლებიც დაიბადნენ გესტაციის 38 კვირამდე). დღენაკლი ახალშობილები წარმოადგენენ ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების  მაღალ რისკის ჯგუფს,   რადგან  დროულ ახალშობილებთან შედარებით ბილირუბინის მცირედ მატებაც კი ახდენს ტოქსიურ ეფექტს ტვინზე.
სიყვითლის დროს მოწოდებულია კვება-დედის რძით ან ადაპტირებული ნარევით. ადექვატური კვება არის სიყვითლის პრევენციის ერთ-ერთი ფაქტორი, რადგან უზრუნველყოფს ბილირუბინის სწრაფ გადასვლას შარდსა და განავალში. იმისთვის რომ გავიგოთ იღებს თუ არა ბავშვი საკმარისი რაოდენობით საკვებს, ამაზე მიუთითებს თუ რამდენჯერ უცვლით საფენს, ეს უნდა ხდებოდეს დღეში დაახლოებით 6-ჯერ , ასევე მნიშვნელობა აქვს განავლის ფერს, ის უნდა იყოს მუქი მომწვანოდან ყვითელ შეფერილობამდე, და ბავშვი კვების შემდეგ თავს უნდა გრძნობდეს დაკმაყოფილებულად. 
ფოტოთერაპია-(სინათლით მკურნალობა) არის ახალშობილებში სიყვითლის მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდი და თითქმის ერთადერთიც. ბავშვის კანზე ხდება სპეციალური ლურჯი შუქით დასხივება, რომელიც იწვევს ბილირუბინის დაშლას , და დაშლილი ბილირუბინი ადვილად გამოიყოფა შარდით და განავლით. ფოტოთერაპია ეფექტური მეთოდია ყველა ახალშობილისთვის.
ფოტოთერაპია ჩვეულებრივ ტარდება კლინიკაში, თუმცა ჯანმრთელ ბავშვებში შეძლება ჩატარდეს სახლის პირობებში, გართულებების დაბალი რისკის დროს.
ფოტოთერაპიის დროს ახალშობილი უნდა იყოს შიშველი, ან მხოლოდ პამპერსით, თვალები უნდა იყოს დაცული. მთავარია დავრწმუნდეთ რომ ნათურები არ გამოყოფენ ისეთ ტემპერატურას რამაც შეიძლება დააზიანოს ჩვილის კანი. ფოტოთერაპია არ უნდა წყდებოდეს გარდა კვების დროს.
რაც შეეხება მზის სხივებს , რომელთაც ადრე იყენებდნენ, არ არის რეკომენდირებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს კანის დამწვრობა. რაც არ აღინიშნება სწორად ჩატარებული ფოტოთერაპიის შემთხვევაში.
ფოტოთერაპია წყდება მაშინ როცა ბილირუბინის დონე ნორმალიზდება დასაშვებ ზღვრამდე. ეს ხდება ფოტოთერაპიის დასრულებიდან 18-24სთ-ში.
ფოტოთერაპიის გვერდითი ეფექტები-უმნიშვნელოა, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს კანზე გამონაყარი ან უნებლიე ნაწლავთა მოქმედება.გადახურება და დეჰიდრატაცია შეიძლება აღინიშნოს თუ ჩვილი არ ირებს სათნადო რაოდენობით დედის რძეს ან ადაპტირებულ ნარევს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ახალშობილის კანის ფერს, სხეულის ტემპერატურას და რამდენად ხშირად ასველებს პამპერს.
იშვიათად ზოგიერთ ჩვილს შეიძლება განუვითარდეს ე.წ. ბრინჯაოს ბავშვის სინდრომი,კანი და შარდი ხდება მუქი მონაცრისფროდან ყავისფერ შეფერილობამდე.ის თანდათან უკუვითარდება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში.
ჰიდრატაცია -აუცილებელია იმ ბავშვებისთვის რომლებიც იმყოფებიან ფოტოთერაპიაზე, მათ უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობით სითხე( დედის რძე ან დამატება) , რამდენადაც ბილირუბინის გამოყოფა ხდება შარდით და დეფეკაციის გზით.გლუკოზის შემცველების ორალურად მიწოდება არ არის აუცილებელი. გამოხატული დეჰიდრატაციის შემთხვევაში ბავშვები საჭიროებენ ინფუზურ თერაპიას.
ბავშვები, რომლებიც ვერ იღებენ საკმარისი რაოდენობით რძეს და აღენიშნებათ წონაში ჩამორჩენა, ან ბევშვები დეჰიდრატაციით , საჭიროებენ ან დედის რძის დამატებას ან ადაპტირებული ნარევის დამატებით მიცემას. 
შენაცვლებითი სისხლის ტრანსფუზია - ეს არის პროცედურა , რომელსაც მიმართავენ იმ ბავშვებში , რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერბილირუბინემიის იმდენად მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება. ამ დროს ხდება ახალშობილის სისხლის ჩანაცვლება დონორის სისხლით, ეს შეიძლება გაკეთდეს იმ ახალშობილებში, რომელთა მკურნალობამ სხვა მეთოდებით არ გამოიღო შედეგი.
პრევენცია - მძიმე ჰიპერბილირუბინემიის პროფილაქტიკა , ეს არის გართულებებისგან თავდაცვა.ახალშობილები, რომლებიც არიან ჰიპერბილირუბინემიის რისკის ჯგუფში, საჭიროებენ დინამიკაში დაკვირვებას და ყურადღებას. ეს განსაკუთრებით ეხებათ დღენაკლებს ( გესტაციის 35 კვირამდე დაბადებულებს).
ექიმები გვირჩევენ სახლში გაწერამდე ახალშობილის სიხლში განისაზღვროს ბილირუბინის დონე. განსაკუთრებით  იმ ახალშობილებშ რომელთაც სიყვითლე გამოუვლინდათ დაბადებიდან პირველ 24სთ-ში.
ჰიპერბილირუბინემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა გაცილებით  მარტივია საწყის ეტაპზე, მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ სიყვითლის ინტენსივობა მატულობს

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close